Windows Server 2012 (კოდური სახელი „Windows Server 8”) — მაიკროსოფტის სერვერული ოპერაციული სისტემის მე-8 გამოცემა. სისტემა ოფიციალურად გამოვიდა 2012 წლის 4 სექტემბერს. მისი წინამორბედი სერვერული სისტემებისგან განსხვავებით Windows Server 2012-ს არ აქვს მხარდაჭერა ინელის „Itanium”-ის ტიპის პროცესორებზე. სულ არსებობს „Server 2012“-ის 4 გამოცემა: Foundation (საბაზო), Essentials (პირველადი), Standard (სტანდარტი) და Datacenter (მონაცემთა ცენტრი). Windows Server 2008 R2-ისგან განსხვავებით ახალ სისტემას დაემატა და გაუუმჯობესდა მრავალი მახასიათებელი, როგორიცაა ვირტუალიზაციის (Hyper-V) ახალი ვერსია, განახლებული IP მისამართების მართვის ფუნქცია, ამოცანათა მმართველის ახალი ვერსია, და ახალი ფაილური სისტემა — ReFS.

ინსტალაციის არჩევა

წინამორბედებისაგან განსხვავებით, Windows Server 2012 შეიძლება დაინსტალირდეს 2 ვარიანტად: 1) Server Core - რომელიც არის მხოლოდ ბრძანებების სტრიქონი 2) Server GUI - ეს არის სისტემა გრაფუკული ინტერფეისით, რომელიც უფრო მარტივს ხდის სერვერის მართვას, თუმცა მოცულობით შედარებით დიდი ზომისა “Server Core”-თან შედარებით.

ამოცანათა მმართველი

Windows Server 2012-ს მოყვება ამოცანათა მმართველის ახალი ვერსია, რომელიც ბევრად გაუმჯობესებულია და მომხმარებელს აძლევს მეტ ინფორმაციას პროცესორის, მყარი დისკის, ოპერატიული მეხსიერების, ქსელის კარტის უტილიზაციასთან დაკავშირებით.

IP მისამართების მართვის პანელი

ეს ფუნქცია იძლევა IP მისამართების აღმოჩენის, მონიტორინგის, აღრიცხვის და მართვის საშუალებას რათა უკეთესად მოხდეს მისამართების ალოკაცია კორპორაციულ ქსელში

აქტიური დირექტორია

დაემატა აქტიური დირექტორიის სანაგვე ურნის გრაფიკული ინტერფეისი. შეუძლია ვირტუალური დომეინ კონტროლერების უსაფრთხო კლონირება.

Hyper-V

დამატებულია ისეთი ფუნქციები როგორიცაა: ქსელის ვირტუალიზაცია, multi-tenancy - იძლევა საშუალებას რომ პროგრამის ერთი გაშვებული ინსტანსი გამოიყენოს რამდენიმე მომხმარებელმა, cloud რეზერვი - იძლევა საშუალებას რომ ვირტუალურ სივცეში გავაკეთოთ რეზერვი.

IIS 8.0

ინტერნეტ ინფორმაციული სერვისების მე-8 ვერსია შეიცავს SSL სერტიფიკატების ცენტრალური მართვის ფუნქციებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება