მომხმარებლის განხილვა:M.
|
მკვდარი ბმულები რედაქტირება
რამდენჯერმე გთხოვეთ და კიდევ გთხოვთ, რომ სტატიებიდან ასე უცერემონიოდ ნუ იღებთ ე.წ. მკვდარ ბმულებს. დააარქივეთ ბმულები. ასე სტატიები რჩება ჰაერში, მაშინ როცა თავის დროზე შესაბამისი დამოწმებებით დაიწერა. მაგალითად იხილეთ ფრანცისკე. ვთხოვ დანარჩენ ვიკიპედიელებსაც რომ გააკონტროლონ ეს პროცესი. მე ხშირად ვერ შემოვდივარ და როცა შემოვდივარ ჩემს შემოტანილ მასალებს, კონტროლის სიას ვამოწმებ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:25, 26 ნოემბერი 2021 (UTC)
- ვუერთდები გიორგის. ლინკი რომც მკვდარი იყოს, ის მაინც წყაროა და გაფორმებულია როგორც წყარო-ტექსტი, სადაც მითითებული წყარო საიდან მოდის და რას წარმოადგენს. ასე რომ მუშა ლინკის პოვნა არ წარმოადგენს პრობლემას. გთხოვთ შემდეგში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ ამას და ერთი რედაქტირებით ნუ შლით წყაროებს. --Mehman 97 21:38, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
ბლოკი რედაქტირება
მცირე კომენტარი რედაქტირება
ქართული ვიკიპედიის პოლიტიკა ქსე-სთან მიმართებაში რა ხანია ფუნდამენტურად გადაიხედა და შეიცვალა. დაუშვებელია ქსე-ის ჩაწერა იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. ამის საუკეთესო მაგალითია სტატია ღმერთი. შენ ხარ ვანდალი და ეს ბლოკი არის უკანასკნელი შანსი იმისი, რომ დაიწყო კონსტრუქციული მუშაობა ვიკიპედიაში — ოღონდ 6 თვის შემდეგ. შეგახსნებ, ეს არის შენი რიგით მე-3 ბლოკი. - OTOGI Messages 13:12, 14 დეკემბერი 2021 (UTC)
გაფრთხილება რედაქტირება
როდესაც დაბრუნდები გთხოვ აი ამ ადამიანებს გასცე პასუხი და უპასუხო კითხვებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციას მივმართავ თხოვნით ყველანაირი ვიკიპედიური სტატუსი ჩამოგერთვათ, ფაქტია თქვენი საქმიანობით ვნებთ იმ საქმეს, რასაც ასე სულით და გულით ემსახურებიან სხვები და თქვენს შემოტანილ სტატიებს სჭირდება გადამოწმება. სამწუხაროდ რაც გაქვთ, სწორედ იმ სტატუსის ბრალია, რომ მსგავსი შეცდომები იპარება. --Wiki - ჯაბა 15:07, 13 თებერვალი 2022 (UTC)
ჩაჟაშის შესახებ რედაქტირება
გამარჯობა, როდესაც ეს ინფორმაცია დამატეთ სტატიას, წყაროდ რა გქონდათ? იქნებ გაიხსენოთ. მე როგორც ვიცი და ნანახი მაქვს ამირანდარეჯანიანის ფრესკები არა ჩაჟაშის ეკლესიას არამედ ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესიას ამშვენებს. Wiki - ჯაბა 17:56, 5 აგვისტო 2022 (UTC)
- ნამდვილად არ მახსოვს. აქ წერია რომ "იგივე კომპოზიცია უნდა ყოფილიყო გამოხატული უშგულში, სოფელ ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე, მაგრამ ამჟამად მხატვრობა ძლიერ დაზიანებულია." --M. (განხილვა/წვლილი) 18:10, 5 აგვისტო 2022 (UTC)
გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „ტრაპიზონი“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.
ნესტორ კონტრიძე რედაქტირება
გამარჯობა. ნესტორ კონტრიძე — ბოლო ჩამსწორებლის შენიშვნა შესაძლოა მართალიც იყოს. წყაროში დაზუსტებულია დედ-მამის სახელები? გიო ოქრო ⬤✔ 19:43, 29 აპრილი 2023 (UTC)
- გამარჯობა, მამის სახელი წერია ლიტერატურაში, ამიტომ დავაბრუნე მხოლოდ მამის. --M. (განხილვა/წვლილი) 16:04, 30 აპრილი 2023 (UTC)
გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „გურიის სამთავრო“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.