ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024: ფინალი

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა 2024 წლის 14 ივლისს. შეხვედრაში, რომელმაც ტურნირის გამარჯვებული გამოავლინა, ერთმანეთის ესპანეთის და ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები დაუპირსპირდნენ. შეხვედრას გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარე ოლიმპიაშტადიონი მასპინძლობდა. ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა მეხუთედ შეძლო, ეს კი ინგლისისთვის მეორე ფინალი იყო. აღსანიშნავია რომ ინგლისის ნაკრებმა ითამაშა ევრო 2020-ის ფინალშიც და ეს გუნდისთვის ზედიზედ მეორე ფინალი იყო. ინგლისმა პირველად მოახერხა გასულიყო საფეხბურთო ფინალის ტურნირში მაშინ, როდესაც ის თავად არ იყო მასპინძელი ქვეყანა (ინგლისმა ითამაშა ევრო 2020-ისა და 1966 წლის მსოფლიო საფებურთო ჩემპიონატის ფინალში, სადაც ორივე შემთხვევაში მასპინძელი იყო).[1][2]

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი
ტურნირი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024
თარიღი 14 ივლისი, 2024
არენა ოლიმპიაშტადიონი, ბერლინი, გერმანია
საუკეთესო ფეხბურთელი ნიკო უილიამსი (ესპანეთი)
დასწრება 65 600
2020

65 600 მაყურებლის თანდასწრებით გამართული შეხვედრა ნელი ტემპით დაიწყო და პირველი ტაიმი უგულოდ დასრულდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ტრავმა მიიღო ესპანელმა როდრიმ, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში მარტინ ზუბიმენდიმ შეცვალა. ესპანეთმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, რასაც ნიკო უილიამსის გოლი მოჰყვა უილიამსს საგოლე გადაცემა ლამინ იამალმა გაუკეთა, რომელიც ევროპის ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. საჯარიმს გარედან შესრულებული ძლიერი დარტყმით ანგარიში ესპანელთა სასარგებლოდ გაიხსნა. მოედანზე შემოსვლიდან სამ წუთში კონტრშეტევაზე მიღებული შანსი გამოიყენა კოულ პალმერმა რომელმაც ანგარიში საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა. ამის შემდეგ ინიციატივა კვლავ ესპანეთის ნაკრებისკენ გადავიდა და შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე საბოლოო ანგარიში მიკელ ოიარზაბალმა დააფიქსრია. ნიკო უილიამსი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ესპანელმა როდრიმ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო, აგრეთვე ესპანელთა გარემარბი, 17 წლის ლამინ იამალი ტურნირის საუკეთსო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა.

შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა და ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა (1964, 2008, 2012), რითაც აქამდე თანარეკორდსმენ გერმანიის ნაკრებს გადაუსწრო რომელსაც სამი ჩემპიონობა ჰქონდა. ესპანეთმა ტურნირზე ჩატარებული შვიდი თამაშიდან შვიდივეს მოგება შეძლო. ინგლისი გახდა მეხუთე ნაკრები, საბჭოთა კავშირის (1960, 1964), დასავლეთ გერმანიის (1972, 1976), გაერთიანებული გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების (1992, 1996) და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების (2008, 2012) შემდეგ, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში გასვლა ზედიზედ ორჯერ მოახერხა. ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა რომელმაც ტურნირის ზედიზედ ორი ფინალი წააგო.

ადგილმდებარეობა

რედაქტირება
 
ოლიმპიაშტადიონის ინტერიერი

ფინალური შეხვედრა ბერლინში, ვესტენდში მდებარე ოლიმპიაშტადიონზე გაიმართება. 2018 წლის 27 სექტემბერს უეფა-მ განაცხადა რომ 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდებოდა. კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში დაამარცხა, გერმანიამ მოახერხა მეორე კანდიდატზე, თურქეთზე მეტი ხმის მიღება.[3][4] 2022 წლის მაისში უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ოლიმპიაშტადიონი არჩეული იქნა ფინალური შეხვედრის მასპინძლად, აგრეთვე ცნობილი გახდა რომ სტადიონი უმასპინძლებდა ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას, ერთ მერვედფინალურ და ერთ მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს.[5][6]

ოლიმპიაშტადიონი 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის გაიხსნა. [7] სტადიონი ეკუთვნის ბერლინს და 1963 წლიდან მასზე საშინაო შეხვედრებს ატარებს ბერლინის „ჰერტა“. სტადიონზე უთამაშია გერმანიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს. ოლიმპიაშტადიონმა უმასპინძლა 1974 და 2006 წლებში გამართულ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებს. სტადიონმა უმასპინძლა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას. მატჩი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა ზინედინ ზიდანსა და მარკო მატერაცის შორის მომხდარმა ინციდენტმა. შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც იტალიელებმა ფრანგები 5–3 დაამარცხეს.[8] სტადიონმა 1985 წლიდან არაერთხელ უმასპინძლა გერმანიის საფეხბურთო თასისა და გერმანიის საფეხბურთო სუპერთასის ფინალურ შეხვედრებს. სტადიონმა უმასპინძლა 2011 წელს ქალთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრას და[9] უეფა-ს 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს სადაც ერთმანეთს „ბარსელონა და „იუვენტუსი“ დაუპირსპირდნენ.[10]

გზა ფინალამდე

რედაქტირება

ინგლისის ნაკრებმა აქამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა ერთხელ მოახერხა, ხოლო ესპანეთმა – ოთხჯერ.

ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ფინალში

რედაქტირება
ესპანეთი[11]
# ადგილმდებარეობა თარიღი შედეგი
1   ესპანეთი 1964 21/06/1964     ესპანეთი 2:1 (1:1)   საბჭოთა კავშირი
2   საფრანგეთი 1984 27/06/1984   ესპანეთი 0:2 (0:0)   საფრანგეთი
3     ავსტრია & შვეიცარია 2008 29/06/2008     ესპანეთი 1:0   გერმანია
4     პოლონეთი & უკრაინა 2012 01/07/2012     ესპანეთი 4:0   იტალია
ინგლისი[12]
# ადგილმდებარეობა თარიღი შედეგი
1   ევროპა 2020 11/07/2021   ინგლისი 1:1 (. 2:3)   იტალია

ესპანეთი

რედაქტირება

ესპანეთი 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე შესარჩევი ეტაპიდან მოხვდა, სადაც რვა შეხვედრიდან შვიდში მოგება მოახერხა და მხოლოდ შოტლანდიასთან დამარცხდა. ესპანეთი კენჭისყრის შემდეგ ჩემპიონატის B ჯგუფში მოხვდა სადაც მასთან ერთად ხორვატია, მოქმედი ჩემპიონი იტალია და ალბანეთი მოხვდნენ. ესპანეთმა ჩემპიონატი ხორვატიასთან შეხვედრით დაიწყო, რომელიც ოლიმპიაშტადიონზე გაიმართა. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით 3–0 დასრულდა. ანგარიში 29-ე წუთზე ალვარო მორატამ გახსნა. 32-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა ფაბიან რუისმა. მატჩის 47-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დანი კარვახალმა დააფიქსირა. ამ შეხვედრაში მონაწილეობით ლამინ იამალი გახდა ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე.[13][14] ამის შემდეგ ესპანეთი არენა აუფშალკეზე იტალიას დაუპირსპირდა. ესპანელებმა შეხვედრა 1–0 მოიგეს. 55-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა იტალიელმა რიკარდო კალიაფორიმ.[15] ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ესპანელებმა ალბანეთი ფერან ტორესის ერთადერთი გოლით, 1–0 დაამარცეს. პირველი ორი ტურის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს ჯგუფური.[16]

მეერვედფინალში რეინენერგიესტადიონზე ესპანელები F ჯგუფის მესამე ადგილოსან და დებიუტანტ საქართველოს ნაკრებს დაუპირსპირდა. მატჩში ანგარიში 18-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ესპანელმა რობინ ლე ნორმანდმა ქართველთა ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ ესპანელთა მხრიდან 39-ე წუთზე ანგარიში როდრიმ გაათანაბრა. მეორე ტაიმში გოლების გატანა მოახერხეს ფაბიან რუისმა (51-ე წუთზე), ნიკო უილიამსმა (75-ე წუთზე) და დანი ოლმომ (83-ე წუთზე). მატჩი ესპანელთა გამარჯვებით 4–1 დასრულდა.[17] მეოთხედფინალში ესპანელები გერმანიას დაუპირსპირდნენ, რომელთანაც მათ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ითამაშეს. 2008 წელს ფინალი 1–0, ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. მეოთხედფინალური შეხვედრის 51-ე წუთზე კი ანგარიში დანი ოლმომ გახსნა, გერმანელებმა ანგარიში ფრლორიან ვირცის გოლით, 89-ე წუთზე გაათანაბრეს. საბოლოო ჯამში შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც 119-ე წუთზე ესპანელთა მხრიდან გამარჯვების გოლი მიკელ მერინომ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2–1 დააფიქსირა.[18] ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანელები 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალისტ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს, ალიანც არენაზე დაუპირსპირდნენ. ეს გუნდები ერთმანეთს 1984 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალსა და უეფა-ს ერთა ლიგის 2021 წლის გათამაშების ფინალში დაუპირსპირდნენ. ორივე შეხვედრა ფრანგთა გამარჯვებით დასრულდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში კი ანგარიში მე-9 წუთზე ფრანგების სასარგებლოდ, რანდალ კოლო მუანიმ გახსნა, რასაც ესპანეთმა ლამინ იამალის 21-ე და დანი ოლმოს 25-ე წუთებზე გატანილი ბურთებით უპასუხა და ნაკრებს ფინალში გასვლაში დაეხმარა. ესპანელები 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ ფინალში, სადაც მათ იტალია 4–0 დაამარცეს. ლამინ იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა. აღსანიშნავია რომ 25-ე წუთზე დანი ოლმოს დარყმის შემდეგ ბურთი ფრანგმა მცველმა, ჟიულ კუნდემ საკუთარ კარში ჩაჭრა და ავტოგოლი გაიტანა, თუმცა გადახედვის შემდეგ ბურთი ოლმოს ჩაეთვალა. [19][20]

ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება ესპანელმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს. ესპანეთისა და ხორვატიის შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ესპანელი ფაბიან რუისი დასახელდა, იტალიასთან მატჩში ამ ჯილდოს მოპოვება ნიკო უილიამსმა მოახერხა, ხოლო ალბანეთთან – ფერან ტორესმა.

მერვედფინალში საქართველოს და ესპანეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ როდრი დასახელდა, მეოთხედფინალში ესპანეთისა და გერმანიის მატჩში – დანი ოლმო, ხოლო საფრანგეთსა და ესპანეთს შორის გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში – ლამინ იამალი. [21] ფინალამდე ესპანეთის მონაწილეობით ჩატარებულ ყველა შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ესპანელმა ფეხბურთელმა მიიღო.

ინგლისი ჩემპიონატზე C შესარჩევი ჯგუფიდან მოხვდა, სადაც 8-დან 6 შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.[22] ევროპის ჩემპიონატზე ინგლისი აგრეთვე C ჯგუფში, სერბეთთან, დანიასთან და სლოვენიასთან ერთად მოხვდა. ინგლისმა პირველ შეხვედრაში, არენა აუფშალკეზე სერბეთის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე ჯუდ ბელინგემმა გაიტანა.[23] ინგლისი ამის შემდეგ ვალდშტადიონზე დანიის ნაკრებს დაუპირსპირდა, რომელსაც 2020 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში დაუპირსპირდა და დამატებით დროში 2–1 დაამარცხა. ამჯერად, მატჩი ფრედ, 1–1 დასრულდა. მე-18 წუთზე ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა, რომელსაც დანიელთა მხრიდან 34-ე წუთზე მორტენ ჰიუმლანდმა უპასუხა.[24]ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ინგლისი რეინენერგიეშტადიონზე სლოვენიას დაუპირსპირდა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.[25] ინგლისმა ჯგუფში 5 ქულა მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა.[25]

მერვედფინალში ინგლისი E ჯგუფის მესამეადგილოსან სლოვაკეთს არენა აუფშალკეზე დაუპირსპირდა. მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით 2–1. 25-ე წუთზე ანგარიში სლოვაკმა ივან შრანცმა გახსნა. მეორე ტაიმის მიწურულს, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ჯუდ ბელინგემმა მაკრატელა დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრამ დამატებით დროში გადაინაცვლა. დამატებითი დროის დაწყებიდან მალევე, 91-ე წუთზე ინგლისელთა მხრიდან მეორე ბურთი ჰარი კეინმა გაიტანა.[26] მეოთხედფინალში, მერკურ-შპიელ არენაზე ინგლისი შვეიცარიას დაუპირსპირდა. ანგარიში 75-ე წუთზე შვეიცარიელებმა ბრეელ ემბოლოს გოლით გახსნეს, რომელსაც ინგლისელთა მხრიდან 80-ე წუთზე ბუკაიო საკამ უპასუხა. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც ანგარიში არ შეცვლილა. ინგლისელთა მხრიდან თერთმეტრიანები კოულ პალმერმა, ჯუდ ბელინგემმა, ბუკაიო საკამ, ივან ტოუნმა და ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა გაიტანეს. შვეიცარიელთა მხრიდან თერთმემეტრიანები გაიტანეს ფაბიან შერმა, ჯერდან შაჩირიმ და ზეკი ამდუნმა, ხოლო მანუელ აკანჯის დარტყმული ინგლისელთა მეკარე ჯორდან პიკფორდმა მოიგერია.[27] ნახევარფინალში, ვესტფალენსტადიონზე ინგლისი ნიდერლანდებს დაუპირსპირდა. შეხვედრაში ანგარიში ხავი სიმონსმა მეშვიდე წუთზე გახსნა და ნიდერლანდები დააწინაურა, რასაც მალევე ნიდერლანდელთა კარში საკამათო თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. დენზელ დიუმფრიზი ჰარი კეინზე დაჯარიმდა. მომენტი ვიდეო რეფერიზე გადამოწმდა. კეინმა თერთმეტმეტრიანის რეალიზება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. 90-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა კოულ პალმერმა აგრეთვე ცვლილებაზე შემოსულ ოლი უოტკინს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ნიდერლანდელთა კარის აღება მოახერხა და ინგლისი წინ გაიყვანა. ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.[28]

ურთიერთშეხვედრები

რედაქტირება

ნაკრებები ერთმანეთს დიდ ტურნირზე უკანასკნელად 1996 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში შეხვდნენ, რომელიც ძირითად დროში 0–0 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ინგლისელებმა 4–2 გაიმარჯვეს. გარეთ საუთგეიტი, რომელიც 2024 წლის ფინალში ინგლისის ნაკრების მენეჯერია, იმ შეხვედრაში ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში თამაშობდა. ესპანელებს ინგლისი დიდ ტურნირებზე ერთადერთხელ, 1950 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ჰყავთ დამარცხებული. [29]

ორი გუნდი ერთმანეთს უკანასკნელად 2018–19 წლების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირსპირდა. ესპანეთმა ინგლისელები უემბლიზე 2–1 დაამარცხეს, ინგლისელებმა კი სევილიაში, ესტადიო ბენიტო ვილამარინზე გამართულ შეხვედრაში ესპანეთი 3–2 დაამარცეს.[29]

2023 წლის უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში, რომელიც აჭარაბეთ არენაზე, ბათუმში გაიმართა ერთმანეთს ესპანეთისა და ინგლისის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით 1–0 დასრულდა. ნაკრებების 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის განაცხადიდან 21 წლამდელთა ნაკრებებში ესპანელთა მხრიდან ალექს ბაენა, ხოლო ინგლისელთა მხრიდან კოულ პალმერი და ენტონი გორდონი ირიცხებოდნენ.[30]

ესპანეთი რაუნდი ინგლისი
მოწინააღმდეგე შედეგი ჯგუფური ეტაპი მოწინააღმდეგე შედეგი
  ხორვატია 3–0 პირველი ტური   სერბეთი 1–0
  იტალია 1–0 მეორე ტური   დანია 1–1
  ალბანეთი 1–0 მესამე ტური   სლოვენია 0–0
გუნდი გატ გაშ სხვ
  ესპანეთი 3 3 0 0 5 0 +5 9
  იტალია 3 1 1 1 3 3 0 4
  ხორვატია 3 0 2 1 3 6 –3 1
  ალბანეთი 3 0 1 2 3 5 –2 1
საბოლოო მდგომარეობა
გუნდი გატ გაშ სხვ
  ინგლისი 3 1 2 0 2 1 +1 5
  დანია 3 0 3 0 2 2 0 3
  სლოვენია 3 0 0 3 2 2 0 3
  სერბეთი 3 0 2 1 1 2 –1 2
მოწინააღმდეგე შედეგი პლეი-ოფი მოწინააღმდეგე შედეგი
  საქართველო 4–1 მერვედფინალები   სლოვაკეთი

2–1 (დ. დ.)

  გერმანია 2–1 მეოთხედფინალები   შვეიცარია 1—1 (დ.დ.) (5–3 პენალტების სერია)
  საფრანგეთი 2–1 ნახევარფინალები   ნიდერლანდები 2–1

მატჩამდე

რედაქტირება

ცნობილი დამსწრეები

რედაქტირება

კენინგსტონის სასახლემ ფინალამდე გაავრცელა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ფინალს უელსის პრინცი უილიამი დაესწრებოდა. მანამდე, კემბრიჯის ჰერცოგის რანგში ის დაესწრო 2022 წლის ქალთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს და მონაწილეობა მიიღო გამარჯვებული ინგლისის ნაკრების მედლებით დაჯილდოებაში.[31] დაუნინგ-სტრიტმა ასევე დაადასტურა რომ ფინალს დაესწრებოდა დიდი ბრიტანეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი.[32]

დახურვის ცერემონია

რედაქტირება

იტალურმა მუსიკალურმა ჯგუფმა Meduza, ამერიკულმა პოპ-როკ ბენდმა OneRepublic-მა და გერმანელმა პოპ-მომღერალმა Leony-მ შეასრულეს ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერა „Fire“.[33]

2024 წლის 11 ივლისს უეფა-ს მსაჯების კომიტეტმა დააანონსა რომ ფინალს ფრანგი მსაჯი ფრანსუა ლეტეკსიე განსჯიდა, რომელიც 2017 წლიდან საერთაშორისო რეფერია და უმუშავია უეფა-ს ეგიდით გამართულ 65 შეხვედრაში. ევრო 2024-ზე მან იმსაჯა ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში. ლეტეკსიე მსაჯობდა B ჯგუფში ხორვატიისა და ალბანეთის, ხოლო C ჯგუფში დანია-სერბეთის მატჩში. ლეტეკსიემ იმსაჯა ესპანეთსა და საქართველოს შორის გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში. ის იყო მეოთხე მსაჯი ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს გერმანია და შოტლანდია დაუპირსპირდნენ.

გასულ სეზონში ლეტეკსიე უეფა-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრებში მსაჯობდა. იმსაჯა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგასა და უეფა-ს ევროპა ლიგაზე. იყო მეოთხე ოფიციალური მსაჯი 2024 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ დაუპირსპირდნენ. ის აგრეთვე იყო მეოთხე მსაჯი 2023 წლის უეფა-ს სუპერ თასზე. 35 წლის ასაკში ლეტეკსიე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყველაზე ახალგაზრდა მსაჯი გახდა. აქამდე აღნიშნულ სტატუსს ანდრეს ფრისკი ატარებდა, რომელმაც 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში 37 წლის ასაკში იმსაჯა.[34]

ლეტეკსიეს ასისტენტები იყვნენ სირილ მუნიე და მეჰდი რაჰუნი. მეოთხე მსაჯი იყო პოლონელი შიმონ მარცინიაკი. ვიდეო რეფერი იყო ფრანგი ჟერომ ბრიზარდი ხოლო მისი ასისტენტი – ვილი დელაჟოდი იქნება.[35]

მიმოხილვა

რედაქტირება

დეტალები

რედაქტირება
14 ივლისი, 2024
21:00 (ცენტრალური ევროპის დროით)
ესპანეთი   2–1   ინგლისი ოლიმპიაშტადიონი, ბერლინი
მსაჯი: ფრანსუა ლეტეკსიე (საფრანგეთი)
უილიამსი   47'
ოიარზაბალი   86'
ბმული პალმერი   73'
 
 
 
 
 
 
 
 
ესპანეთი
 
 
 
 
 
 
 
 
 
ინგლისი
GK 23 უნაი სიმონი
RB 2 დანი კარვახალი
CB 3 რობინ ლე ნორმანდი   83'
CB 14 აიმერიკ ლაპორტე
LB 24 მარკ კუკურელია
CM 16 როდრი   46'
CM 8 ფაბიან რუისი
RW 19 ლამინ იამალი   89'
AM 10 დანი ოლმო   31'
LW 17 ნიკო უილიამსი
CF 7 ალვარო მორატა ()   68'
ცვლილებები:
MF 18 მარტინ ზუბიმენდი   46'
FW 21 მიკელ ოიარზაბალი   68'
DF 4 ნაჩო   83'
MF 6 მიკელ მერინო   89'
მწვრთნელი:
ლუის დე ლა ფუენტე
 
GK 1 ჯორდან პიკფორდი
CB 2 კაილ უოლკერი
CB 5 ჯონ სტოუნზი   53'
CB 6 მარკ გეჰი
RM 7 ბუკაიო საკა
CM 26 კობი მეინუ   70'
CM 4 დეკლან რაისი
LM 3 ლუკ შოუ
AM 11 ფილ ფოდენი   89'
AM 10 ჯუდ ბელინგემი
CF 9 ჰარი კეინი ()   25'   61'
ცვლილებები:
FW ' ოლი უოტკინსი   61'
MF ' კოულ პალმერი   7O'
FW ' ივან ტოუნი   89'
მწვრთნელი:
გარეთ საუთგეიტი


საუკეთესო მოთამაშე:

მსაჯის ასისტენტები:
სირილ მუნიე (საფრანგეთი)
მეჰდი რაჰმუნი (საფრანგეთი)
მე-4 მსაჯი:
შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
ვიდეო რეფერი:
ჟერომ ბრიზარდი (საფრანგეთი)

სტატისტიკა

რედაქტირება

მატჩის შემდეგ

რედაქტირება

ფინალის შემდეგ ესპანეთისა ნაკრების მედლებითა და თასით დასაჯილდოვებლად მოედანზე UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი გამოჩნდა, რომელმაც ჯილდო ესპანელთა კაპიტანს, ალვარო მორატას გადასცა.[37] თასი მოედანზე 2020 წლის ევროპის ჩემპიონის, იტალიის ნაკრების იმჟამინდელმა კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ შეიტანა, რომელიც მორატას ყოფილი თანადგუნდელია.[38]

ესპანელი გარემაბრი ნიკო უილიამსი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა,[39] მისმა თანაგუნდელმა როდრიმ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო.[40] ესპანელი ლამინ იამალი, რომელსაც ფინალამდე ერთი დღით ადრე შეუსრულდა 17 წელი, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა.[41]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Euro 2024 final: England must be 'tactically perfect' to beat Spain - Gareth Southgate (11 July 2024). ციტირების თარიღი: 12 July 2024
  2. UEFA Euro 2024 match schedule. Union of European Football Associations. ციტირების თარიღი: 3 December 2023
  3. Germany to host UEFA EURO 2024. UEFA (27 September 2018).
  4. „Euro 2024: Germany beats Turkey to host tournament“. BBC Sport. 27 September 2018. ციტირების თარიღი: 27 September 2018.
  5. Uefa EURO 2024 Final in the Olympiade stadion Berlin, Six Games in the Capital. Olympiastadion Berlin (20 May 2022). ციტირების თარიღი: 3 December 2023
  6. EURO 2024 host cities: Venue guide. UEFA (2022). ციტირების თარიღი: 12 May 2022
  7. Olympic Stadium (11 May 2022). ციტირების თარიღი: 11 July 2024
  8. Italy – France. Fédération Internationale de Football Association. ციტირების თარიღი: 9 August 2016
  9. Nine Host Cities announced. Fédération Internationale de Football Association (30 September 2008).
  10. Executive Committee decides hosts for 2015 finals. Union of European Football Associations (23 May 2013). ციტირების თარიღი: 14 February 2015
  11. Cuántas finales de Eurocopa jugó la Selección España y cuántos años hace que no llega a una. ციტირების თარიღი: 9 ივლისი 2024.
  12. Cuántas Eurocopas tiene Inglaterra: Títulos, historial y resultados de los Tres Leones (10 ივლისი 2024).
  13. Spain 3–0 Croatia | UEFA EURO 2024. Union of European Football Associations. ციტირების თარიღი: 10 July 2024
  14. Lamine Yamal sets new record as youngest player to feature at a UEFA European Championship. Union of European Football Associations (15 June 2024). ციტირების თარიღი: 10 July 2024
  15. Spain 1–0 Italy | UEFA EURO 2024. Union of European Football Associations. ციტირების თარიღი: 10 July 2024
  16. Albania 0–1 Spain | UEFA EURO 2024. Union of European Football Associations. ციტირების თარიღი: 10 July 2024
  17. Spain 4–1 Georgia | UEFA EURO 2024. Union of European Football Associations. ციტირების თარიღი: 10 July 2024
  18. Spain 2–1 Germany | UEFA EURO 2024. Union of European Football Associations. ციტირების თარიღი: 10 July 2024
  19. Spain 2–1 France | UEFA EURO 2024. Union of European Football Associations. ციტირების თარიღი: 10 July 2024
  20. Lamine Yamal: Spain 'superstar' makes his mark at Euro 2024 (9 July 2024). ციტირების თარიღი: 10 July 2024
  21. Every EURO 2024 Player of the Match
  22. Euro 2024: Who has qualified? Who is in the play-offs? Who has failed to qualify? (7 September 2023). ციტირების თარიღი: 11 July 2024
  23. England 1-0 Serbia (15 June 2024). ციტირების თარიღი: 11 July 2024
  24. England 1-1 Denmark: England miss chance to reach last 16 after frustrating draw in Frankfurt (19 June 2024). ციტირების თარიღი: 11 July 2024
  25. 25.0 25.1 England 0-0 Slovenia: England frustrated in Slovenia draw but still top group (24 June 2024). ციტირების თარიღი: 11 July 2024
  26. England 2-1 Slovakia | UEFA EURO 2024. Union of European Football Associations (30 June 2024). ციტირების თარიღი: 11 July 2024
  27. England 1-1 Switzerland | UEFA EURO 2024. Union of European Football Associations (6 July 2024). ციტირების თარიღი: 11 July 2024
  28. Netherlands 1-2 England | UEFA EURO 2024. Union of European Football Associations (10 July 2024). ციტირების თარიღი: 11 July 2024
  29. 29.0 29.1 Previous meetings between England and Spain ahead of Euro 2024 final (11 July 2024). ციტირების თარიღი: 11 July 2024
  30. Howell, Alex. (7 July 2023) England U21 1-0 Spain U21: England win Under-21 Euros for first time in 39 years. ციტირების თარიღი: 11 July 2024
  31. Hollie, Cole (12 July 2024). „Prince William to attend Euro 2024 final in Berlin“. BBC News (ინგლისური). British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 13 July 2024.
  32. Rhoden-Paul, André (11 July 2024). „Euro 2024: I don't want to jinx it, Starmer says about Euros bank holiday“. BBC News (ინგლისური). British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 13 July 2024.
  33. Meduza, OneRepublic and Leony release UEFA EURO 2024 official song FIRE. Union of European Football Associations (10 May 2024). ციტირების თარიღი: 10 July 2024
  34. French referee François Letexier picked to handle Spain-England final of Euro 2024. Associated Press (11 July 2024). ციტირების თარიღი: 11 July 2024
  35. François Letexier to referee UEFA EURO 2024 final. Union of European Football Associations (11 July 2024). ციტირების თარიღი: 11 July 2024
  36. 36.0 36.1 36.2 Team statistics. Union of European Football Associations (14 July 2024). ციტირების თარიღი: 14 July 2024
  37. Brennan, Feargal (15 July 2024). „Alvaro Morata hints at Andres Iniesta saving his Spain career ahead of Euro 2024“. Football Espana. ციტირების თარიღი: 15 July 2024.
  38. Campanale, Susy (14 July 2024). „Video: Chiellini hands back Italy's European Championship trophy“. Football Italia. ციტირების თარიღი: 15 July 2024.
  39. MOTM
  40. Rodri named EURO 2024 Player of the Tournament. Union of European Football Associations (14 July 2024). ციტირების თარიღი: 15 July 2024.
  41. Lamine Yamal named EURO 2024 Young Player of the Tournament. Union of European Football Associations (14 July 2024). ციტირების თარიღი: 15 July 2024.