ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები
რჩეული სტატიები | კანდიდატები | წესები და პროცედურა | სტატუსის მოხსნა | არქივი |
გთხოვთ ამ გვერდზე დაასახელოთ რჩეული სტატიის კანდიდატები. დასახელებისას სტატიას მიუწერეთ თქვენი სახელი, ამასთან ყურადღება მიაქციეთ დასახელებისთვის აუცილებელ პირობებს. ახალი კანდიდატი დაამატეთ ბოლო სტატიის შემდეგ, სექციაში მომდევნო. არჩევა ხდება კონსენსუსით. გამოიყენეთ თარგები {{ნომი}}, {{ჰო}}, {{მოიცა}}, {{არა}}. თარგის {{ჰმმ}} გამოყენება რეკომენდირებული არ არის, ის კენჭისყრაში არ ჩაითვლება.
ზოგადად რჩეული სტატია უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:
- სტატია უნდა იყოს დასრულებული სახის (შინაარსი, ფორმატი, ბმულები, კატეგორიები).
- სტატია დაწერილი უნდა იყოს ენციკლოპედიის სტილში გამართული ენით.
- სტატიის მოცულობა უნდა იყოს არა ნაკლებ 20 კილობაიტისა.
- სტატია გაფორმებული უნდა იყოს ქართულენოვანი თვალსაჩინო მასალებით: სურათი, რუკა, გრაფიკა და სხვა.
ყურადღება: სასურველია რჩეულ სტატიად გამოტანისას თემატური მონაცვლეობა დავიცვათ. რუბრიკებში სპორტი, რელიგია და მეცნიერება რჩეული სტატიების სიმწირეა.
ახალი კანდიდატის წარდგენა:
კანდიდატები
გვერდის რედაქტორს:
- რჩეულ სტატიად არჩევის შემდეგ კენჭისყრა გადაიტანეთ არქივში, ხოლო სტატიის განხილვის გვერდს დაამატეთ თარგი {{სტატიის ისტორია}}.
- თარგში ვიკიპედია:რჩეული სტატიები/ახალი გადაითამაშეთ ახალი რჩეულების მიმდევრობა.
- თარგში {{რჩეული სტატიების რაოდენობა}} გადართეთ მრიცხველი (ეს ბოტი ავტომატური არ არის).
ახალი სტატიის მთავარ გვერდზე განთავსებამდე გაეცანით გეგმას (სტატიების განახლების თარიღია ყოველი თვის 1 რიცხვი და 15 რიცხვი).
- წმინდა ნიკოლოზი (ამჟამად მთავარ გვერდზეა)
უპირველეს ყოვლისა
მომდევნო
გურიის სამთავრო
- (ნომინაცია) ----M. განხილვაწვლილი 05:23, 29 სექტემბერი 2020 (UTC)
- (მომხრე)--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 13:07, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)
- კომენტარი: ჩემი აზრით, უმჯობესია ტექტი დამოწმდეს სქოლიოებით შესაბამისი ლიტერატურიდან. გიო ოქრო 08:39, 17 ოქტომბერი 2020 (UTC)
- (მომხრე) პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 12:45, 24 სექტემბერი 2021 (UTC)
- (მოიცადეთ) — მიუხედავად იმისა, რომ ქართულ თემატიკაზე სტატიები სასურველია, მოხვდეს რჩეულთა სიაში, ამ სტატიას სჭირდება დამუშავება. (1) მთელი ტექსტი, პრაქტიკულად, ეყრდნობა 2 წყაროს; (2) არასაკმარისია in-text citations, ანუ სქოლიოები დართული აქვს მოზრდილ მონაკვეთებს და შეფასებითი სახის წინადადებები (მაგალითად, „ამის მიზეზი იყო ორივე სამთავროს საერთო ინტერესი, დესუსტებინათ მეფის ხელისუფლება.“) და ცალკეული ფაქტები („1578 წლიდან იხსენიება ოზურგეთი, რომელიც ამ დროიდან სამთავროს ცენტრი გახდა.“) დატოვებულია წყაროს მითითების გარეშე. (3) ტექსტი საჭიროებს ტექნიკურ სრულყოფას. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 17:53, 30 მაისი 2023 (UTC)
ტრისტან და იზოლდა (ოპერა)
- (ნომინაცია) ― Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 19:49, 20 მარტი 2023 (UTC)
- (მომხრე)--Wiki - ჯაბა 06:42, 1 ივნისი 2023 (UTC)
- (მომხრე)— Mikheil მიწერა 14:14, 2 ივნისი 2023 (UTC)
გრიგორიანული კალენდარი
- (ნომინაცია) – სტატია ცოტა ხნის წინ განახლდა. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 19:52, 20 მარტი 2023 (UTC)
- (მომხრე)--Wiki - ჯაბა 06:39, 1 ივნისი 2023 (UTC)
დიდი აფეთქება
- (ნომინაცია) — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 20:02, 20 მარტი 2023 (UTC)
- (მომხრე) --Wiki - ჯაბა 06:41, 1 ივნისი 2023 (UTC)
სალონიკი
- (ნომინაცია) — გადახედეთ მეგობრებო, მივიღებ კონსტრუქციულ შენიშვნებს და თქვენთან ერთად ვიზრუნებ მათ შესწორებაზე. --Wiki - ჯაბა 04:14, 20 აპრილი 2023 (UTC)
- (მომხრე) — შესანიშნავი სტატიაა. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 18:00, 30 მაისი 2023 (UTC)
ატილა
- (ნომინაცია) — გადახედეთ მეგობრებო, მივიღებ კონსტრუქციულ შენიშვნებს და თქვენთან ერთად ვიზრუნებ მათ შესწორებაზე. --Wiki - ჯაბა 04:14, 20 აპრილი 2023 (UTC)
- (მომხრე) — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 17:58, 30 მაისი 2023 (UTC)
ფერენც ლისტი
- (ნომინაცია) გამარჯობა! სტატიაში მოყვანილია დაწვრილებითი ინფორმაცია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და გავლენიან ვირტუოზ პიანისტსა და კომპოზიტორზე, რომელმაც შთააგონა არაერთი პიანისტი (მათ შორის, მეც), ფორტეპიანოზე დაკვრის ახალ მწვერვალზე ასულიყო. შესაბამისად, მიმაჩნია, სტატია იმსახურებს რჩეულის სტატუსს. Lisztomaniac 14:12, 29 დეკემბერი 2022 (UTC)
- სტატიაში გვხვდება არაერთი (სულ 19) საჭიროა წყაროს მითითება. სტატუსის მინიჭებამდე, გასასწორებელია.--DerFuchs მიწერა 15:41, 29 დეკემბერი 2022 (UTC)
- კონგრესის ბიბლიოთეკის არქივები რამდენად საჭირო და გამოსადეგია ქართულ ვიკიპედიაში? გიო ოქრო ⬤✔ 14:30, 30 დეკემბერი 2022 (UTC)
- გამოსწორებულია. Lisztomaniac 14:42, 30 დეკემბერი 2022 (UTC)
- სტატიაში გვხვდება არაერთი (სულ 19) საჭიროა წყაროს მითითება. სტატუსის მინიჭებამდე, გასასწორებელია.--DerFuchs მიწერა 15:41, 29 დეკემბერი 2022 (UTC)
- (მომხრე). კონგრესის ბიბლიოთეკა იყოს, არ უშლის არავის.--DerFuchs მიწერა 19:10, 30 დეკემბერი 2022 (UTC)
- არავის უშლის-ზე არაა საქმე. მაგას აქაური მკითხველი მაინც ვერაფერში გამოიყენებს. ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგები რომ იყოს, კიბატონო, მაგრამ კონგრესის ბიბლიოთეკა უადგილოა სრულად, ონლაინში ვერ იყენებ. გიო ოქრო ⬤✔ 19:25, 30 დეკემბერი 2022 (UTC)
- (ნეიტრალური) – კომპოზიტორებთან დაკავშირებული სტატიების თამასა საკმაოდ მაღლაა აწეული ვიკიპედიაში, შეადარეთ, თუნდაც ამჟამინდელი რჩეული, ან რიხარდ ვაგნერი, ან ბენჯამინ ბრიტენი და ა.შ., ასე რომ, მე ვფიქრობ, ლისტისნაირი ფიგურისთვის ღირს უნგრული ვიკიპედიიდან გამდიდრება სტატიის, ვიდრე რჩეულად გავიყვანთ. ძალიან კარგი სტატიაა და რჩეულიც არის უნგრულ ვიკიში. სხვადასხვაენოვანი ვიკიპედიებიდან კომპილაციის პრაქტიკა მე მქონია და ძალიან კარგი შედეგებითაც, მაგალითად, ნიბელუნგის ბეჭედი ან კიდევ ერთი უნგრელი, გეორგ შოლტი. ასევე, სასიამოვნოა რომ თქვენც მუშაობთ მუსიკოსებზე და ნებისმიერ დროს დაგეხმარებით, დამიკავშირდით. – Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 17:15, 31 დეკემბერი 2022 (UTC)
სოჭის კონფლიქტი
- (ნომინაცია) — --M. განხილვაწვლილი 06:48, 7 დეკემბერი 2020 (UTC)
- (მომხრე)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 06:56, 7 დეკემბერი 2020 (UTC)
- კომენტარი: - ამ ფორმით ამ სტატიის რჩეულზე წარდგენა არ შეიძლება. გადავხედე სტატიას, დამოწმებებს. ტექსტი მთლიანად შემოტანილია მხოლოდ ერთი მონოგრაფიიდან, ესაა ,,რუსეთ-საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920)”. შიდა მითითებები (სქოლიო), რაც 1918-1919 წლის პრესიდანაა ასევე იდენტურია იმასთან, რაც ამავე წიგნის შიგნითაა გამოყენებული. დიახ, ასეც შემოდის ვიკიპედიაში სტატიები, მაგრამ ესაა ფაქტობრივად ამ წიგნის კონსპექტური ვერსია. 25 სქოლიო არის მხოლოდ ამ ერთი წიგნიდან და თქვენ მითითებული გაქვთ ამ წიგნის ავტორის მოძიებული მასალები იდენტურ ადგილას, ეს არღვევს ტექსტის საავტორო უფლებებს. მსგავს ადილებში ან მიუთითეთ მხოლოდ ეს წიგნი, ან მიუთითეთ ეს წიგნი და ამავდროულად წიგნის შიგნით გამოყენებული მითითებები ერთად, გვერდიგვერდ. სხვაგვარად არანაირ რჩეულის სტატუსს არ იმსახურებს, ასე პლაგიატი გამოდის. ერთი წიგნით შემოტანილი სტატია კი რჩეულის სტატუსს ვერ მიიღებს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:26, 15 დეკემბერი 2020 (UTC)
- კომენტარი: ამ კომენტარიდან შემიძლია გავითვალისწინო ეს ნაწილი „მიუთითეთ მხოლოდ ეს წიგნი, ან მიუთითეთ ეს წიგნი და ამავდროულად წიგნის შიგნით გამოყენებული მითითებები ერთად, გვერდიგვერდ“ — ეს მისაღებია, თუმცა არ ეხება ყველა სქოლიოს, არამედ მხოლოდ სქოლიოს ნაწილს (დაახლოებით ნახევარს). რაც შეეხება კომენტარის დანარჩენ ნაწილს — თითიდანაა გამოწოვილი. ეტყობა რომ მართლაც „გადახედეთ“ და არ წაგიკითხავთ. სტატია იმ ლიტერატურითაა მომზადებული, რაც არსებობს ქართულ ენაზე და რაც მითითებულია კიდეც სტატიაში და ეს არაა მხოლოდ ერთი წიგნი. თუ თქვენ მეტზე მიგიწვდებათ ხელი, დაამატეთ, არავინ გიშლით. --M. განხილვაწვლილი 18:15, 15 დეკემბერი 2020 (UTC)
- კომენტარი: ვფიქრობ საკმაოდ კონსტრუქციული შენიშვნა მოგეცით სტატიასთან დაკავშირებით, რადგან არსებული ფორმა პლაგიატია. 25 არსებული სქოლიოდან 25-ვე არის არსებული წიგნიდან ამ წიგნის მითითების გარეშე (არანაირი ნახევარი). გამოდის წიგნის ავტორს ტყუილად უწვალია და გადმოგვაქვს მისი ნაშრომი ამ პიროვნების მითითების გარეშე. ასე არ იწერება სტატია. ნამდვილად გადავხედე და ფორმაზეც მოგეცით შენიშვნა, წაკითხვა შინაარსობრივი მხარის გააზრებასაც ნიშნავს და რადგან არ ვარ საკითხის მიმართ კომპეტენტური შინაარსობრივ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი. თითიდან გამოწოვილი არა, ამ წიგნიდან და სტატიიდან აღებული ინფორმაციის შედეგად გიზიარებთ შენიშვნას. ამ ფორმით სტატიის არსებობა და გარჩეულება არის ვიკიპედიისთვის დამაზიანებელი და ორიგინალი ავტორის მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:40, 15 დეკემბერი 2020 (UTC)
- კომენტარი: ამ კომენტარიდან შემიძლია გავითვალისწინო ეს ნაწილი „მიუთითეთ მხოლოდ ეს წიგნი, ან მიუთითეთ ეს წიგნი და ამავდროულად წიგნის შიგნით გამოყენებული მითითებები ერთად, გვერდიგვერდ“ — ეს მისაღებია, თუმცა არ ეხება ყველა სქოლიოს, არამედ მხოლოდ სქოლიოს ნაწილს (დაახლოებით ნახევარს). რაც შეეხება კომენტარის დანარჩენ ნაწილს — თითიდანაა გამოწოვილი. ეტყობა რომ მართლაც „გადახედეთ“ და არ წაგიკითხავთ. სტატია იმ ლიტერატურითაა მომზადებული, რაც არსებობს ქართულ ენაზე და რაც მითითებულია კიდეც სტატიაში და ეს არაა მხოლოდ ერთი წიგნი. თუ თქვენ მეტზე მიგიწვდებათ ხელი, დაამატეთ, არავინ გიშლით. --M. განხილვაწვლილი 18:15, 15 დეკემბერი 2020 (UTC)
- კომენტარი: - მიხარია რომ ეგ ხარვეზი აღმოიფხვრა. ამისთვის მადლობა. მაგრამ ახლა უკეთ ჩანს რომ სტატია ერთი წიგნიდანაა გადმოწერილი (ყოველ შემთხვევაში სქოლიო ამას მოწმობს), ამიტომ ამჯერად გირჩევთ სტატიის დამოწმებაში დამატებითი მასალები შეიტანოთ. სხვაგვარად კენჭისყრა ვერ შედგება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:24, 24 დეკემბერი 2020 (UTC)
- სქოლიოთი ჩანს, რომ გამოყენებულია ერთი წიგნი. თუ სხვა წიგნებიცაა გამოყენებული და სქოლიოთი არაა დამოწმებული, მაშინ ესეც გასასწორებელია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 24 დეკემბერი 2020 (UTC)
გურიის აჯანყება
- (ნომინაცია) --M. განხილვაწვლილი 05:29, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- კომენტარი: - სტატია არაა სქოლიოებით გამართული. რჩეულ სტატიას ვერ ექნება ორი სქოლიო. მითითებული ლიტერატურა ჩასვით ტექსტში სქოლიოს სახით. რომელი ფრაზა, თუ მთლიანი ტექსტი რომელი წიგნიდან გაქვთ გამოყენებული. მაგალითად წიგნი ,,გურული ვ., „საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918)“, ტ. I, თბილისი: ქართული უნივერსიტეტი, 2017, ISBN 978-9941-953408” ჩემი აკრეფილია. ბატონ ვახტანგ გურულს და მე ამიტომ არ გვიწვალია, რომ ჩვენი შრომის შედეგი (რაც აქედან გაქვთ აღებული სტატიაში) სქოლიოთი არ მიუთითონ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:23, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) — მიუხედავად მითითებისა, სტატია არაა გამართული წყაროებით და ფაქტიურად, ერთ წყაროს ეყრდნობა, არსადაა წყაროს მითითებები ტექსტის შიგნით. ვერ აკმაყოფილებს არათუ რჩეულის, არამედ კარგი სტატიის მოთხოვნებსაც. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 17:45, 30 მაისი 2023 (UTC)
შვედეთი
ნოე ჟორდანია
- (ნომინაცია) --M. განხილვაწვლილი 09:55, 10 იანვარი 2021 (UTC)
- კომენტარი: - ,,დაჭაბუკებული რეჯები დაბრუნდა ლანჩხუთში, მაგრამ მისმა ნათესავებმა არ მიიღეს... რეჯებმა დაიწყო ბრძოლა საკუთარი მამულისთვის და ნათესავებს საბოლოოდ გამოსთხოვა ლანჩხუთში დასახლების უფლება. მას მიუჩინეს ეკალ-ნარიანი ადგილი, რომელიც რეჯებმა გაკაფა...” - როგორ ფიქრობთ, ასეთ ტექსტს რაიმე ენციკლოპედიური მნიშვნელობა აქვს? მხატვრული ლიტერატურა ასე არ გადმოგვაქვს ვიკიპედიაში. ასევე რაც ერთი შეხედვით ჩანს გასაზრდელია სტატიის შესავალი ტექსტი, მხატვრული პასაჟები ტექსტიდან ამოსაღებია. პიროვნების ცხოვრების ცალკეული ეტაპები ცალკეა გამოსაყოფი და რაც ყველაზე მთავარია - დიდი ტექსტია და სათანადო სქოლიოებით არაა დამოწმებული. ამ სახით რჩეულზე წარდგენაც კი არ შეიძლება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:13, 10 იანვარი 2021 (UTC)
- ამ ეტაპზე ნაადრევია. სტატია სტილისტურად გასამართია, მისი შესავალი გასავრცობია.--Melberg მიწერა 19:19, 15 იანვარი 2021 (UTC)
ვარშავის ისტორია
ჯუმათის მონასტერი
ბრუნუ ფერნანდეში
- (ნომინაცია) - ინფორმატიულად მდიდარი სტატიაა, მგონია რომ მკითხველამდე მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას მიიტანს. საფეხბურთო თემატიკაზე ასეთი მოცულობის სტატიები არც თუ ისე ბევრი გვაქვს. ველოდები შენიშვნებს, კომენტარებს----ჯეო2007განხილვაწვლილი 12:59, 21 ივლისი 2022 (UTC)
- (წინააღმდეგი) სტატია ჯერ დასამოწმებელია, ვფიქრობ დარღვევაა ამ სტატიის წარდგენა კანდიდატად. დამოწმება კი ხდება მას შემდეგ რაც შემმოწმებლები გადახედავენ და სტატიას ჩათვლიან დამოწმების ღირსად. --Wiki - ჯაბა 17:47, 21 ივლისი 2022 (UTC)
- @Jaba1977: დღეის მდგომარეობით სტატია დამოწმებულია----ჯეო2007განხილვაწვლილი 19:56, 14 აგვისტო 2022 (UTC)
- @ზურა6446: დღეის მდგომარეობით სტატია დამოწმებულია----ჯეო2007განხილვაწვლილი 19:56, 14 აგვისტო 2022 (UTC)