ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1996: ფინალი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1996: ფინალიევროპის 1996 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რომელმაც ტურნირის გამარჯვებული გამოავლინა. მატჩი გაიმართა 1996 წლის 30 ივნისს უემბლიზე, ლონდონში. ეს იყო პირველი მატჩი ფეხბურთის ისტორიაში, რომელშიც გავიდა ოქროს გოლი. ფინალში ერთმანეთს შეხვდენენ გერმანიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრები გუნდები. შეცვლაზე შესული ოლივერ ბირჰოფის დუბლით გერმანიამ რიგით მესამე ტიტული მოიგო.

ევრო 1996: ფინალი
ტურნირი ევრო 1996
თარიღი 30 ივნისი, 1996
არენა უემბლი, ლონდონი
საუკეთესო ფეხბურთელი კარელ პობორსკი (ჩეხეთი)
მსაჯი პიერლუიჯი პაირეტო (იტალია)
დასწრება 73 611
1992
2000

გზა ფინალამდე

რედაქტირება

ჩეხეთისთვის ეს იყო პირველი ევროპის ჩემპიონატი ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ. ორივე ნაკრები მოხვდა C ჯგუფში, სადაც მათი პირველი შეხვედრა გერმანიის გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. გერმანიამ ფინალამდე ტურნირიდან გააგდო მასპინძელი ინგლისის ნაკრები, რომელიც ნახევარფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა.

შტეფან კუნცს პირველ ტაიმში ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში საჯარიმოში კარელ პობორსკის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ ჩეხები დაწინაურდნენ. ანგარიში შეცვლაზე შესულმა ოლივერ ბირჰოფმა კრისტიან ციგეს ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით გაათანაბრა. დამატებით დროში კვლავ ბირჰოფმა გაიტანა და ოქროს გოლით გერმანიის ნაკრებს მესამე წოდება მოუტანა.

დეტალები

რედაქტირება
30 ივნისი, 1996 (1996-06-30)
19:00 BST
ჩეხეთი   1–2
(დ.დ.)
  გერმანია უემბლი, ლონდონი
მაყურებელი: 73,611
მსაჯი: პიერლუიჯი პაირეტო (იტალია)
ბერგერი   59' (პენ.) მატჩის ანგარიში ბირჰოფი   73'   95'
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჩეხეთის რესპუბლიკა
 
 
 
 
 
 
 
 
 
გერმანია
GK 1 პეტრ კუბა
RB 3 იან სუხოპარეკი
CB 5 მიროსლავ კადლეცი  
CB 15 მიხალ ჰორნაკი   47'
LB 19 კარელ რადა
RM 4 პაველ ნედვედი
CM 7 ჟირი ნემეცი
CM 13 რადეკ ბეიბლი
LM 14 პატრიკ ბერგერი
CF 8 კარელ პობორსკი   88'
CF 9 პაველ კუკა
სათადარიგოები:
FW 17 ვლადიმირ შმიცერი   88'
მწვრთნელი:
დუშან უჰრინი
 
GK 1 ანდრეას კეპკე
SW 6 მატიას ზამერი   69'
CB 5 თომას ჰელმერი   63'
CB 21 დიტერ ეილტსი   46'
RWB 14 მარკუს ბაბელი
LWB 17 კრისტიან ციგე   91'
CM 10 თომას ჰესლერი
CM 19 თომას შტრუნცი
AM 8 მეჰმეტ შოლი   69'
CF 11 შტეფან კუნცი
CF 18 იურგენ კლინსმანი  
სათადარიგოები:
MF 3 მარკო ბოდე   46'
FW 20 ოლივერ ბირჰოფი   69'
მწვრთნელი:
ბერტი ფოგსთი

მატჩის საუკეთესო მოთამაშე:
კარელ პობორსკი (ჩეხეთი)

დამხმარე მსაჯები:
დონატო ნიკოლეტი(იტალია)
ტულიო მანფრედინი(იტალია)
მეოთხე მსაჯი:
მარსელო ნიკი (იტალია)

 ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 
 
გერმანია
მესამე წოდება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება