Baidu, Inc. (百度公司) — 2000 წლის 8 იანვარს დაარსებული ჩინური ვებ-სერვისების კომპანია. მისი საძიებო სისტემა იკავებს მსოფლიოში მესამე ადგილს საძიებო მოთხოვნების დამუშავების მხრივ. იაპონური ანალოგის გაშვების შემდეგ პოპულარობით გაუსწრო Bing-ს. გააჩნია საკუთარი ინტერნეტ-ენციკლოპედია, რომელიც ჩინური ვიკიპედიის ანალოგია და წარმატებით უსწრებს.

Baidu-ს ინდექსში ინახება 740 მილიონზე მეტი ვებ-საიტი, 80 მილიონზე მეტი გამოსახულება და 10 მილიონზე მეტი მედიაფაილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Baidu&oldid=3385429“-დან