ვიკიპედია:რჩეული სტატიები/წესები
რჩეული სტატიები | კანდიდატები | წესები და პროცედურა | სტატუსის მოხსნა | არქივი |
ნომინაციის პროცედურა
შეამოწმეთ რჩეული სტატიის კრიტერიუმები და ნომინაციამდე დარწმუნდით, რომ სტატია პასუხობს მათ.
- ჩასვით {{რსკ}} წამოყენებული სტატიის განხილვის გვერდზე.
- იქვე დააწკაპუნეთ ბმულს „კენჭისყრაში მონაწილეობა“.
- შექმენით გვერდი ამ სათაურით და ჩასვით <noinclude>{{კანდიდატი}}</noinclude> გვერდის თავში.
- შემდეგ დაწერეთ *{{ნომი}}, თქვენი მოსაზრება სტატიის ნომინაციის შესახებ და ხელი მოაწერეთ ოთხი ტილდით (~~~~).
- {{/გამოძახება|წამოყენებული_სტატიის_სახელი}} შესაბამისი სტატიის სახელით ჩასვით კანდიდატების გვერდზე ბოლოში.
კენჭისყრა
- გთხოვთ წაიკითხოთ წამოყენებული სტატია სრულად, სანამ გადაწყვეტთ მას მხარი დაუჭიროთ თუ პირიქით.
- ხმის მისაცემად დააწკაპუნეთ „კენჭისყრაში მონაწილეობის“ ბმულს წამოყენებული სტატიის სახელთან.
- {{ჰო}} (მომხრე) დაწერეთ, თუ მხარს უჭერთ ნომინაციას, და მიუწერეთ თქვენი აზრი. თუ სტატიის მთავარი ან მნიშვნელოვანი რედაქტორი თავად ხართ, მიუთითეთ.
- დადებითი ხმის მიცემის უფლება არა აქვს მომხმარებელს, რომლის ვიკიპედიაში რეგისტრაციიდან არ გასულა ერთი თვე და არ აქვს განხორციელებული სულ მცირე 150 რედაქტირება.
- {{არა}} (წინააღმდეგი) დაწერეთ, თუ წინააღმდეგი ხართ ნომინაციის.
- უარყოფითი ხმა კენჭისყრაში არ იქნება გათვალისწინებული, თუკი მას არ ახლავს კონკრეტული დასაბუთებული განმარტება, რომელზეც პასუხის გაცემა ან რეაგირება იქნება შესაძლებელი.
- შემფასებლებმა, რომლებიც წინააღმდეგი არიან, რამდენიმე დღეში ხელმეორედ უნდა შეამოწმონ განიხლვა. თუ შენიშვნა გათვალისწინებულ იქნა, თქვენი უარი გადახაზეთ (ამით <del>...</del>) მისი წაშლის ნაცვლად.
- უარყოფითი ხმის მიცემის უფლება არა აქვს მომხმარებელს, რომლის ვიკიპედიაში რეგისტრაციიდან არ გასულა ერთი თვე და არ აქვს განხორციელებული სულ მცირე 150 რედაქტირება.
- {{მოიცა}} (მოიცადეთ) დაწერეთ {{ჰო}} ან {{არა}}ს ნაცვლად, თუ კონსტრუქციული მოსაზრება გაქვთ სტატიის გაუმჯობესებისთვის. ამ თარგის გამოყენების შემთხვევაში, დაიცავით შემდეგი წესები:
- კენჭისყრის გვერდზე მოკლედ მიუთითეთ, თუ რა ხარვეზი აქვს სტატიას და რომ ამ ხარვეზის გამოსწორების გზები არსებობს; ამავე დროს, სტატიის განხილვის გვერდზე უფრო დეტალურად უნდა აღწეროთ სტატიის ხარვეზი და აგრეთვე უნდა მიუთითოთ კონკრეტული გზები ხარვეზის გამოსასწორებლად. თუკი ხარვეზის გამოსწორების კონკრეტულ გზებს ვერ ხედავთ, გამოიყენეთ {{არა}} ან {{ჰმმ}}.
- სტატიის განხილვის გვერდზე განხილვაში სხვებიც ჩაერთვებიან და, თუკი თქვენ მიერ მითითებული ხარვეზების არსებობა დადასტურდა, მათ გამოსწორებამდე სტატია რჩეული ვერ გახდება. სასურველია, გამოსწორების პროცესში თავადაც ჩაერთოთ. ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ თქვენი ხმა უნდა შეცვალოთ შესაბამისად.
- თუკი განხილვის გვერდზე თქვენ მიერ მითითებულ შენიშვნებს სხვა რედაქტორები ცალსახად არასერიოზულად ჩათვლიან, თქვენი ხმა ({{მოიცა}}) მხედველობაში არ მიიღება. ხმა არ იქნება გათვალისწინებული მაშინაც, როცა {{მოიცა}}-ს ყოველგვარი კომენტარის გარეშე დატოვებთ.
- ამგვარი ხმის მიცემის უფლება არა აქვს მომხმარებელს, რომლის ვიკიპედიაში რეგისტრაციიდან არ გასულა ერთი თვე და არ აქვს განხორციელებული სულ მცირე 150 რედაქტირება.
- {{ჰმმ}} (ნეიტრალური) ნეიტრალურ ხმას განხილვისთვის სარგებლობა არ მოაქვს და ის კენჭისყრაში არ ჩაითვლება. ნეიტრალური ხმა მხოლოდ აზრის დაფიქსირებისათვის გამოიყენება. სასურველია, თან ახლდეს განმარტებაც.
- ნეიტრალური ხმის მიცემის უფლება აქვს ნებისმიერ მომხმარებელს, მათ შორის არარეგისტრირებულს. მომხმარებლებს, რომლებსაც არა აქვთ დადებითი ან უარყოფითი ხმის მიცემის უფლება, თავიანთ დადებით ან უარყოფით პოზიციასაც {{ჰმმ}}-ისა და შესაბამისი კომენტარის საშუალებით აფიქსირებენ.
კენჭისყრის შედეგები
- რჩეული სტატიის კანდიდატი სტატია ინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
- 30 დღის გასვლის შემდეგ, რჩეულ სტატიად არჩეულად ითვლება სტატია, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა აქვს დაგროვებული. და ის უნდა ჩაიწეროს წლიურ გეგმაში. თუ 30 კალენდარული დღის განმავლობაში ორი სტატია აგროვებს ხმების თანაბარ რაოდენობას, გეგმაში სტატიები თავსდება ნომინირების ქრონოლოგიის მიხედვით. დასაშვებია კენჭისყრის შემაჯამებლის მიერ სტატიის განთავსება სტატიის თემასთან დაკავშრებულ თვეს (მაგ. სტატიის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განთავსება მაისში), თუმცა ეს სავალდებულო არ არის. რჩეულ სტატიად არჩეულად ითვლება სტატია, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა აქვს დაგროვებული. შედეგების დათვლისას დადებითი ხმები იკრიბება, უარყოფითი ხმები აკლდება, ხოლო ნეიტრალური — მხედველობაში არ მიიღება.
- 2020 წლის ბოლომდე თვეში რჩეული შეიძლება გახდეს 1 სტატია, რომელიც თვის 1 რიცხვიდან ბოლო დღის ჩათვლით განთავსდება მთვარ გვერდზე, 2021 წლის 1 იანვრიდან კი თვეში ორი რჩეული სტატია აირჩევა.
- იმ შემთხვევაში, თუ ორ ან მეტ კანდიდატ სტატიას თანაბარი რაოდენობის ხმები აქვს, რჩეულ სტატიად უპირველესად აირჩევა ის, რომლის კენჭისყრაშიც უფრო ნაკლებმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის მიზანია ის, რომ ასეთ დროს რჩეული გახდეს ის სტატია, რომლის კენჭისყრაშიც კანსენსუსის შედარებით მაღალი ხარისხია და არა ის, რომლის შეფასებისასაც მომხმარებელთა გარკვეულმა ნაწილმა ნეიტრალური ან უარყოფითი ხმები დააფიქსირა.
- იმ შემთხვევაში, თუ ორ ან მეტ კანდიდატ სტატიას თანაბარი რაოდენობის ხმები აქვს და მათ კენჭისყრებშიც თანაბარი რაოდენობის მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, რჩეულად უპირველესად აირჩევა ის სტატია, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე იქნა წამოყენებული კანდიდატად.
- თუკი ერთ-ერთმა რედაქტორმა გამოიყენა {{მოიცა}}, განხილვის გვერდზე მიუთითა კონკრეტული ხარვეზები და მათი გამოსწორების კონკრეტული გზები, სტატია შეიძლება რჩეული გახდეს მხოლოდ ამ ხარვეზთა გამოსწორების შემდეგ, თუკი ეს ხარვეზები არასერიოზული არაა (დეტალურად იხ. წინა სექციაში).
- სტატია, რომელიც ვიკიპედიაში რჩეული ხდება და მთავარ გვერდზე ქვეყნდება, დაცული უნდა იქნას ნახევრად (დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისათვის) განუსაზღვრელი ვადით.[1]
- რჩეული სტატია მთავარ გვერდზე დარჩება 3 კვირის განმავლობაში.
იხ. ასევე ქრონოლოგიური არქივი →