გეიბ ნიუელი
გეიბ ლოგან ნიუელი (ინგლ. Gabe Newell; დ. 3 ნოემბერი, 1962), მეტსახელით გეიბენი — ამერიკელი პროგრამისტი და ბიზნესმენი. იგი არის ვიდეო თამაშების მწარმოებელი და ციფრული დისტრიბუციის კომპანიის, Valve Corporation-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.
გეიბ ნიუელი | |
---|---|
ნიუელი 2010 Game Developers Conference-ზე | |
დაბადების თარიღი |
3 ნოემბერი, 1962 სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
აქტიური | 1983–დღემდე |
ქონება | 4.1 მილიარდი ამერიკული დოლარი (2017)[1] |
ცნობილია როგორც | Valve Corporation-ის თანადამფუძნებელი |
პარტნიორ(ებ)ი | ლიზა მენეტ ნიუელი (1996-) |
შვილ(ებ)ი | 2[1] |
ჯილდოები |
BAFTA Fellowship (2013) AIAS (2013)[2] |
გეიბ ნიუელი დაიბადა აშშ-ის ქალაქ სიეტლში. 1980-იანი წლების დასაწყისში იგი სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, მაგრამ თავი დაანება სწავლას, რათა ემუშავა ამერიკის ტექნოლოგიურ კომპანია „Microsoft“-ში. მაიკროსოფტში იგი მუშაობდა ოპერაციული სისტემის თავდაპირველ ვერსიაზე.
კომპანიაში მუშაობის პერიოდში გეიბი და მისი თანამშრომელი, მაიკ ჰარინგტონი, მიიზიდა კომპიუტერულმა თამაშებმა, რომლებიც გამოვიდა 1990-იანი წლებში, როგორებიც არის id Software-ის „Doom“ და „Quake“. სრულად დარწმუნებულმა, რომ მომავალში ვიდეო თამაშები გართობის ერთ-ერთ საშუალებად გადაიქცეოდა, და საკუთარი კომპანიის არსებობის ამბიციით შეპყრობილმა ნიუელმა თავის ამხანაგ ჰარინგტონთან ერთად მიატოვა მაიკროსოფტი და 1996 წელს გახდა ვალვის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც იგი დღემდე რჩება პრეზიდენტის თანამდებობაზე.
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- Walker, John. (21 ნოემბერი, 2007) RPS Exclusive: Gabe Newell Interview.
- Bramwell, Tom. (29 აგვისტო, 2007) Valve's Gabe Newell. Gamer Network.
- Keighley, Geoff. (12 ნოემბერი, 2004) The Final Hours of Half-Life 2. CBS Interactive.
- Psycho_byte. (26 ივნისი, 2003) An interview with Gabe Newell. Game Central Network.
- Peterson, Andrea. (3 იანვარი, 2014) Gabe Newell on what makes Valve tick.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გეიბ ნიუელი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Gabe Newell. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2017.
- ↑ D.I.C.E Special Awards. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2017.