ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დაუნინგ სტრიტი (ინგლ. Downing Street) — ქუჩა ლონდონში, რომელზეც ორ საუკუნეზე მეტია ცხოვრობს გაერთიანებული სამეფოს კაბინეტის ორი უმთავრესი მინისტრი: ხაზინის პირველი ლორდი, ანუ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და ხაზინის მეორე ლორდი, ანუ ფინანსთა მინისტრი. ქუჩის ყველაზე ცნობილი მისამართი არის დაუნინგის ქუჩა 10, ხაზინის პირველი ლორდის ანუ თანამედროვე დროში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია. შესაბამისად, ტერმინები დაუნინგის ქუჩა ან ნომერი 10 ხშირად გამოიყენება პრემიერ-მინისტრის ან მისი ადმინისტრაციის აღსანიშნავად. მსგავსად, ნომერი 11 იხმარება ფინანსთა მინისტრის ან მისი ადმინისტრაციის შესახებ საუბრისას. დაუნინგის ქუჩა მდებარეობს უაიტჰოლზე, ცენტრალურ ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტიდან რამდენიმე წუთის ფეხით სავალ დისტანციაზე. პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და მთავარ უიპს აქვთ რეზიდენციები ქუჩის მარჯვენა მხარეს. ქუჩის მოპირდაპიე მხარეს მდებარე ბინები კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, რომელმაც ისინი მეცხრამეტე საუკუნეში გამოცვალა.

დოუნინგ სტრიტი

ქუჩა აშენებული იქნა 1860 წელს, სერ ჯორჯ დაუნინგის, პირველი ბარონეტი (1632-1689) მიერ.[1] უწინ დაუნინგ სტრიტის ადგილას იდგა ჰემპდენ ჰაუსი. დაუნინგი იყო სამხედრო და დიპლომატი, რომელიც ოლივერ კრომველსა და მეფე ჩარლზ II-ს ემსახურებოდა. დაუნინგი უძრავი ქონების ინვესტორი იყო, რითაც მან საკმაოდ დიდი სიმდიდრე დააგროვა. 1654 წელს, მან შეიძინა წმინდა ჯეიმზის პარკის სამხრეთით მდებარე მიწა, რომელიც პარლამენტიდან ფეხით სავალ დისტანციაზე იყო განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დაუნინგ-სტრიტი“-დან