ანდრეას კეპკე
ანდრეას კეპკე (გერმ. Andreas Köpke; დ. 12 მარტი, 1962, კილი) — გერმანელი ფეხბურთელი, მეკარე. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1996 წლის ევროპის ჩემპიონი, 1994 და 1998 წლების მსოფლიო ჩემპიონატისა და 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. გერმანიის წლის საუკეთესო მეკარე და წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1993).[1]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 12 მარტი, 1962 | ||
დაბადების ადგილი | კილი, გერმანია | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
სამხრეთ კორეა (მეკარეთა მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1967–1979 | ჰოლშტაინ კილი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1979–1983 | ჰოლშტაინ კილი | 72 | (0) |
1983–1984 | შარლოტენბურგი | 38 | (0) |
1984–1986 | ჰერტა | 71 | (0) |
1986–1994 | ნიურნბერგი | 235 | (2) |
1994–1996 | აინტრახტი | 66 | (0) |
1996–1999 | მარსელი | 64 | (0) |
1999–2001 | ნიურნბერგი | 74 | (0) |
სულ | 620 | (2) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1990–1998 | გერმანია | 59 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2004–2021 | გერმანია (მეკარეთა მწვრთნელი) | ||
2019 | ჰერტა (მეკარეთა მწვრთნელი) | ||
2023– | სამხრეთ კორეა (მეკ. მწვრთნელი) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1987 წლიდან იცავდა გერმანიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისა და გერმანიის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას, რომელთა შემადგენლობაშიც, შესაბამისად, ერთი და ექვსი შეხვედრა ითამაშა.[2]
რაც შეეხება გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 1990 წლის 30 მაისს, დანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში შედგა. კეპკე მოედანზე შეხვედრის 46-ე წუთზე რაიმონდ აუმანის ნაცვლად შემოვიდა.[3] ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც კეპკემ 1990 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.
კეპკეს სანაკრებო კარიერის პიკად 1996 წელი ითვლება. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში, რომელმაც ამ წელს ევროპის ჩემპიონის წოდება მოიპოვა, იგი არა მხოლოდ ნაკრების ძირითადი მეკარე, არამედ გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მან ჯანფრანკო ძოლას პენალტი აიღო, რითაც იტალია ჯგუფში ჩატოვა,[4] ხოლო ინგლისთან ნახევარფინალში გარეთ საუთგეიტის პენალტი მოიგერია და თავისი გუნდის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა უზრუნველყო.[5][6]
იმავე 1996 წელს კეპკე მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო. აღნიშნული ჩემპიონატის დაწყებამდე მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ტურნირის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში თამაში დაასრულა. ეროვნული ნაკრებიდან მისმა წასვლამ გზა გაუხსნა ოლივერ კანს. გერმანიის ნაკრებში კეპკემ საერთო ჯამში 59 მატჩი ჩაატარა.[7]
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
გერმანია |
1990 | 1 | 0 |
1992 | 6 | 0 | |
1993 | 6 | 0 | |
1994 | 6 | 0 | |
1995 | 10 | 0 | |
1996 | 13 | 0 | |
1997 | 6 | 0 | |
1998 | 11 | 0 | |
ჯამში | 59 | 0 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- მეორე ბუნდესლიგა: 2000–01
სანაკრებო
რედაქტირებაინდივიდუალური
რედაქტირება- Kicker-ის ბუნდესლიგის სეზონის გუნდის წევრი: 1987–88,[8] 1992–93[9]
- გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1993
- ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1996[10]
- ევროპის საუკეთესო მეკარე: 1996
- IFFHS-ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე: 1996
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Andreas Köpke: One of German football's many great goalkeepers
- ↑ Andreas Köpke — International matches
- ↑ West Germany 1–0 Denmark / International Friendly.
- ↑ Italy pay penalty for Germany stalemate in EURO '96 Group C
- ↑ Germany 1–1 (6–5) England / 26 Jun 1996 · Semi-finals
- ↑ Germany beat England on penalties to reach EURO '96 final
- ↑ Andreas Köpke — International Appearances
- ↑ Kicker Team of the Season
- ↑ Kicker Team of the Year
- ↑ EURO 1996 Team of the Tournament