მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006: ფინალი

საფეხბურთო მატჩი

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006: ფინალიმუნდიალი 2006-ის დასკვნითი მატჩი. ფრანგი ზინედინ ზიდანი, რომელიც 8 წლით ადრე გამართული ფინალის გმირი იყო და საკუტარ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა, გაძევებული იქნა მოედნიდან. ეს ზიდანის უკანასკნელი მატჩი იყო. მან მოწინააღმდეგე გუნდის მცველ მარკო მატერაცის სიტყვიერ პროვოკაციას მკერდში თავის ჩარტყმით უპასუხა.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006
ტურნირი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006
იტალიამ მოიგო პენალტების სერიით 5-3
თარიღი 9 ივლისი 2006
არენა ოლიმპიური სტადიონი, ბერლინი
საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეა პირლო იტალიის დროშა
მსაჯი ჰორაციო ელისონდო (არგენტინა)
დასწრება 69 000
2002
2010

გზა ფინალამდერედაქტირება

იტალია რაუნდი საფრანგეთი
ოპოენტნი შედეგი ჯგუფური ეტაპი ოპონენტი შედეგი
  განა 2–0 1-ლი ტური   შვეიცარია 0–0
  აშშ 1–1 მე-2 ტური   სამხრეთი კორეა 1–1
  ჩეხეთი 2–0 მე-3 ტური   ტოგო 2–0
გუნდი გატ გაშ სხვ
  იტალია 3 2 1 0 5 1 +4 7
  განა 3 2 0 1 4 3 +1 6
  ჩეხეთი 3 1 0 2 3 4 −1 3
  აშშ 3 0 1 2 2 6 −4 1
ცხრილი
გუნდი გატ გაშ სხვ
  შვეიცარია 3 2 1 0 4 0 +4 7
  საფრანგეთი 3 1 2 0 3 1 +2 5
  სამხრეთი კორეა 3 1 1 1 3 4 −1 4
  ტოგო 3 0 0 3 1 6 −5 0
ოპონენტი შედეგი პლეი-ოფის ეტაპი ოპონენტი შედეგი
  ავსტრალია 1–0 მერვედფინალი   ესპანეთი 3–1
  უკრაინა 3–0 მეოთხედფინალი   ბრაზილია 1–0
  გერმანია 2–0 (დ.დ.) ნახევარფინალი   პორტუგალია 1–0

მატჩის მიმოხილვარედაქტირება

 
ზიდანი ფინალის დროს

გუნდებმა პირველ 20 წუთში გაცვალეს გოლები. მე-7 წუთზე იტალიის კარში საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ზიდანმა გაიტანა.[1]ანგარიში ანდრეა პირლოს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით მატერაციმ გაათანაბრა. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. 35-ე წუთზე ლუკა ტონიმ ხარიხას მოარტყა ბურთი, ხოლო 53-ე წუთზე ფლორან მალუდა საჯარიმოში ჯანლუკა ძამბროტამ წააქცია და პენალტი უნდა დანიშნულიყო. დამატებით დროში ჯანლუიჯი ბუფონმა ზიდანის თავური დარტყმის შემდეგ იხსნა საკუთარი კარი გოლისგან.

ზიდანის გაძევებარედაქტირება

დამატებითი დროის მეორე ტაიმში მატერაციმ ზიდანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ზიდანმა მას თავი ჩაარტყა მკერდში. თამაში შეჩერდა. მსაჯ ჰორაციო ელისონდოს არ დაუნახავს ეპიზოდი, მას ამის შესახებ ინფორმაცია მეოთხე მსაჯმა, ლუის მედინა კანტალეხომ, მიაწოდა.[2]მსაჯმა ზიდანს 110-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენა[3]

პენალტების სერიარედაქტირება

პენალტების სერიაში გოლი გაიტანა ყველა ფეხბურთელმა, გარდა დავიდ ტრეზეგესი, რომელსაც იტალიის წინააღმდეგ ევრო 2000-ის ფინალში ოქროს გოლი ჰქონდა გატანილი. ტრეზეგემ ბურთი ხარიხას მოარტყა. იტალიამ მოიგო 5-3.

შედეგებირედაქტირება

ეს იყო პირველი ფინალი 1978 წლის შემდეგ, რომელშიც არ მონაწილეობდნენ გერმანიის ან ბრაზილიის ნაკრებები. ეს იყო ასევე მეორე ფინალი 1994 წლის შემდეგ, რომელშიც გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა. ამ ტიტულის მოპოვებით, იტალიამ გაასწრო გერმანიის ნაკრებს და ერთით მიუახლოვდა ბრაზილიას.

მატჩირედაქტირება

დეტალებირედაქტირება

9 ივლისი 2006
20:00
იტალია   1–1
(დ.დ.)
  საფრანგეთი ოლიმპიური სტადიონი, ბერლინი
მაყურებელი: 69 000<
მსაჯი: ჰორაციო ელისონდო (არგენტინა)
მატერაცი   19' ანგარიში ზიდანი   7' (პენ.)
  პენალტები  
პირლო  
მატერაცი  
დე როსი  
დელ პიერო  
გროსო  
5–3   ვილტორი
  ტრეზეგე
  აბიდალი
  სანიოლი
 
 
 
 
 
 
იტალია
 
 
 
 
 
 
 
 
 
საფრანგეთი
GK 1 ჯანლუიჯი ბუფონი
RB 19 ჯანლუკა ძამბროტა   5'
CB 5 ფაბიო კანავარო  
CB 23 მარკო მატერაცი
LB 3 ფაბიო გროსო
RM 16 მაურო კამორანეზი   86'
CM 8 ჯენარო გატუზო
CM 21 ანდრეა პირლო
LM 20 სიმონე პეროტა   61'
AM 10 ფრანჩესკო ტოტი   61'
CF 9 ლუკა ტონი
შეცვლები:
MF 4 დანიელე დე როსი   61'
FW 15 ვინჩენცო იაკინტა   61'
FW 7 ალესანდრო დელ პიერო   86'
მწვრთნელი:
მარჩელო ლიპი
GK 16 ფაბიენ ბარტეზი
RB 19 ვილი სანიოლი   12'
CB 15 ლილიან ტურამი
CB 5 უილიამ გალასი
LB 3 ერიკ აბიდალი
CM 4 პატრიკ ვიეირა   56'
CM 6 კლოდ მაკელელე   76'
RW 22 ფრანკ რიბერი   100'
AM 10 ზინედინ ზიდანი     110'
LW 7 ფლორან მალუდა   111'
CF 12 ტიერი ანრი   107'
შეცვლები:
MF 18 ალუ დიარა   56'
FW 20 დავიდ ტრეზეგე   100'
FW 11 სილვაინ ვილტორი   107'
მწვრთნელი:
რაიმონ დომენეკი

საუკეთესო მოთამაშე:
ანდრეა პირლო (იტალია)

თანამსაჯები:
დარიო გარსია (არგენტინა)
როდოლფო ოტერო (არგენტინა)
მეოთხე მსაჯი:
ლუის მედინა კანტალეხო (ესპანეთი)
მეხუთე მსაჯი:
ვიტორიანო ჯირალდეს კარასკო (ესპანეთი)

სტატისტიკარედაქტირება

საერთო
იტალია საფრანგეთი
გოლი 1 1
დარტყმა 5 13
დარტყმა კარში 3 6
ბურთის ფლობა 55% 45%
კუთხური 5 7
ჯარიმა 17 24
თამაშგარე 4 2
ყვითელი ბარათი 1 3
წითელი ბარათი 0 1

სქოლიორედაქტირება

  1. Stevenson, Jonathan. “Italy 1–1 France (aet)“, BBC Sport, British Broadcasting Corporation, 9 July 2006. ციტირების თარიღი: 9 April 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 ივლისი 2010. 
  2. Fourth Official: I saw Zidane's Headbutt“, ESPNsoccernet, 11 July 2006. ციტირების თარიღი: 11 July 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 ივლისი 2006. 
  3. Williams, Richard. “Zidane exits the stage with a walk of shame“, The Guardian, 10 July 2006. ციტირების თარიღი: 10 July 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 სექტემბერი 2006.