რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი  



ეს გვერდი არის ვიკიპედიაში რჩეულ სტატიად არჩევის განხილვისა და კენჭისყრის მიმდინარე არქივი. მასში ხვდება ყველა სტატია, რომელშიც ჩასმულია თარგი {{რჩეული}}.

გვერდის რედაქტორს: ახლად არჩეული რჩეული სტატია თავისი განხილვითურთ კანდიდატების გვერდიდან გადმოიტანეთ ქვემოთ მოყვანილი სიის თავში. გამოიყენეთ თარგი {{რჩეული გახდა}} და მიუწერეთ დასმის თარიღი.

სტატიების სია, რომლებიც კენჭისყრაში ვერ გავიდა, იხ. აქ: ჩავარდნილი სტატიები.
სტატიების სია, რომელთაც რჩეულის სტატუსი მოეხსნათ, შეგიძლიათ იხილოთ აქ: ყოფილი რჩეულები

2024

ნომინაციის გვერდის ხილვა  • სტატიის გაცნობა

  •   (ნომინაცია) გამარჯობა! სტატიაში მოყვანილია დაწვრილებითი ინფორმაცია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და გავლენიან ვირტუოზ პიანისტსა და კომპოზიტორზე, რომელმაც შთააგონა არაერთი პიანისტი (მათ შორის, მეც), ფორტეპიანოზე დაკვრის ახალ მწვერვალზე ასულიყო. შესაბამისად, მიმაჩნია, სტატია იმსახურებს რჩეულის სტატუსს. Lisztomaniac 14:12, 29 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
სტატიაში გვხვდება არაერთი (სულ 19) საჭიროა წყაროს მითითება. სტატუსის მინიჭებამდე, გასასწორებელია.--DerFuchs მიწერა 15:41, 29 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
კონგრესის ბიბლიოთეკის არქივები რამდენად საჭირო და გამოსადეგია ქართულ ვიკიპედიაში? გიო ოქრო 14:30, 30 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
გამოსწორებულია. Lisztomaniac 14:42, 30 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
  •   (მომხრე). კონგრესის ბიბლიოთეკა იყოს, არ უშლის არავის.--DerFuchs მიწერა 19:10, 30 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
    არავის უშლის-ზე არაა საქმე. მაგას აქაური მკითხველი მაინც ვერაფერში გამოიყენებს. ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგები რომ იყოს, კიბატონო, მაგრამ კონგრესის ბიბლიოთეკა უადგილოა სრულად, ონლაინში ვერ იყენებ. გიო ოქრო 19:25, 30 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]
  •   (ნეიტრალური) – კომპოზიტორებთან დაკავშირებული სტატიების თამასა საკმაოდ მაღლაა აწეული ვიკიპედიაში, შეადარეთ, თუნდაც ამჟამინდელი რჩეული, ან რიხარდ ვაგნერი, ან ბენჯამინ ბრიტენი და ა.შ., ასე რომ, მე ვფიქრობ, ლისტისნაირი ფიგურისთვის ღირს უნგრული ვიკიპედიიდან გამდიდრება სტატიის, ვიდრე რჩეულად გავიყვანთ. ძალიან კარგი სტატიაა და რჩეულიც არის უნგრულ ვიკიში. სხვადასხვაენოვანი ვიკიპედიებიდან კომპილაციის პრაქტიკა მე მქონია და ძალიან კარგი შედეგებითაც, მაგალითად, ნიბელუნგის ბეჭედი ან კიდევ ერთი უნგრელი, გეორგ შოლტი. ასევე, სასიამოვნოა რომ თქვენც მუშაობთ მუსიკოსებზე და ნებისმიერ დროს დაგეხმარებით, დამიკავშირდით. – Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 17:15, 31 დეკემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

ნომინაციის გვერდის ხილვა  • სტატიის გაცნობა