Mehman
![]() |
თუ თქვენ მომწერეთ, მაშინ გიპასუხებთ ამ გვერდზე. თუ მე მოგწერეთ, მაშინ მე, კიდევ რამდენიმე დღე, თვალყურს ვადევნებ თქვენი განხილვის გვერდს. |
|
ექსუზიანი სერგეი სერგეევიჩის შესახებ სტატიის შექმნა მსურს
რედაქტირებამოგესალმებით Mehman,
მსურს შევქმნა სტატია რუს დეველოპერსა და დეპუტატზე, ექსუზიანი სერგეი სერგეევიჩი (Эксузян Сергеქ Сергеевич). მაინტერესებს რამდენად არის ის "ეცნიკლოპედიური მნიშვნელობის".
--ირაკლი პატარაია (განხილვა/წვლილი) 10:42, 2 მარტი 2025 (UTC)
მოგესალმებით Mehman,
შევქმენი სტატია შემდგომი რედაქტირებისთვის "მომხმარებელი:ირაკლი პატარაია/ექსუზიანი სერგეი სერგეევიჩი". გთხოვთ მომწეროთ თქვენი შენიშვნები, სტატიის გასაუმჯობესებლად.
პერსპექტივაში, მაქვს სურვილი გამოვაქვეყნო Wikipedia-ს ძირითად სივრცეში.
--ირაკლი პატარაია (განხილვა/წვლილი) 08:49, 3 მარტი 2025 (UTC)
სტატია „კივის ბაღები“
რედაქტირებაგამარჯობათ ბ-ნო Mehman,
სტატია „კივის ბაღები“ ეხება სოჭში განხორციელებულ მსხვილ დეველოპერულ პროექტს, რომელიც ფართოდ გაშუქდა ავტორიტეტულ მედიაში (Коммерсантъ, РБК, sochi1.ru და სხვ.). აღნიშნული კომპანია ფიგურირებს მრავალრიცხოვან სასამართლო დავებში, რომელთა მოცულობა მილიარდობით რუბლს შეადგენს. კომპანია ხასიათდებოდა საჯარო ინტერესით, პოლიტიკური გავლენით. "კივის ბაღები" ეწეოდა აქტიურ საქველმოქმედო აქტივობებს. ამჟამად კომპანია არის გაკოტრების პროცესში. ამ სტატიაში გამოყენებული წყაროები აკმაყოფილებენ ენციკლოპედიური სანდოობის კრიტერიუმებს. მზად ვარ განვავითარო ტექსტი დამატებითი წყაროებით, თუკი რაიმე ნაწილი საჭიროებს უფრო დეტალურ გაშუქებას ან გადამოწმებას. გთხოვთ მომწეროთ თქვენი შენიშვნები სტატიასთან დაკავშირებით.
ირაკლი პატარაია (განხილვა/წვლილი) 16:58, 13 მაისი 2025 (UTC)
- მოდით მაშინ ჯერ რუსულ ვიკიპედიაში შექმენით ეგ სტატია და მერე აქ განვიხილოთ. — Mehman 09:01, 15 მაისი 2025 (UTC)
მოთხოვნა სტატიის გადატანაზე: „კივის ბაღები“ → ძირითად სივრცეში
რედაქტირებასტატია შეესაბამება „კივის ბაღები“ ვიკიპედიას შემდეგ მოთხოვნებს
1. მნიშვნელოვნების კრიტერიუმი სტატია აშუქებს მნიშვნელოვან სამართლებრივ, ეკონომიკურ და საჯარო ინტერესის მქონე თემებს. კომპანია ფიგურირებს მრავალმილიონიან პროექტებში, სასამართლო პროცესებში, რაც განაპირობებს მის ენციკლოპედიურ ღირებულებას.
2. გადამოწმებადობა მოყვანილი ფაქტები დასტურდება სანდო, მესამე მხარის მიერ გამოქვეყნებული წყაროებით (Коммерсантъ, РБК, Ведомости, Yuga.ru, sochi1.ru). გამოყენებულია სწორი ციტირების ფორმატი და <ref> თეგები.
3. სანდო წყაროები სტატია ეყრდნობა მეორეულ წყაროებს. პირველადი წყარო (მაგ. საკრებულოს საიტი) გამოყენებულია მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაციისათვის და არა ინტერპრეტაციისთვის.
4. ნეიტრალური ტონი სტატია ბალანსირებულად წარმოსახავს როგორც კომპანიის პოზიტიურ საქმიანობას, ასევე კრიტიკასა და სამართლებრივ დავებს. არ იკვეთება ორიგინალური შეფასება ან მიკერძოებული ფორმულირება.
5. არ ჩატარებულა ორიგინალური კვლევა სტატიის არცერთი ნაწილი არ ეყრდნობა რედაქტორის ინტერპრეტაციას ან არაავტორიზებულ წყაროებს. ყველა ფაქტი ემყარება გამოქვეყნებულ მასალაზე.
ვერ ვიპოვე მნიშვნელოვანი შეუსაბამობა ვიკიპედიის ძირითად წესებთან. ნაკლოვანებები
1. არქივის ბმულების დამატება ზოგიერთ URL ბმულს დროებითობის რისკი აქვს. რეკომენდებულია მათი პარალელურად მითითება archive.org-ის ან archive.today-ის მეშვეობით.
2. წყაროს გამეორებითი გამოყენების ტექნიკური ოპტიმიზაცია ზოგიერთ წყაროს აქვს განმეორებითი გამოყენების პოტენციალი (<ref name=...>), რაც ხელს შეუწყობს სტრუქტურულ გასწორებას.
დასკვნა
სტატია „კივის ბაღები“ სრულად შეესაბამება ვიკიპედიის წესებს შემდეგ კრიტერიუმებზე: მნიშვნელოვნება, გადამოწმებადობა, სანდოობა, ნეიტრალურობა, ორიგინალური კვლევის არქონა.
შეფასება: 9.5 / 10 ქულა
სტატიის გადატანა ძირითად სივრცეში მიმაჩნია მართლზომიერად და დასაშვებად.
-ირაკლი პატარაია (განხილვა/წვლილი) 16:07, 15 მაისი 2025 (UTC)
- თქვენი შეფასებით რა შეესაბამება და რა არა ნაკლებად მნიშვნელოვანია აქ. რაღაც რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, რუსულ თემატიკაზე შექმნილი სტატია ვერ იქნება მართლზომიერი და ენციკლოპედიურად მნიშვნელოვანი ქართული ვიკიპედიისთვის. ამიტომ გირჩევთ რუსულ ვიკიპედიაში მუშაობას ამ თემაზე. თუ დააპირებთ სტატიის ძირითად სახელთა სივრცეში გადმოტანას — იგი წაიშლება. წარმატებები, — Mehman 21:30, 15 მაისი 2025 (UTC)
Gadget-WikidataTab.js
რედაქტირებაგამარჯობა Mehman,
შეძლება რო მოითხოვო "მედიავიკი:Gadget-WikidataTab.js". აგერ აქ: "WikidataTab". ამიდნ შეიძლება შექმნა ახალი იტემი ვიკიდატაში ადვილათ როძა აკლია. Geagea (განხილვა/წვლილი) 11:08, 20 მაისი 2025 (UTC)
- სალამი. შექმნით კი შევქმნი, მაგრამ მაგალითი მჭირდება საიდანაც გადმოვიტან და მაგალითი ისეთ ენებზეა, რასაც ვერც კი ვკითხულობ :) — Mehman 14:08, 20 მაისი 2025 (UTC)
- მომხმარებელი:Geagea\Gadget-WikidataTab.js. Geagea (განხილვა/წვლილი) 18:24, 20 მაისი 2025 (UTC)
- აბა შეამოწმე. — Mehman 20:21, 20 მაისი 2025 (UTC)
- Perfect. it need to be added in the "Preferences". დიდი მადლობა. Geagea (განხილვა/წვლილი) 20:25, 20 მაისი 2025 (UTC)
- დამატებულია. გაჯეტების სექციაში, რედაქტირების ქვესექციაში ნახე. — Mehman 20:35, 20 მაისი 2025 (UTC)
- ვიცი ვიცი. უკვე გავაკეთე Geagea (განხილვა/წვლილი) 20:38, 20 მაისი 2025 (UTC)
- BTW already 9,263 matches. Geagea (განხილვა/წვლილი) 20:42, 20 მაისი 2025 (UTC)
- little correction needed. please copy paste again მომხმარებელი:Geagea\Gadget-WikidataTab.js. Geagea (განხილვა/წვლილი) 23:13, 20 მაისი 2025 (UTC)
- BTW already 9,263 matches. Geagea (განხილვა/წვლილი) 20:42, 20 მაისი 2025 (UTC)
- ვიცი ვიცი. უკვე გავაკეთე Geagea (განხილვა/წვლილი) 20:38, 20 მაისი 2025 (UTC)
- დამატებულია. გაჯეტების სექციაში, რედაქტირების ქვესექციაში ნახე. — Mehman 20:35, 20 მაისი 2025 (UTC)
- Perfect. it need to be added in the "Preferences". დიდი მადლობა. Geagea (განხილვა/წვლილი) 20:25, 20 მაისი 2025 (UTC)
- აბა შეამოწმე. — Mehman 20:21, 20 მაისი 2025 (UTC)
- მომხმარებელი:Geagea\Gadget-WikidataTab.js. Geagea (განხილვა/წვლილი) 18:24, 20 მაისი 2025 (UTC)
From sysop to sysop
რედაქტირებაHello @Mehman.
Please excuse me for writing in English. I hope it's okay and my request is still understood. I see that you always check my edits promptly (or someone other of your community). Thank you very much for that. There are language versions that are extremely sloppy and leave everything unchecked.
I have a request: I'm a sysop on Commons, and my only contribution to this language version is exchanging filenames. If you'd like, please upgrade my user rights; then you won't have to check my edits in the future. Best regards from Switzerland. Ziv (განხილვა/წვლილი) 10:26, 25 მაისი 2025 (UTC)
- Hello. As you are a Commons admin and your edits are limited here to replacing file names, I have given you the status of a trused user, after which we will not need to check your edits. Best, — Mehman 19:07, 25 მაისი 2025 (UTC)
- Thank you Mehman. Greetings Ziv (განხილვა/წვლილი) 01:40, 26 მაისი 2025 (UTC)
სტატიის „ტურიზმის ბუმი საქართველოში 2025 წლისთვის“ წაშლასთან დაკავშირებით
რედაქტირებაპატივცემულო Mehman,
მოგმართავთ ჩემ მიერ შექმნილი სტატიის, „ტურიზმის ბუმი საქართველოში 2025 წლისთვის“, წაშლასთან დაკავშირებით.
მესმის, რომ სტატია შესაძლოა აღქმულიყო, როგორც სარეკლამო შინაარსის მქონე, თუმცა მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩემი განზრახვა სრულიად სხვა იყო. სტატიის შექმნისას ჩემი მიზანი არ ყოფილა რაიმე სახის პრომოცია ან რეკლამა.
სინამდვილეში, ეს სტატია მომზადდა ვიკიპედიის კონკურსში – „ვიკიგაზაფხული 2025“ – მონაწილეობის მისაღებად. ჩემი მიზანი იყო, მოწოდებული წყაროებისა და დამატებითი კვლევის საფუძველზე, შემექმნა ენციკლოპედიური ღირებულების მქონე, ნეიტრალური და ინფორმაციული სტატია ამ თემაზე. ვცდილობდი, მაქსიმალურად დამეცვა ვიკიპედიის ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპი და სტატია დამეწერა სანდო წყაროებზე დაყრდნობით.
დიდი მადლობელი ვიქნები, თუკი განიხილავთ სტატიის აღდგენის შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ სტატიაში არსებობს კონკრეტული პრობლემური მონაკვეთები, რომლებიც ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს, გთხოვთ, მიმითითოთ მათზე. მზად ვარ, თქვენი მითითებების შესაბამისად, შევიტანო ყველა საჭირო კორექტირება, რათა სტატია სრულად შეესაბამებოდეს ვიკიპედიის სტანდარტებს.
წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის და დახმარებისთვის.
პატივისცემით, Hadikhabbaznouri --Hadikhabbaznouri (განხილვა/წვლილი) 10:52, 25 მაისი 2025 (UTC)
- @Hadikhabbaznouri: თქვენი სტატია არ იყო ენციკლოპედიური მნიშვნელობის, რისთვისაც წაიშალა. წაიკითხეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. რაც შეეხება კონკურს, კონკურსის პირობები ყურადღებით წაიკითხეთ — იქ კონკრეტულად წერია, რომ ქართულ ვიკიპედიაში საქართველოს შესახებ სტატიებს არ ვწერთ კონკურსის ფარგლებში. წარმატებები, --Mehman 19:13, 25 მაისი 2025 (UTC)
Join us at the Next CEE Catch up! Learn about Temporary accounts!
რედაქტირებაHi everyone,
We want to announce the tenth CEE Catch Up session, which will be dedicated to the Temporary accounts, as this important change is going to affect every Wikipedia soon, so it is important for patrollers and functionaries like you to understand this change. On wikis where temporary accounts are enabled, IP addresses of unregistered editors are not visible publicly. Only those who fight spam, vandalism, harassment and disinformation have access to IP addresses there.
The session will take place on 10th of June 2025, 18:00-19:00 CEST (check your local time).
If you are interested in this topic, then sign-up for the session here.
Ulviyya Ali
რედაქტირებაSalam. Ülviyyə Əli məqaləsini gürcü dilində yarada bilərsiz? İdeal səviyyədə olan hazırda Rus dilli versiyada olandır (bu məqalə). Amma istəsəniz Azərbaycan dilindən də tərcümə edə bilərsiz. Freiheiten (განხილვა/წვლილი) 22:04, 31 მაისი 2025 (UTC)
ცვლილების გაუქმების შესახებ ინფორმაციის მიღება
რედაქტირებაგამარჯობა , ინუს წულუკიძეზე გავაკეთე ცვლილებები , რომელიც გაუქმებული გაქვთ . ვინაიდან მე არ ვარ გამოცდილი აღნიშნულ საკითხებში , არ ვიცი რა მიზეზით გააუქმეთ ცვლილებებო , მინდა გთხოვოთ სურათების ატვირთვა , რომელიც საოჯახო ალბომში ინახება . შესაძლებელია ? --ნათია წულუკიძე (განხილვა/წვლილი) 12:30, 4 ივნისი 2025 (UTC)
- მოგესალმებით. საოჯახო ალბომში მოცემული სურათი უნდა პასუხობდეს ვიკიპედიის სალიცენზიო პოლიტიკას და უნდა იყოს ატვირთული ვიკისაწყობში. სხვა შემთხვევაში იგი წაიშლება. - Mehman 14:56, 4 ივნისი 2025 (UTC)
შეკითხვა
რედაქტირებაგამარჯობათ, მაინტერესებს, რა მიზეზებით გააუქმეთ ჩემი ბოლო რედაქტირება. დარწმუნებული ვარ, ჩემს რედაქტირებამდე სტატია გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იყო, და მე არანაირი წესი არ დამირღვევია. უბრალოდ შეხედეთ როგორ არის სურათი ჩასმული, დანარჩენს რომ თავი დავანებოთ. აფხაზეთის ომის სტატიაშიც არაფრის გაფუჭებას არ ვცდილობდი, უბრალოდ შევამჩნიე, რომ ინგლისურ ვიკიპედიაში ინფოდაფა უკეთესად იყო გაკეთებული და ვცადე, აქაც მის მსგავსად შემეცვალა. 5.152.106.148 18:41, 20 ივნისი 2025 (UTC)
- სალამი. ალბათ სომხეთ-იბერიის ომზე საუბრობთ, ჰო და სტატიაში თუ რამეს ცვლით, მაშინ წყაროა მისათითებელი, სხვაგვარად ერთი წკაპით სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილის/ინფორმაციის წაშლა არ შეიძლება. გაქვთ შემოთავაზება? დაწერეთ სტატიის განხილვის გვერდზე. რაც შეეხება სურათს, თარგს ჰქონდა პრობლემა და გასწორდა ან და მისი გასწორება თუ გსურდათ რატომ არ გაასწორეთ? იგივე შეეხება აფხაზეთის ომის სტატიას. ბაგრამიანის ბატალიონის გვერდზე სომხეთის დროშის მითითება რა შუაშია? სომხეთი იბრძოდა? ინგლისურში რასაც ხედავთ ყველაფერი სწორი კი არ არის, ამიტომ მეტი ყურადღება. — Mehman 14:59, 21 ივნისი 2025 (UTC)
- ისევ სალამი. დიახ, მართალი ბრძანდებით, წყარო უნდა მიმეთითებინა, თუმცა იქ რამდენიმე ისეთი რამ შევცვალე, რაც, როგორც ვიცი, წყაროს მითითებას არ მოითხოვს. შესავალში „იბერიასა და სომხეთის სამეფოებს შორის ომის“ ნაცვლად, ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ უბრალოდ მოკლედ ეწერება „სომხეთ-იბერიის ომი“, როგორც სათაურშია. რაც შეეხება თარგს, რაც დავკვირვებივარ, ყველა ომის სტატიაში მითითებულია „მხარეები“ და „მეთაურები“, და ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ აქაც დაემატება.
- რაც შეეხება აფხაზეთის ომს, ეგ სომხეთის დროშა კი არა, ბაგრამიანის ბატალიონის დროშა იყო. დიახ, სომხეთის დროშით არის შთაგონებული, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მისი ფერები სომხეთის დროშასთან შედარებით გაცილებით მუქია. თუმცა, ახლა რომ ვუფიქრდები, სჯობს ასე დარჩეს, რადგან უმრავლესობამ ამის შესახებ არ იცის. ასევე, როგორც ვხვდები, აფხაზეთის ომის სტატიაში [6] სქოლიო არასწორად არის ჩასმული (როგორც წესი, ყველა სქოლიოს ბმულს რაღაც აწერია, მაგრამ ეგ პირდაპირ დაკოპირებულია საიტიდან წარწერის გარეშე) და ეს მაშინ გამოვასწორე, როდესაც ინგლისური ვიკიპედიიდან გადმოვიტანე სწორი (წარწერებიანი) ვერსია. 5.152.106.148 16:29, 21 ივნისი 2025 (UTC)
- სალამი. სახელის გადატანაზე უნდა დაწეროთ განხილვის გვერდზე და თუ შეთანხმება შედგა, გადავიტანთ. მარტო შიგნით სტატიაში სახელის შეცვლით სტატიის სახელწოდება არ იცვლება. რაც შეეხება ბაგრამიანს, თუ არსებობს წყარო, რომ ისინი ამ დროშას იყენებენ, მიუთითეთ აუცილებლად. ასევე, გირჩევთ ვიკიპედიაში რეგისტრაციას და ისე მუშაობას. წარმატებები, — Mehman 17:05, 21 ივნისი 2025 (UTC)
თენგიზ ჯაფარიძე ( მხატვარი)
რედაქტირებაგამარჯობა. შეგიძლიათ რა ხარვეზის გამო წაიშალა სტატია თენგიზ ჯაფრიძეზე?-- 1'5m--Ekshen (განხილვა/წვლილი) 18:20, 27 ივნისი 2025 (UTC)
- სალამი. მიზეზი — "სტატია ენციკლოპედიური მნიშვნელობის დადასტურების გარეშე". — Mehman 16:21, 29 ივნისი 2025 (UTC)
სტატიები იტალიელ მხატვრებზე
რედაქტირებაგამარჯობა,
ცოტა ხნის წინ წაშალეთ 5 მოკლე სტატია იტალიელ მხატვრებზე (ანტონიო ბრუნო, ჯუზეპე აჯელიო, კარლო ალეგრეტი, ლუიჯი კარბონი, ჯუზეპე ბასტიანი), მიზეზით ზ2 (ტესტური გვერდი). მესმის, რომ ტექსტისა და წყაროების სიმცირე ჰქონდა ხუთივე მათგანს, თუმცა ინგლისურ ვიკიპედიაში მათი შესატყვისები მხოლოდ stub-ები იყო და მეტი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. მიზეზი მათი მოკლე ფორმატი გახდა? ნამდვილად გეტყვით რომ არც ერთი არ იყო ტესტური გვერდი.
წინასწარ დიდი მადლობა,
პატივისცემით,
--Ruskadeeida (განხილვა/წვლილი) 10:18, 6 ივლისი 2025 (UTC)
- სალამი. ზოგი მოკლე იყო და ქართულ ვიკიპედიაში არის წესი, რომ სტატია სამ წინადადებაზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო ზოგი მანქანური თარგმნა იყო, რაც ასევე არ შეიძლება. — Mehman 15:16, 6 ივლისი 2025 (UTC)
- გამარჯობა,
- დიდი მადლობა პასუხისათვის. ორივე წესის შესახებ კარგად ვიცი და შესაძლოა ჩემ მიერ ნათარგმნი ტექსტები სტილის გასწორებას საჭიროებდა ან ძალიან იყო მიმგვანებული ორიგინალს, სხვა მხრივ მანქანური თარგმანი არ გამომიყენებია. ასევე ვიცი რომ სტატია სამ წინადადებაზე ნაკლები ვერ იქნება, რასაც განსაკუთრებით ვაქცევდი ყურადღებას - თითოეული მათგანი უმცირესად სამი წინადადების მაინც იყო. მიუხედავად ამისა, პატივს ვცემ თუ როგორ მკაცრად სინჯავთ ატვირთულ სტატიებს და ვეცდები მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.
- პატივისცემით,
- რუსუდანი Ruskadeeida (განხილვა/წვლილი) 18:04, 6 ივლისი 2025 (UTC)
- სამომავლოდ უფრო გრძელი სტატიები აირჩიეთ სათარგმნოდ, ასევე თარგმნის შემდეგ გადაამოწმეთ წინადადების დალაგებას. ვფიქრობ, ასე მოვაგვარებთ ამ პრობლემას. წარმატებები, — Mehman 20:54, 6 ივლისი 2025 (UTC)
სევერიან (სერგო) ბერეკაშვილი
რედაქტირებაგამარჯობა,
გწერთ სტატიის ავტორი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ავტვირთე ქართულ ვიკიპედიაში სევერიან (სერგო) ბერეკაშვილის შესახებ (გახლავთ ბაბუა, დედის მამა). სტატია წაიშალა იმის საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდა ვიკიპედიის ენციკლოპედიურ სტანდარტებს. გთხოვთ, მცირე ყურადღება დაუთმოთ ჩემს განმარტებას:
სევერიან ბერეკაშვილი იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, სამხედრო მფრინავი, რომელმაც 1943–1945 წლებში 2-ე უკრაინულ ფრონტზე განახორციელა 297 საბრძოლო გაფრენა. მის შესახებ დაცულია ოფიციალური დოკუმენტაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ არქივში. ასევე აღსანიშნავია, რომ ომის შემდეგ მუშაობდა სოხუმში სამოქალაქო ავიაციაში და იყო სერგო ორჯონიკიძის სახელობის აეროპორტის ერთ-ერთი პირველი მფრინავი. მას აქვს მიღებული რამდენიმე სახელმწიფო ჯილდო.
სტატიაში მითითებული მქონდა წყაროები და დოკუმენტური მასალა. ვეცადე, რომ ტექსტი ყოფილიყო ნეიტრალური, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილი, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული ფორმატური ან სტრუქტურული ხარვეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, რასაც სიამოვნებით გამოვასწორებ.
დღესდღეობით ვიკიპედიაში არსებული ზოგიერთი სტატია ქართველ მფრინავებზე არის ძალიან მოკლე, ხშირ შემთხვევაში ერთ წინადადებაზე დაყრდნობილი, წყაროს გარეშე. თუ კი ასეთი სტატიები რჩება ვიკიპედიაში, ვთვლი, რომ ბატონ სევერიან ბერეკაშვილზეც შესაძლებელია არსებობდეს სტატია – მით უფრო, რომ იგი წყაროებზე დაყრდნობითაა შედგენილი და მზად ვარ, კიდევ უფრო გავაუმჯობესო.
ბაბუას ისტორია და მისი ცხოვრება ნამდვილად მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ ინფორმაცია მასზე უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი მომავალი თაობებისთვის.
მაინტერესებს, მაქვს თუ არა უფლება სტატიის გადამუშავებისა და ხელახალი ატვირთვის, ვიკიპედიის წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით? მზად ვარ, დავამატო კიდევ დამატებითი წყაროები, საჭიროების შემთხვევაში.
წინასწარ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გულწრფელად ვაფასებ თქვენს შრომას ვიკიპედიის ხარისხის შესანარჩუნებლად.
პატივისცემით,— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ფატი თოდუა (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
გამარჯობა, Mehman,
მადლობა გამოხმაურებისთვის! უკვე გამზადებული მაქვს ბაბუაჩემზე დამატებითი დოკუმენტური მასალა: ჯილდოების, მოწმობების და სერტიფიკატების ფოტოასლები.
გთხოვთ მირჩიოთ, გაგიზიაროთ ეს მასალა ჯერ განხილვის გვერდზე, თუ პირდაპირ დავაბრუნო სტატია და შემდეგ გადამოწმებაზე გავიტანო? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ფატი თოდუა (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- მოგესალმებით, თქვენ მიერ შექმნილ სტატიას არ ჰქონდა მითითებული გადამოწმებადი წყაროები. რუსეთის რაიმე ინსტიტუციას თუ უთითებთ, მას უნდა ჰქონდეს გადამოწმებადობის შესაძლებლობა და თქვენ შემთხვევაში ლინკზე გადასვლის დროს მხოლოდ ჩანდა ჩანაწერი და არა პდფ ფაილი რომლის ნახვა შეიძლებოდა. შესაბამისად წყარო არ ჰქონდა. ამიტომ მოძებნეთ სანდო და გადამოწმებადი წყაროები, გაეცანით ვიკიპედიის სხვა სტატიებს წყაროების სწორად მისათითებლად. სტატიაზე სამუშაოდ კი გამოიყენეთ თქვენი სავარჯიშო გვერდი, პირდაპირ სახელთა ძირითად სივრცეში ნუ შექმნით სტატიას.
- რაც შეეხება არგუმენტს სხვა სტატიების შესახებ: ჩვენ აქ თქვენს სტატიაზე ვსაუბრობთ და სხვა სტატიებს არგუმენტად ნუ მოიყვანთ, ასე შორს ვერ წავალთ.
- და ბოლოს, ჯილდოების თუ სერტიფიკატების ფოტოასლები წყარო არ არის, ეს ფაქტის დადასტურებაა, თუმცა სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ვპ:ბიო-ს, რომლისთვისაც სანდო და გადამოწმებადი წყაროებია საჭირო. პატივისცემით, --Mehman 14:18, 7 ივლისი 2025 (UTC)
შეკითხვა
რედაქტირებამოგესალმებით, შეკითხვა ეხება სტატიას სახელწოდებით თეთრიხევი (თბილისი), რომელსაც მისი შექმნიდან 6 წუთში თქვენ ჩაუსვით ვიკიფიცირების თარგი. როგორც ცნობილია, ვიკიფიცირება — ეს არის პროცესი, რომლის მიზანია სტატიის დამუშავება ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმების შესაბამისად. ვიკიფიცირების პროცესი კომპლექსურია და გულისხმობს: შესაბამისი წყაროების მითითებას, შიდა ბმულების მითითებას, ილუსტრაციის ჩამატებასა და სტატიის ტექსტის ენციკლოპედიურ სტილში გადამუშავებას. აქედან შიდა ბმულების, წყაროებისა და სტილის დამუშავება აუცილებელია, ხოლო ილუსტრირება მიზანშეწონილია, თუმცა არასავალდებულო (რადგანაც ყოველთვის არსებობს თემა, რომლის საილუსტრაციოდ გამოსახულების პოვნა რთულია ან თითქმის შეუძლებელია). — საინტერესოა, აღნიშნული კრიტერიუმებიდან რომელი მათგანის გაუმართაობამ მიიქცია თქვენი ყურადღება და კონკრეტულად რომელი მიმართულებით უნდა გაუმჯობესდეს სტატიის ხარისხი? ხომ ვერ მიგვითითებდით სტატიაში არსებულ იმ ხარვეზებს, რომლის გამოსწორებაც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმების შესაბამისად? წინასწარ მადლობა პასუხისთვის.--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 20:25, 10 ივლისი 2025 (UTC)
- სალამი. სტატიაში არსებობს ენობრივი ხარვეზები და ასევე სტრუქტურული, ასევე არსებობს წყაროსთან დაკავშირებული პრობლემები. სტატიაში ასევე მოცემული არაენციკლოპედიური ინფორმაციაც. გადახედეთ მსგავს სხვა სტატიებს და მის მიხედვით გაასწორეთ ან და დაელოდეთ და სხვები გაასწორებენ. — Mehman 20:31, 10 ივლისი 2025 (UTC)
- ხომ ვერ მიგვითითებთ კონკრეტულად თქვენ მიერ შემჩნეულ იმ ენობრივ ხარვეზებს და ასევე სტრუქტურულ ხარვეზებს, ასევე წყაროსთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე არაენციკლოპედიურ ინფორმაციასაც — რათა შევძლოთ მათი გამოსწორება ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმების შესაბამისად. წინასწარ მადლობა პასუხისთვის.--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 20:44, 10 ივლისი 2025 (UTC)
- აქ უკვე მე მაქვს კითხვა თქვენთან, კერძოდ სტატიის ავტორი და თქვენ ერთად მუშაობთ ამ სტატიაზე? თქვენი ამ კომენტარიდან — „რათა შევძლოთ მათი გამოსწორება“ მე ამ დასკვნამდე მოვედი. და თუ ერთად მუშაობთ, მაშინ არ მგონია თქვენთვის პრობლემა იყოს იმ ხარვეზების დანახვა, რაც არსებობს. ახალი მომხმარებელი არ ხართ, რომ ვერ შეამჩნიოთ არსებული ხარვეზები. — Mehman 20:48, 10 ივლისი 2025 (UTC)
- სტატიის ავტორთან არანაირი შეხება მე არ მაქვს, კითხვა ეხება სტატიას და არა ავტორს, — „რათა შევძლოთ მათი გამოსწორება“ — ნიშნავს, იმას, რომ ვიკიპედიაში მომუშავე რედაქტორებმა თქვენგან, როგორც გამოცდილი რედაქტორისგან მიიღონ რჩევები და მითითებები, თუ კონკრეტულად რას გულისხმობთ თქვენ მიერ შემჩნეულ ენობრივ ხარვეზებში და ასევე სტრუქტურულ ხარვეზებში, ასევე წყაროსთან დაკავშირებულ პრობლემებში, ასევე არაენციკლოპედიურ ინფორმაციაში — რათა შევძლოთ მათი გამოსწორება ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმების შესაბამისად. წინასწარ მადლობა პასუხისთვის.--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 20:53, 10 ივლისი 2025 (UTC)
- კარგი, დავიწყოთ მაშინ ასე (წერას კი მირჩევნია სტატიის გასწორება, მაგრამ დიფფ-ით თუ ძნელია ნახვა, ასე დავწერ):
- 1. ენობრივი ხარვეზი: სტატია უნდა იყოს მარტივი და ამავე დროს მოკლე ინფორმაციული სახით დაწერილი. ასევე ტექსტი უნდა იყოს ენციკლოპედიური, მაგრამ არა ქსე-ს ნაირი და პირდაპირ დაკოპირებულიც არ უნდა იყოს (ეს კიდევ შესამოწმებელია წყაროს შემოწმებით);
- 2. სტრუქტურა: ინფორმაცია, რაც უნდა იყოს ისტორიის ან სხვა სექციაში, არ უნდა იყოს შესავალში ან და ერთი და იგივე ინფორმაციის ორ სხვადასხვა სექციაში გამეორება არ არის საჭირო;
- 3. წყაროში აშკარა ISBN შეცდომა არსებობს, რაც კატეგორიაშიც ნათლადაა გამოჩენილი;
- 4. არაენციკლოპედიური ინფორმაცია და ნეიტრალურობა: მაგალითად ასეთი ინფორმაცია — „2019 წელს ამ მარშრუტზე (მაშინ მას 56 ნომერი ჰქონდა) ახალი, კომფორტული ISUZU-ს მარკის ავტობუსები დაინიშნა, რომლებიც კონდიციონერებითაა აღჭურვილი და შშმ პირებისთვისაა ადაპტირებული.“ — რას გვაძლევს? ან ნეიტრალურობის მხრივ ეს ტექსტი — „კომფორტული ISUZU-ს მარკის ავტობუსები“ რამდენად მისაღებია? საიდან ვიცით ან ვისი აზრით არის ამ მარკის ავტობუსი კომპორტული? ანუ აშკარაა რომ ეს ტექსტიც და ინფორმაციაც როგორც არაენციკლოპედიური, ისე არანეიტრალურია.
- იმედია ეს დაგეხმარებათ სტატიის გასწორებაში, თუ აპირებთ მის გასწორებას. — Mehman 21:08, 10 ივლისი 2025 (UTC)
- სტატიის ავტორთან არანაირი შეხება მე არ მაქვს, კითხვა ეხება სტატიას და არა ავტორს, — „რათა შევძლოთ მათი გამოსწორება“ — ნიშნავს, იმას, რომ ვიკიპედიაში მომუშავე რედაქტორებმა თქვენგან, როგორც გამოცდილი რედაქტორისგან მიიღონ რჩევები და მითითებები, თუ კონკრეტულად რას გულისხმობთ თქვენ მიერ შემჩნეულ ენობრივ ხარვეზებში და ასევე სტრუქტურულ ხარვეზებში, ასევე წყაროსთან დაკავშირებულ პრობლემებში, ასევე არაენციკლოპედიურ ინფორმაციაში — რათა შევძლოთ მათი გამოსწორება ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმების შესაბამისად. წინასწარ მადლობა პასუხისთვის.--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 20:53, 10 ივლისი 2025 (UTC)
- აქ უკვე მე მაქვს კითხვა თქვენთან, კერძოდ სტატიის ავტორი და თქვენ ერთად მუშაობთ ამ სტატიაზე? თქვენი ამ კომენტარიდან — „რათა შევძლოთ მათი გამოსწორება“ მე ამ დასკვნამდე მოვედი. და თუ ერთად მუშაობთ, მაშინ არ მგონია თქვენთვის პრობლემა იყოს იმ ხარვეზების დანახვა, რაც არსებობს. ახალი მომხმარებელი არ ხართ, რომ ვერ შეამჩნიოთ არსებული ხარვეზები. — Mehman 20:48, 10 ივლისი 2025 (UTC)
- ხომ ვერ მიგვითითებთ კონკრეტულად თქვენ მიერ შემჩნეულ იმ ენობრივ ხარვეზებს და ასევე სტრუქტურულ ხარვეზებს, ასევე წყაროსთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე არაენციკლოპედიურ ინფორმაციასაც — რათა შევძლოთ მათი გამოსწორება ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმების შესაბამისად. წინასწარ მადლობა პასუხისთვის.--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 20:44, 10 ივლისი 2025 (UTC)
მადლობა დახმარებისთვის, — შეცდომით მითითებული ISBN და სიტყვა „კომფორტული“ — თქვენი მითითების მიხედვით ამოვიღე. (თუ მიგაჩნიათ, რომ მხოლოდ სიტყვა „კომფორტულის“ ამოღება არასაკმარისია და მთლიანად წინადადების — „2019 წელს ამ მარშრუტზე (მაშინ მას 56 ნომერი ჰქონდა) ახალი, კომფორტული ISUZU-ს მარკის ავტობუსები დაინიშნა, რომლებიც კონდიციონერებითაა აღჭურვილი და შშმ პირებისთვისაა ადაპტირებული.“ — ამოღება უფრო შეესაბამება ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმებს, ამაზეც საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრების გაცნობა). რაც შეეხება ერთი და იმავე ინფორმაციის ორ სხვადასხვა სექციაში გამეორებას და კონკრეტულ ენობრივ ხარვეზებს — უფრო თვალსაჩინოდ ხომ ვერ მიგვითითებთ, რომ ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმების შესაბამისად ეს ორი პარამეტრიც გამოსწორდეს. უფრო თვალსაჩინოდ მითითებებაში იგულისხმება თქვენ მიერ ზემოთ აღნიშნული ენობრივი ხარვეზების შემდეგი ასპექტები:
- სტატია უნდა იყოს მარტივი — თქვენ მიიჩნევთ, რომ სტატია არ არის მარტივი (მიგვითითეთ, რა ასპექტში არ არის მარტივი და გავამარტივოთ).
- სტატია უნდა იყოს მოკლე ინფორმაციული სახით დაწერილი — თქვენ მიიჩნევთ, რომ სტატია არ არის მოკლე ინფორმაციული სახით დაწერილი (მიგვითითეთ, ტექსტის რომელ ნაწილშია ზედმეტი ინფორმაცია და შევამოკლოთ).
- ტექსტი უნდა იყოს ენციკლოპედიური — თქვენ მიიჩნევთ, რომ ტექსტი არ არის ენციკლოპედიური (მიგვითითეთ, ტექსტის რომელი ნაწილია არაენციკლოპედიური და გავხადოთ ენციკლოპედიური).
- ტექსტი არ უნდა იყოს ქსე-ს ნაირი — თქვენ მიიჩნევთ, რომ ტექსტი არის ქსე-ს ნაირი (მიგვითითეთ, ტექსტის რომელი ნაწილია ქსე-ს ნაირი და გავმართოთ, თუ გამართვას ექვემდებარება, ხოლო თუ გამართვას არ ექვემდებარება — ამოვიღოთ).
- ტექსტი არ უნდა იყოს პირდაპირ დაკოპირებული — თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს კიდევ შესამოწმებელია წყაროს შემოწმებით (პირდაპირ დაკოპირებული ტექსტი თუ აღმოჩნდა გავმართოთ, თუ გამართვას ექვემდებარება, ხოლო თუ გამართვას არ ექვემდებარება — ამოვიღოთ).
უფრო თვალსაჩინოდ მითითებებაში იგულისხმება ასევე თქვენ მიერ ზემოთ აღნიშნული სტრუქტურული ხარვეზების შემდეგი ასპექტები:
- ინფორმაცია, რაც უნდა იყოს ისტორიის ან სხვა სექციაში, არ უნდა იყოს შესავალში — თქვენ მიიჩნევთ, რომ ისტორიის ან სხვა სექციაში მოცემული ინფორმაცია მოცემულია შესავალშიც (რომელ ინფორმაციას გულისხმობთ, მიგვითითეთ და იმ სექციაში ჩავსვათ, სადაც უნდა იყოს).
- ერთი და იმავე ინფორმაციის ორ სხვადასხვა სექციაში გამეორება არ არის საჭირო — თქვენ მიიჩნევთ, რომ ერთი და იგივე ინფორმაცია ორ სხვადასხვა სექციაში მეორდება (რომელი ინფორმაცია მეორდება, მიგვითითეთ და ამოვიღოთ).
ხომ არ აჯობებდა თითოეულ ამ ასპექტთან დაკავშირებით კონკრეტულად მიგვითითოთ თქვენ მიერ შემჩნეული აღნიშნული ხარვეზები და თქვენივე მითითების მიხედვით განხორციელებული ბოლო რედაქტირების მსგავსად, ვეცადოთ სტატიის გაუმჯობესება ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმების შესაბამისად. წინასწარ მადლობა პასუხისთვის.--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 21:22, 10 ივლისი 2025 (UTC)
- იცით რა ახლა მე თქვენთვის სტატიის წერის ან შესწორების სწავლებას არ ვაპირებ. თუ ამდენი ხანი ვიკიპედიაში მუშაობთ, თქვენ ეს ყველაფერი თქვენით უნდა იცოდეთ. მე ზემოთ აგიხსენით უკვე რა და როგორ უნდა იყოს. ვიკიპედიის სწავლება თუ გსურთ, ამის ბევრი შესაძლებლობა არსებობს და სჯობს ისინი გამოიყენოთ. აქ რომ ამხელა ტექსტი დამიწერეთ, მის ნაცვლად სჯობდა ერთი სტატია დაგეწერათ და ვიკიპედიაც გამდიდრდებოდა. ამ სტატიას კი შემდეგ გავასწორებთ და ვერსიების შედარებით შემდეგ შეგეძლებათ ნახოთ რა როგორ უნდა იყოს. — Mehman 06:12, 11 ივლისი 2025 (UTC)
@Arkaitz1974: სტატიაში თარგის განთავსება რიგ შემთხვევაში ცუდ ტონს არ წარმოადგენს. როდესაც გამოცდილი მომხმარებელი თუნდაც ერთ საეჭვო სიტყვას ამოიკითხავს სტატიაში მას აქვს ლეგიტიმური უფლება თარგის განთავსებისა. ანალოგიურად ვიქცევი მეც, როდესაც მანქანურად თარგმნილ სტატიებს ვაწყდები, — ერთი შეხედვით, ერთი წინადადება ან ერთი სიტყვაც კი საკმარისია არა თუ თარგის ჩასასმელად, არამედ სტატიის წასაშლელად. ასე რომ, ადმინისტრატორმა დაინახა არსებული პრობლემა სტატიაში და განათავსა თარგი, — კონცეფციის გათვალისწინებით, ადმინისტრატორის უფლებამოსილების გადაჭარბება ამ ნაწილში არ ფიქსირდება; თუ რაიმე ირღვევა ეს არის თქვენი გულის გამაწყალებელი გამოკითხვა პირადში. არსებობს სტატიის განხილვის გვერდი. იქ შეგიძლიათ დაიწყოთ კონსტრუქციული საუბარი. თუკი ფიქრობთ, რომ რაიმე დაირღვა მიგვითითეთ წესზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყვიტეთ ეს ლიტონი საუბარი. არაფერი ცუდი არ გაუკეთებია ადამიანს!. - OTOGI Messages 11:31, 11 ივლისი 2025 (UTC)