ნაჩო (ფეხბურთელი)
ხოსე იგნასიო ფერნანდეს იგლესიასი (ესპ. José Ignacio Fernández Iglesias; დ. 18 იანვარი 1990, მადრიდი, ესპანეთი), ცნობილი, როგორც ნაჩო (ესპ. Nacho) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ მცველი. 2007 წელს, ესპანეთის 17 წლანდელთა ნაკრებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი.
ნაჩო 2017 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხოსე იგნასიო ფერნანდეს იგლესიასი | ||
დაბადების თარიღი | 18 იანვარი, 1990 | ||
დაბადების ადგილი | მადრიდი, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 6 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1999–2001 | კომპლუტენსე | ||
2001–2009 | რეალ მადრიდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2013 | რეალ მადრიდ კასტილია | 111 | (4) |
2011– | რეალ მადრიდი | 170 | (10) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2005 | ესპანეთი 16 წლ. | 1 | (0) |
2006–2007 | ესპანეთი 17 წლ. | 11 | (0) |
2008–2009 | ესპანეთი 19 წლ. | 9 | (2) |
2011–2013 | ესპანეთი 21 წლ. | 6 | (0) |
2013- | ესპანეთი | 22 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 დეკემბერი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2017 |
ბიოგრაფია
რედაქტირებანაჩო არის „რეალის“ აღზრდილი, ის „სამეფო კლუბში“ 11 წლის ასაკში მივიდა. მისი დებიუტი სარეზერვო გუნდში 2008/2009 წლის სეზონში მოხდა. 2011 წლის 23 აპრილს კი შედგა მისი დებიუტი პირველ გუნდში, „ვალენსიის“ წინააღმდეგ შეხვედრაში, „სამეფო კლუბმა“ ამ შეხვედრაში 3:6 იმარჯვა[1], ნაჩომ მთლიანი შეხვედრა ჩაატარა. მეორე შეხვედარ მან ერთ კვირაში „სარაგოსას“ წინააღმდეგ ჩაატარა[2].
2011 წელს კლუბთან ერთად გაემგზავრა ჩრდილოამერიკულ ტურნეზე და ჩაატარა შეხვედრები „ლოს-ანჯელეს გალაქსის“, „გვადალახარის“ და „ფილადელფიის“ წინააღმდეგ. 2 სექტემბერს ის ოფიციალურად გახდა პირვერლი გუნდის ფეხბურთელი. მან 27 ნომერი აიღო.
2007 წელს ნაჩომ ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მომდევნო წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამას ჰყავს ძმა, ალეხანდრო (ალექსი), რომელიც აგრეთვე ფეხბურთელია და „კადისის“ ღირსებას იცავს.
ტიტულები
რედაქტირება- ესპანეთის ლა ლიგა (2): 2016–17, 2019–20
- ესპანეთის თასი (1): 2013–14
- ესპანეთის სუპერთასი (4): 2012, 2017, 2020, 2022
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (4): 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18
- უეფა-ს სუპერთასი (3): 2014, 2016, 2017
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (4): 2014, 2016, 2017, 2018
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი რეალ მადრიდის ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- ნაჩო — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]