მომხმარებლის განხილვა:M./არქივი 1
გამარჯობა, M.. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
-გიორგი ,
სოფლების შესახებ
რედაქტირებაგროგოლ კარგია რომ ქმნი სტატიებს სოფლების შესახებ. აბა ნახე სოფელი საიმედო და იმის მიხედვით გააკეთე ყველა სტატია, თუ რამე დაგჭირდეს მომწერე ჩემი განხილვის გვერდზე. --ჯაბა ლაბაძე 17:28, 30 აპრილი 2009 (UTC)
- გამარჯობა გრიგოლ, არ დავგღუპო ვიკიპედია:ტექსტის რედაქტირება (მარტივი) ბმულები უნდა იყოს სახელობით ბრუნვაში. და კიდევ მაგ. ლიხაური - რადგანაც ლიხაურზეა ამიტომ ლიხაურს ბმული აღარ სჭირდება. ყველაფერს ნელ-ნელა აითვისებ. მთავარია მონდომება. წარმატებები.--ცანგალა (გ) 18:29, 30 აპრილი 2009 (UTC)
გამარჯობა. სტატია უნდა იყოს მინიმუმ 3 წინადადება. სხვა შემთხვევაში წაიშლება. წარმატებები.--გიორგი , 07:33, 3 მაისი 2009 (UTC)
- ვეთანხმები გიორგის და მაგრამ თუ ჩასაწერი ინფორმაცია არ გაქვს ჩასვი თარგი რაც სტატიას გაალამაზებს. მაგ. სოფ. ვაჭევი --ცანგალა (გ) 10:29, 3 მაისი 2009 (UTC)
გრიგოლ სტატია ქაქუთი (ოზურგეთის რაიონი), არასწორია უნდა იყოს ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)--ჯაბა ლაბაძე 19:46, 4 მაისი 2009 (UTC)
თხინვალი (ოზურგეთის რაიონი) თუ.... მუნიციპალიტეტი?--ჯაბა ლაბაძე 18:14, 6 მაისი 2009 (UTC)
უკვე ჩასწორებულია გრიგოლ
თარგი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
რედაქტირება- გასაგებია. პირველი პასუხი შენს საკუთარ გვერდზე უნდა დაგეწერა. რატომ? ე. ი. სადაც პირველი კითხვა დაისმება იქ ვაგრძელებთ დისკუსიას, რომ სხვა მომხმარებლისთვის იყოს გასაგები, თუ რაზე გვაქვს საუბარი. მეორე უნდა ისწავლე ხელმოწერა. როგორ? - მხოლოდ დაწკაპუნება და ავტომატურად შენი ხელმოწერაა. ახლა კი პასუხი: მართალია, საკმარისი სტატიები არ არის. ხოლო რაც არსებობს იმათვის თარგებია გასაკეთებელი. თარგი:ონის მუნიციპალიტეტი - ოღონდ მწვერვალები, უღელტეხილები,მდინარეები გარეშე. მაგ. გააკეთე თარგი:ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ონის მუნიციპალიტეტის პრინციპით. ნელ-ნელა ყველაფერს აითვისებ.-ცანგალა (გ) 16:24, 5 მაისი 2009 (UTC)
გრიგოლ აბა ნახე ეს თარგი:ხაშურის მუნიციპალიტეტი და მის მიხედვით გააკეთე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თარგიც. --ჯაბა ლაბაძე 16:13, 6 მაისი 2009 (UTC)
- გრიგოლ ოზურგეთში რამდენი სოფელი 5? თუ უფრო მეტი უნდა ჩაწერო თარგში.--ცანგალა (გ) 20:20, 6 მაისი 2009 (UTC)
- გრიგოლ სოფლების დასახელება შევიტანე თარგში. ნატანები რაღაც ვერ გავიგე ქვემო ნატანებზე გადადის. შენებურად კარგად ხომ ვერ ამიხსნი? და კიდევ გრიგოლ ხელმოწერას როგორ აკეთებ - აწკაპუნებ? --ცანგალა (გ) 20:55, 6 მაისი 2009 (UTC)
- გთხოვ ნახო სტატია ასკანა ყველა სოფლის სტატიაში ჩასასმელი იქნება თარგი:ინფოდაფა დასახლება. გურიის მხარე შენზეა.--ცანგალა (გ) 20:29, 9 მაისი 2009 (UTC)
გამარჯობა გრიგოლ, შათირი - ნახე თარგი:ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გაქვს შესაქმნელი. უნდა შექმნა ისევე როგორგც თარგი:ოზურგეთის მუნიციპალიტეტია. ნახე სტატია ასკანა იქ ჩავდე თარგი:ინფოდაფა დასახლება. მოგიწევს ყველა სოფელში ჩასმა. გურიის მხარე შენზეა. ახლა რაც შეეხება კატეგორიას. რაც შენ დაწერე გეთანხმები. კატეგორია:ეკლესიები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე? ეს თუ ივარგებს? უბრალოდ გრძლად მეჩვენება. უბრალოდ კარგი იქნებოდა, თუ კატეგორია:გურიის მხარეში ყოველ მუნიციპალიტეტზე ცალ-ცალკე ინფორმაცია რომ ჩანდეს. მიზანი ეს მქონდა. --ცანგალა (გ) 09:22, 10 მაისი 2009 (UTC)
ასეთი თხოვნაა შემოკლებით ნუ წერ. სრულად წერე მაგ. მდინარე, ზღვის დონიდან და ა. შ.--ცანგალა (გ) 21:07, 10 მაისი 2009 (UTC)
თემი და სოფელი
რედაქტირება- გამარჯობა გრიგოლ, თარგი:ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ცოტა სხვანაირად გავაკეთე. აბა ნახე. ამასთავ დაკავშირებით ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები მაგ. არ არსებობს ბახვი და ნატანები თარგში უნდა ჩაიწეროს ცალკეულად ზედა ქვედა და ა. შ. --ცანგალა (გ) 10:39, 6 მაისი 2009 (UTC)
კარგია, იყოს. რაც შეეხება, იმას რომ ნატანები მაკვანეთი და ა.შ. არაზუსტია, გააჩნია რასთან მიმართებაში, იმიტომ რომ სოფელი ნატანები არ არსებობს, არსებობს ქვემო ნატანები და ზემო ნატანები, მაგრამ თემს, ანუ ტერიტორიულ ერთეულს, რომელსაც ჰყავს ერთი რწმუნებული, ერთი დეპუტატი საკრებულოში და წარმოადგენს 1 ტერიტორიულ ორგანოს ქვია ნატანები, იგივეა მაკვანეთის, დვაბზუს, ბახვის და სხვა შემტხვევებში - გრიგოლ
- გავიგე რასაც გულისხმობ. მაშინ უნდა შეიქმნას მრავალმნიშველობის გვერდი. მოდი ასე ვისაუბროთ მაგ. ნატანები. საკრებულო ტერიტორიულად სად არის.?--ცანგალა (გ) 12:23, 6 მაისი 2009 (UTC)
საკრებულო არის ქ. ოზურგეთში, მუნიციპალიტეტის საკრებულო.
- უკაცრავად თემს ვგულისხმობდი. ე. ი. ზემო და ქვემო ნატანები და ალბათ სხვა სოფლებიც (არ არის აუცილებელი) შედის ნატანების საკრებულოში თუ ნატანების თემში. იქნებ გამარკვიო.--ცანგალა (გ) 13:04, 6 მაისი 2009 (UTC)
საკრებულო არის 1, მუნიციპალური და არის ოზურგეთში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შედგება 29 ტერიტორიული ერთეულისაგან. 1 ქლაქი, 4 დაბა, 4 სოფელი დანარჩენი 20 თემი. ამ ტერიტორიულ ერთეულებს საკუთარი საკრებულოები არ ჰყავთ, ადრე ჰყავდათ, 2006 წლამდე, ახლა თითოეული ირცევს მაჟორიტარ დეპუტატს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. თემს და სოფელს შორის ის განსხვავებაა, რომ თემში ერთიანდება რამდენიმე სოფელი. მაგ ნატანების თემი შედგება 3 სოფლისგან, ზემო ნატანები, ქვემო ნატანები (ცენტრი) და შეკვეთილი. თემის სახელწოდებაა ნატანები, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ნატანები არცერთ სოფელს არ ქვია. გრიგოლ
- მადლობა და ყველაფერი გასაგებია. ამიტომ უნდა შეიქმნას მრავალმნიშვნელობის გვერდი. როგორ? ნახე მაგ. თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი) ან ივერია. ე. ი. ნატანები - ორი მნიშვნელოვბა აქვს. ერტI როგორც ორი სოფლის ძველი სახელი, ხოლო მეორე თემის სახელი. . პრინციპი გასაგებია მრავალმნიშვნელობის გვერდისა? ე. ი. ერთ სათაურში ყველაფერს ვერ გავაერთიანებთ რადგან ორი მნიშვნელობა აქვს. --ცანგალა (გ) 13:27, 6 მაისი 2009 (UTC)
გავიგე. აუცილებლად გავითვალისწინებ გრიგოლ
- ძალიან კარგი. ახლა თარგი:ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გასაკეთებელი. რას ნიშნავს ეს? დავამატოთ თემების სია და სოფლები აუცილებლად ყველა უნდა შეიყვანო ანბანურად. წარმატებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.--ცანგალა (გ) 13:33, 6 მაისი 2009 (UTC)
კატეგორია
რედაქტირებანახე სტატია ლიხაურის ეკლესია. შევუცვალე კატეგორია. --ცანგალა (გ) 20:34, 9 მაისი 2009 (UTC)
ასეთი მოსაზრება მაქვს: ხომ არ ჯობს გურიის მხარის ეკლესიები იყოს? ან გურიის ეკლესიები? ან შეიძლება შემოქმედის ეპარქიის ეკლესიები? იმიტომ რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციული ერთეულია და თავისი ბუნებით არ აქვს კავშირი ეკლესიებთან. მომწერე შენი აზრი და შევთანხმდეთ გრიგოლ
რუკა
რედაქტირებაავტვირთე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რუკა, თუმცა არ ვიცი, როგორ დავდო შესაბამის სტატიაში და სოფლების სტატიებშიც მგონია, რომ საქართველოს ორი რუკიდან ერთ-ერთის ნაცვლად ეს რომ ჩაჯდეს უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ უფფრო თვალსაჩინო იქნება სოფლის ადგილმდებარეობა
- კატეგორიაზე პასუხი რა გადაწყვიტე? რაც შეეხება რუკას ნახე ოზურგეთში სადაც ინფოდაფააა იქ უნდა ჩაჯდეს. მაგრამ სურათთან დაკავშირებით ერთი რამ უნდა გითხრა რაიონი წერია მუნიციპალიტეტის მაგივრად, რაც ალბათ შესასწორებელია. სურათი თარგს საჭიროებს. გთხოვ რასტრელს მიმართო სურათთან დაკავშირებით და უკეთ აგიხსნის. --ცანგალა (გ) 19:30, 11 მაისი 2009 (UTC)
რუკაზე რაიონი წერია, იმიტომ, რომ ძველია, მაგრამ არ მაქვს ახალი. და რაც შეეხება კატეგორიას, გავაკეთებ გურიის ისტორიულ ძეგლებს, აქ შევა ეკლესიებიც და ციხეებიც, საერთო ჯამში მათი რაოდენობა იქნება 15-მდე. გრიგოლ
სურათი:ოზურგეჳს მუნიციპალიტეტის რუკა.gif
გამარჯობა, გმადლობთ სურათი:ოზურგეჳს მუნიციპალიტეტის რუკა.gif-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.
ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.
საკრებულო - თემი, რაიონი - მუნიციპალიტეტი
რედაქტირებაგამარჯობა გრიგოლ, საკრებულოები აღარ არსებობენ. მაინტერესებს მათ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია. ე.ი. როდის შეიქმნა და როდიდან გაუქმდა.--ცანგალა (გ) 09:31, 31 მაისი 2009 (UTC)
საკრებულოები პირველად შეიქმნა 1998 წელს. მაშინ არსებობდა ორი დონის საკრებულო: პირველი დონე ეს იყო სოფელი, თემი, დაბა და ქალაქი. ხოლო მეორე დონე - რაიონი. საკრებულოები იყო არჩევითი, მათ ირჩევდა მოსახლეობა. 2002 წელს ოდნავ შეიცვალა სისტემა. რაიონული საკრებულო აღარ ირჩეოდა მოსახლეობის მიერ, არამედ შედგებოდა რაიონის ტერიტორიაზე არსებული სოფლების, თემების, დაბებისა და ქალაქების საკრებულოების თავმჯდომარეებისგან. ამას ეძახდნენ ”ასოცირებულ საკრებულოს”. 2006 წლიდან გაუქმდა საკრებულოები სოფელში, თემში, დაბაში და ქალაქში. საკრებულო დარჩა რაიონის დონეზე, რაიონს დაერქვა მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის საკრებულო არის არჩევითი, 10 წევრი აირჩევა პარტიული სიებით, დანარჩენი მაჟორიტარული სისტემით. გრიგოლ 09:42, 31 მაისი 2009 (UTC)
- მადლობა, სიტყვა რაიონს რა შემთხვევაში ვხმარობთ უფრო სწორედ რამდენად მართებულია მისი ხმარება? თუ მხოლოდ მოსახლეობაშია დარჩენილი და ოფიციალურად საერთოდ ამოღებულია?--ცანგალა (გ) 10:59, 31 მაისი 2009 (UTC)
როცა ვსაუბრობთ სახელმწიფოს ტერიტორიულ მოწყობაზე მაშინ ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ მუნიციპალიტეტი. მოსახლეობა რაიონს ამბობს, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტი ახალი ტერმინია. გრიგოლ 12:36, 31 მაისი 2009 (UTC)
- შეკითხვებს ვაგრძელებ. ზევით გიწერია: საკრებულო არის 1, მუნიციპალური და არის ოზურგეთში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შედგება 29 ტერიტორიული ერთეულისაგან. 1 ქლაქი, 4 დაბა, 4 სოფელი დანარჩენი 20 თემი. - აქედან ჩემი შეკითხვა თემი უფრო მეტია ვიდრე სოფელი? თუ მექანიკური შეცდომაა? და მეორე შეკითხვა მაგ. ოზურგეთის რაიონში რამდენი საკრებულო იყო? ამას ყველაფერს იმიტომ გეკითხები მინდა გავერკვე. -ცანგალა (გ) 12:48, 31 მაისი 2009 (UTC)
მაგალითად ავიღოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 2006-მდე იყო ოზურგეთის რაიონი, რომლის ტერიტორიაზე არსებობდა 29 თვითმმართველი ერთეული (სოფლებში, დაბებში, თემებში და ქალაქ ოზურგეთში). თითოეულ თვითმმართველ ერთეულს ჰყავდა არჩევითი საკრებულო და გამგებელი. არსებობდა რაიონის საკრებულოც, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ 29 საკრებულოს თავმჯდომარეები. ამას კანონისმიხედვით ერქვა ”ადგილობრივი მმართველობა” (განსხვავებით თვითმმართველობისგან). რაიონული საკრებულოს შემადგენლობიდან ინიშნებოდა რაიონის გამგებელი პრეზიდენტის მიერ.
2006 წლიდან გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში. ამ ერთეულებს ეწოდათ საერთო სახელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები. ეს ტერიტორიული ერთეულები უკვე ირჩევენ არა საკუთარსაკრებულოებს, არამედ თითო მაჟორიტარ დეპუტატს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ამავე დროს ამ ტერიტორიულ ერთეულებში ინიშნებიან რწმუნებულები (ადრე არსებული არჩეული გამგებლების ნაცვლად).
რაიონს დაერქვა მუნიციპალიტეტი. გაუქმდა ცნება ”ადგილობრივი მმართველობა”.ეს კანონი მიიღეს 2005 წლის დეკემბერში და ამოქმედდა 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. მუნიციპალიტეტის საკრებულო არის ადგილბრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანო და ის ირჩევს აღმასრულებელ პირს, გამგებელს. საკრებულო შედგება 39 წევრისგან. აქედან 10 წევრი აირჩევა პროპორციული სისტემით (პარტიული სიით), ხოლ 29 წევრი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით.
რაც შეეხება სოფლებს, ისინი ბევრად მეტია, ვიდრე თემები. მაგრამ ცალკე აღებული სოფელი, როგორც წესი, იშვიათად (ყოველ შემთხვევაში გურიაში ასეა) არის ცალკე მმართველობითი ერთეული. რადენიმე სფელი ერთიანდება თემში. მაგალითად: სოფლები: ასკანა, მზიანი, დაბალი ეწერი, წარმოადგენენ ერთ თემს. ეს გამოიხატება იმაში, რომ ირჩევენ 1 წარმომადგენელს, ანუ დეპუტატს მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ჰყავთ ერთი რწმუნებული.
მაშინ რატომაა ცალკე აღნიშნული სოფლები ცალკე, მაგალითად მელექედური ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ან ზოტი ჩოხატაურის მუნიციპაიტეტში. ეს სოფლები, ტერიტორიიის, მოსახლეობის სიდიდის ან სხვა ნიშნის გამო არ არის გაერთიანებული სხვა სოფლებთან ერთად თემში და მასაც ჰყავს ერთი დეპუტატი საკრებულოში და ერთი რწმუნებული. გრიგოლ 13:54, 31 მაისი 2009 (UTC)
- პირველ რიგში დიდი მადლობა. მგონი მივხვდი - წავიდეთ უფრო გვიან ისტორიაში როდესაც არსებობდა თემი, რომელიც დაუმორჩილეს სოფსაბჭოს. შემდეგ თემები გაუქმდა. საბჭოების დროს მახარაძის რაიონში დროს იყო 1 საქალაქო, 3 სადაბო და 24 სასოფლო საბჭოები. 1 ქალაქი, 3 დაბა და 70 სოფელი. შემდეგ საბჭოები შეცვალა საკრებულოებმა და დამატებით შეიქმნა კვლავ თემები. ამჟამად საკრებულოები გაუქმდა და დარჩა მხოლოდ თემები. ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი, 4 დაბა, 4 სოფელი (სოფლის რიცხვი ალბათ არის შესაცვლელი) და 20 თემი. ცანგალა (გ) 18:33, 31 მაისი 2009 (UTC)
მე ვფიქრობ, რომ დარჩეს უნდა როგორც წერია შემდეგი მიზეზის გამო: 5 სოფელი, როგორც უკვე ვთქვი, არის ცალკე ტერიტორიული ერთეულები და არ ერთიანდებიან თემებში. თან ეს წერია ადგილობრივი თვითმმართველობის გრაფაში. გრიგოლ 06:31, 18 ივნისი 2009 (UTC)
- თარგი:ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - აქ ყველა სოფელია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - აქ ვერ დაგეთანხმები უნდა ეწეროს თუ რამდენი სოფელია მუნიციპალიტეტში (ჩამოთვლა საჭირო არ არის). მე რომ მკითხო ჩამოთვლა საჭირო საერთოდ არ არის. მხოლოდ დაიწეროს რომ ... ქალაქი, .... დაბა, .... თემი, ..... სოფელი. ამ მუნიციპალიტეტში ნამდვილად არ არის 5 სოფელი. სოფელი, რომელიც ცალკე ტერიტორიული ერთეული არ არის ის სოფელი არ არის? ის სოფელია და ეკუთვნის მუნიციპალიტეტს. კიდევ ვიმეორებ სტატიაში ჩამოთვლა საჭირო არ არის, მაგრამ სტატისტიკისთვის საჭიროა. --ცანგალა (გ) 11:11, 18 ივნისი 2009 (UTC)
- მუნიციპალიტეტი შედგება შემდეგი ტერიტორიული ერთეულებისაგან: 1 ქალაქი.. 4 დაბა .. 19 თემი.. 5 სოფელი — აქ რომ ეწეროს 69 სოფელი, გამოვა, რომ სულ მუნიციპალიტეტში 1+4+19+69 ტერიტორიული ერთეულია, მაშინ როცა არის 29 ტერიტორიული ერთეული. ამიტომ, რახან მნიშვნელოვანია, რომ ეწეროს სოფლების რაოდენობა, შეიძლება ჩაემატოს ასეთი ტექსტი: მუნიციპალიტეტში არის 74 დასახლებული პუნქტი: 1 ქალაქი, 4 დაბა, 69 სოფელი. და ეს ტექსტი დაემატოს მოსახლეობის ქვეთავში. მაგ. ისე როგორც {{ბოლნისის მუნიციპალიტეტი]]. უბრალოდ, ამ უკანასკნელში საკრებულოები რომ წერია, შეცდომაა და მმართველობის ნაცვლად თვითმართველობა უნდა ეწეროს. ეს თითქმის ყყველგან გასასწორებელია, რასაც მე თვალი გადავავლე გრიგოლ 12:01, 18 ივნისი 2009 (UTC)
- გასაგებია. მაშინ ჩაწერ? ოღონდ სოფლების ჩამოთვლა საჭირო არ არის. გურიის გარდა სხვა მუნიციპალიტეტების ინფორმაციის გასწორებას შესძლებ?--ცანგალა (გ) 13:26, 18 ივნისი 2009 (UTC)
კი, როგორ არა გრიგოლ 13:48, 18 ივნისი 2009 (UTC)
- ოღონდ ნუ იკარგები. ახლა სხვა თემა: რაიონები რა შემთხვევაში ვიხმაროთ?--ცანგალა (გ) 13:52, 18 ივნისი 2009 (UTC)
რაიონი საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებში უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საუბარია ისტორიულ მოვლენაზე. ანუ მაგ, თუ წერია, რომ 1974 წელს მავანი და მავანი დანიშნეს ცხაკაიას რაიონში ცკ-ს მდივნად. გარდა ამისა, შეიძლება სხვა ქვეყნების ტერიტორიული ერთეულების აღსანიშნად იქნეს გამოყენებული.სხვაგან ყველგან მუნიციპალიტეტი უნდა ეწეროს. ზაფხულში ცოტა დიდი ხნით მომიწევს დაკარგვა :) გრიგოლ 14:06, 18 ივნისი 2009 (UTC)
ნოდარ დუმბაძე
რედაქტირებაგამარჯობა გრიგოლ, ქართულში მამის სახელები არ იხმარება - ამასთან დაკავშირებით ორივენი ერთი აზრის ვართ. მაგრამ მაინც საინტერესოა ვისი შვილი არის ან იყო ეს პიროვნება. მაგ. ნოდარ დუმბაძე - სტატიის დასაწყისში დასატოვებელია, მაგრამ შიგ სტატიაში აღარ არის საჭირო , რაც შენ დატოვე. ეს ჩემი პირადი აზრია შეიძლება ვცდები. ალბათ ამის შესახებ ჯობია ყველამ ერთად გადავწყვიტოთ ყავახანაში. ცანგალა (გ) 10:07, 23 ივნისი 2009 (UTC)
- მე კიდევ პირიქით ვიფიქრე, რომ სათაურში მამის სახელის დარას სჯობდა ტექსტში ყოფილიყო და არა სათაურში. ყავახანაში შესაბამისი გვერდი ვერ ვიპოვე, სადაც განხილვა შეიძლებოდა --გრიგოლ 10:35, 23 ივნისი 2009 (UTC)
- ამჟამად არ არის. მე გავხსნი ამ დღეებში აღნიშნულ თემაზე და შენ ყურადღებით იყავი. --ცანგალა (გ) 10:39, 23 ივნისი 2009 (UTC)
გამარჯობა გრიგოლ, ახალი შეკითხვით მოვედი . დღეს 24 ივნისს კურიერში გამოაცხადეს რაღაც პრობლემა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა ..... და ა. შ. რას ნიშნავს საოლქო და რატომ სამხარეო არა? აი გუგლშიც [1] --ცანგალა (გ) 22:02, 24 ივნისი 2009 (UTC)
- უნდა გავმიჯნოთ ორი სხვადასხვა საკითხი: 1. ესაა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა. აქ აუცილებლად ვიყენებთ მხარეს და მუნიციპალიტეტს და არ ვიყენებთ არც რაიონს, არც ოლქს და არც სხვა ტერმინს. 2. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს (სასამართლო, პროკურატურა, სამინისტროები) სჭირდებათ ფილიალები და ტერიტორიული ორგანოები. და ისინი ამ ტერიტორიული ორგანოების შექმნის დროს არ ითვალისწინებენ საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობას. და ფილიალის აღსანიშნავად რა ტერმინს გამოიყენებ, ეს მათი გადასაწყვეტია, იქნება ეს ოლქი, ოკრუგი, თუ სხვა. აქ [2] დააკვირდი დასავლეთ საქართველოს ოლქს, რომელის მოცავს გურიის მხარეს, იმერეთის მხარეს და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარეს. ასევე ახალცხიხის რაიონული პროკურატურა ემსახურება ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს. სასამართლო სისტემაში [3] არსებობს რაიონული და გაერთიანებული სასამართლოები. მაგ. თეთრიწყაროს რაიონული სასამაართლო მოქმედებს თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ასე რომ თუ სტატიაში სასამართლო ან პროკურატაა ნახსენები, შეიძლება რაიონის, ოლქის გამოყენება, მაგრამ არა იმ სტატიებში, რომლების ადმინისტრაციულ დაყოფას ეხება. თუ მთლად კარგად ვერ დავწერე, კიდევ მკითხე :) --გრიგოლ 04:47, 25 ივნისი 2009 (UTC)
- გრიგოლ ცოტა რთულია ჩემთვის. მაგრამ [4] - შეგიძლია თუ არა სტატიის შექმნა. ეს საინტერესო იქნება. ალბათ გახსოვს ადრე პორტალი:გურია გთხოვე, მაგრამ ამჟამად უფრო სერიოზული უნდა გთხოვო (იმედია სხვა მომხმარებლები წინააღმდეგი არ იქნებიან). არ ფუნქციონირებს პორტალი:საქართველო - იქნებ ნელ-ნელა აითვისო და მიხედო. მე მხოლოდ დამრჩენია, რომ წარმატებები გისურვო. --ცანგალა (გ) 21:39, 25 ივნისი 2009 (UTC)
- [[5]] ეს იმისთვის დავდე, რომ აქ კარგად ჩანს, რომ რაიონულ სასამართლოებს არაფერი აქვთ საერთო საბჭოთა დროს ჩამოყალიბებულ რაიონულ დაყოფასთან. სასამართლო სისტემაზე სტატიის დაწერა შემიძლია. რაც შეეხება პორტალებს. დავიწყე ამით პორტალი:გურია/შესავალი. ცოტა მიჭირს და კარგად რომ ავითვისებ, მერე შეიძლება პორტალი:საქართველოსაც რომ მივაქციო ყურადღება. არ მაქვს ბანერი პორტალი:გურიასათავის, ვიკისაწყობში ვერ ვნახე და სად შეიძლება იყოს? --გრიგოლ 04:25, 26 ივნისი 2009 (UTC)
პორტალი: გურია
რედაქტირება- გამარჯობა, პორტალი:გურია ე. ი.გურიის მხარე - გაკეთების სურვილი ხომ არ გაქვს? მაგ. პორტალი:კახეთი. პორტალი:შიდა ქართლი.--ცანგალა (გ) 10:19, 5 მაისი 2009 (UTC)
გამარჯობა გრიგოლ, პორტალთან დაკავშირებით შეგიძლია მე მომმართო. ხშირ შემთხვევაში ბანერი სულ არ არის საჭირო - რაც შეეხება პორტალს, აქ შეგიძლია აირჩიო სხვადასხვა დიზაინებ – მაგ. პორტალი:ქიმია უბანეროა, თუმცა მემგონი გასაგებია რომ ქიმიაზეა საუბარე:) პორტალი:გერმანია შექმნილია ერთ-ერთი სარეზერვო მთავარი გვერდის ბაზაზე, პორტალი:მუსიკა შექმნილია სხვადასხვა პორტალების გაერთიანებისგან. თუ გინდა, აირჩიე პორტალის სტილი და მოგეხმარები გაკეთებაში.--გიორგი , 04:30, 26 ივნისი 2009 (UTC)
- საქმე გადაწყდა პორტალის გაკეთებაში გიორგი დაგეხმარება. --ცანგალა (გ) 10:40, 26 ივნისი 2009 (UTC)
ძალიან კარგი:) თავიდან შევარჩიოთ ყუთების ფერები. აფხაზეთში არის მწვანე და თეთრი, კახეთის - ნარინჯისფერი. გურიის როგორი იყოს?-- George Mel, 18:30, 27 ივნისი 2009 (UTC)
- არ ვიცი, რამდენად შესაზლებელი, მარამ პორტალი:შიდა ქართლის ტექსტის ფონად რომ ღია მწვანეა ფერია, ის როჯმ იყოს ტექსტის ფონად და სათაურების ფონზე ლურჯი. თუ ასე არ გამოვა, მაშინ იყოს ლურჯ ფერებში. სად შეიძლება ფერების ნახვა? --გრიგოლ 18:59, 27 ივნისი 2009 (UTC)
ნებისმიერ ვიზუალურ რედაქტორში - ფაეინტი, ფოტოშოპი, ფოტოსკეიპი და სხვ. შეიძლება ნებისმიერი html ფერის ჩასმა.-- George Mel, 19:02, 27 ივნისი 2009 (UTC)
მომხმარებელი:George Mel/გურია ამნაირი ? -- George Mel, 19:18, 27 ივნისი 2009 (UTC)
- კი, სწორედ ასეთი :) ასე გამოვიდა --გრიგოლ 03:12, 28 ივნისი 2009 (UTC)
დასაწყისისთვის საკმაოდ კარგია:)ცოტა გადავაკეთე. -- George Mel, 04:47, 28 ივნისი 2009 (UTC)
გამარჯობა, შეგიძლია მომაწოდო 12 გამოჩენილ გურულზე სტატია? პორტალისთვის მინდა გავაკეთო [6] ამნაირი გვერდი. -- George Mel, 06:46, 28 ივნისი 2009 (UTC)
- 12-ს ჯერ ვერა, რაც უკვე არის: ედუარდ შევარდნაძე, ეგნატე ნინოშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნოე ჟორდანია, ნოდარ დუმბაძე, აკაკი ბაქრაძე (კრიტიკოსი), კალისტრატე, გაბრიელი (ქიქოძე) --გრიგოლ 08:19, 28 ივნისი 2009 (UTC)
თარგი:წასაშლელი
რედაქტირებაგრიგოლ, გურია/რჩეული სურათი/1 - ასეთ შემთხვევაში გამოიყენე {{წასაშლელი}} ან {{სწრაფი წაშლა}}. ცანგალა (გ) 10:55, 28 ივნისი 2009 (UTC)
თარგი:ზაქარიაძე100წელი--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 15:51, 30 ივნისი 2009 (UTC)
თარგები
რედაქტირებაგრიგოლ გამარჯობა თუ შენი ინტერესის სფეროშიი შედის იქნებ შემეშველო და შექმნა {{ამბროლაურის მუნიციპალიტეტი}}. (გამოიყენე კატეგორია:ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლები).--ჯაბა ლაბაძე 05:39, 1 ივლისი 2009 (UTC)
როგორ გავაკეთო? ისე როგორც {{ოზურგეთის მუნიციპალიტეტი}}? ეს ცოტა გადატვირთულად მეჩვენება. ორ რამეს მოიცავს: დასახლებულ პუნქტეს და ტერიტორიულ ორგანოებს. ვფიქრობ, რომ დასახლებული პუნქტები დარჩეს. ისედაც ვაპირებდი ეს კითხვა დამესვა მოგვიანებით, მაგრამ რახან უკვე ახალი თარგი დავიწყე...--გრიგოლ 06:00, 1 ივლისი 2009 (UTC)
ხომ არ ჯობია ქალაქი, დაბა და სოფელი იყოს? საერთოდ ასეთ თარგზე რას იტყვი? {{ბაღდათის მუნიციპალიტეტი}}--ჯაბა ლაბაძე 06:10, 1 ივლისი 2009 (UTC)
გრიგოლ თარგი მომეწონა და აღარაფერი მოგწერე პირდაპირ ჩავსვი სოფლებში. (ისე წინა მესიჯი რომ მოგწერე უკვე გაკეთებული გქონია თარგი). --ჯაბა ლაბაძე 06:32, 1 ივლისი 2009 (UTC)
- ერთი სტილი იყოს ყველა თარგი. იყოს როგორც ამბროლაურის თარგი და იქნებ თემებზე ცალკე თარგი შექმნათ (თუ სურვილი გაქვთ) და მხოლოდ თემებში ჩაისმება. --ცანგალა (გ) 08:30, 1 ივლისი 2009 (UTC)
მე ვფიქრობ, რომ {{ამბროლაურის მუნიციპალიტეტი}} ასეთი თარგი დარჩეს ყველგან. ტერიტორიულ ორგანოებზე არა მგონია, რომ საჭირო იყოს, მაგრამ გავაკეთებ, თუ დანარცენები საჭიროდ მიიჩნევთ --გრიგოლ 08:34, 1 ივლისი 2009 (UTC)
- მე პირადად თანახმა ვარ. ცანგალა (გ) 09:13, 1 ივლისი 2009 (UTC)
- მეც თანახმა ვარ. ანბანის რიგზე უფრო ადვილია ნავიგაცია.--ჯაბა ლაბაძე 13:36, 1 ივლისი 2009 (UTC)
სოფლების მოსახლეობა
რედაქტირებაგრიგოლ აბა ეს ნახე [7], მემგონი გამოგადგება გურიის სოფლებზე სტატიების შესავსებად. მე მაგალითად ასეთი ტექსტს ვამატებ. "2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს XXX ადამიანი". --ჯაბა ლაბაძე 02:27, 4 ივლისი 2009 (UTC)
- ეს კარგი ინფორმაციაა. ოღონდ ტექსტის ნაცვლად ინფოდაფაშაი ჩავამატე. შენი განხილვის გვერდზე მოგწერე ადრე ინფოდაფის შესაახებ. ნახე არჩეული. --გრიგოლ 02:56, 4 ივლისი 2009 (UTC)
კარგი თუ ინფოდაფა ექნება სოფელს ჯობს ინფოდაფაში ჩავწეროთ.--ჯაბა ლაბაძე 03:00, 4 ივლისი 2009 (UTC)
- გრიგოლ, მოსახლეობასთან დაკავშირებით ადამიანის მაგივრად კაცი. სოფლის მოსახლეობა ..... ათასი კაცი (2004 მონაცემებით). ადამიანი ცოტა უცნაურად ხომ არ ჟღერს?--ცანგალა (გ) 19:29, 5 ივლისი 2009 (UTC)
- გრიგოლ, ეტყობა ზემოთრაც მოგწერე ჯერ არ წაგიკითხავს.--ცანგალა (გ) 20:27, 6 ივლისი 2009 (UTC)
- ეს ახლა შევამჩნიე. მართალია, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტიც იყენებს კაცს. მაგრამ ვერ ჩავასწორე. მე რა სტატიების დავწერე სოფლებზე, ყველგან ინფოდაფაში არის ასეთი გრაფა - მოსახლეობა. გვერდით ვუწერ რიცხვს. შემდეგ სიტყვა ადამიანს თავისით აბამს. სადაც დავწერე ”567 კაცი”, საბლოოდ დაწერა ”467 კაცი ადამიანი” --გრიგოლ 05:42, 7 ივლისი 2009 (UTC)
- თარგი:ინფოდაფა დასახლება ამ თარგში გადავასწორე, მაგრამ ეტყობა კიდევ სხვა თარგშია გასასწორებელი. ე. ი. ადამიანის მაგივრად კაცი უნდა ჩაიწეროს. იქნებ შენ გამოგივიდეს.--ცანგალა (გ) 09:27, 7 ივლისი 2009 (UTC)
- ასკანა - აქ კაცი წერია. აბა ნახე.--ცანგალა (გ) 09:28, 7 ივლისი 2009 (UTC)
- თარგი:ინფოდაფა დასახლება ამ თარგში გადავასწორე, მაგრამ ეტყობა კიდევ სხვა თარგშია გასასწორებელი. ე. ი. ადამიანის მაგივრად კაცი უნდა ჩაიწეროს. იქნებ შენ გამოგივიდეს.--ცანგალა (გ) 09:27, 7 ივლისი 2009 (UTC)
- ეს ახლა შევამჩნიე. მართალია, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტიც იყენებს კაცს. მაგრამ ვერ ჩავასწორე. მე რა სტატიების დავწერე სოფლებზე, ყველგან ინფოდაფაში არის ასეთი გრაფა - მოსახლეობა. გვერდით ვუწერ რიცხვს. შემდეგ სიტყვა ადამიანს თავისით აბამს. სადაც დავწერე ”567 კაცი”, საბლოოდ დაწერა ”467 კაცი ადამიანი” --გრიგოლ 05:42, 7 ივლისი 2009 (UTC)
- გრიგოლ, ეტყობა ზემოთრაც მოგწერე ჯერ არ წაგიკითხავს.--ცანგალა (გ) 20:27, 6 ივლისი 2009 (UTC)
- გამოსწორდა. გრიგოლ, ლიკა და ჯაბასაც უთხარი. ადამიანი ძალიან ცუდად ჟღერს. თარგიც გამოიყენონ. წარმატებები. -ცანგალა (გ) 09:33, 7 ივლისი 2009 (UTC)
გაგიმარჯოთ, ასეც მოვიქცევი, ჩავამატებ--ლიკა 06:19, 5 ივლისი 2009 (UTC)
გამარჯობა გრიგოლ, ერთი ამ გურულს მიმიხედე . ტექსტი ნამეტანი საბჭოურია?-ცანგალა (გ) 19:11, 5 ივლისი 2009 (UTC)
- ტექსტი ნორმალურია, ცოტა დახვეწა სჭირდება და სექციებად დაყოფა. მე ამ დღეებში არ მცალია და მერე მივუბრუნდები --გრიგოლ 16:57, 6 ივლისი 2009 (UTC)
ოდიშ-გურიის დაბლობი
რედაქტირებაგამარჯობა გრიგოლ, თქვენ ოდიშის დაბლობს რამდენიმე სოფლის სტატიაში ბმული გაუკეთეთ ოდიშ–გურიის დაბლობზე, ოდიშის დაბლობი და ოდიშ–გურიის დაბლობი ერთიდაიგივეა? --ლიკა 13:24, 7 ივლისი 2009 (UTC)
მე ვიპოვე სამი სტატია ვიკიპედიაში: ოდიშის ვაკე, ოდიშ-გურიის დაბლობი და კოლხეთის დაბლობი. მე როგორც სკოლიდან მახსოვს, ბოლო ორი ერთიდაიგივეა. უბრალოდ კოლხეთის დაბლობის ნაწილს რიონის ჩრდილოეთით უწოდებენ ოდიშის დაბლობს, ხოლო რიონის სამხრეთით - გურიის დაბლობს. ოდიშის ვაკე კი სულ სხვაა. ქსე–ში სოფლებზე სტატიებში მითითებულია ოდიშის დაბლობი და გურიის დაბლობი. რახან ვიკიპედიაში ერთ სტატიად იყო გაერთიანებული, მეც შესაბამისად გავაკეთე ბმულები. --გრიგოლ 15:21, 7 ივლისი 2009 (UTC)
გასაგებია,ქსე–ში სოფლების ერთ ნაწილთან ოდიშ–გურიის დაბლობი წერია, ნაწილთან ოდიშის დაბლობი, ამიტომ ვიფიქრე რომ ეს ორი, ტერიტორიულად განსხვავებული დაბლობი იყო და ამიტომაც გკითხეთ.--ლიკა 15:34, 7 ივლისი 2009 (UTC)
- მართალი ხარ, მაგრამ ქსე წლების მანძილზე სხვადასხვა პირები მიერ იწერებოდა და შეცდომა გამორიცხული არ არის. ამიტომ ჯობს ქსე-ში ინახოს, არის თუ არა ცალკე სტატიები ოდიშ-გურიის დაბლობი და ოდიშის დაბლობი. მე არ მაქვს თან რომ შევამოწმო. --გრიგოლ 15:37, 7 ივლისი 2009 (UTC)
არც მე მაქვს, ხვალ გადავამოწმებ--ლიკა 15:43, 7 ივლისი 2009 (UTC)
რუსთავი
რედაქტირებაგამარჯობა :) რუსთავის ტერიტორიული ორგანოებად დაყოფა არსად გამიგია... ახალი რამეა? წყაროს თუ მიუთითებ კარგი იქნება (მე მაინტერესებს უბრალოდ :)) — დათო პასუხი 15:53, 7 ივლისი 2009 (UTC)
- ყველა თვითმმართველობა საქართველოში, როგორც თვითმმართველი ქალაქები (ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი), ისე მუნიციპალიტეტები იყოფა ტერიტორიულ ორგანოებად. მუნიციპალიტეტებში ტერიტორიული ორგანოებია ქალაქი, დაბა, თემი და სოფელი. თვითმმართველ ქალაქებში, ძირითადად, დაყოფა ემტხვევა უბნებს. რუსთავის ტერიტორიული ერთეულები შეგიძლია ახო აქ --გრიგოლ 15:57, 7 ივლისი 2009 (UTC)
- გასაგებია :) დიდი მადლობა. — დათო პასუხი 16:03, 7 ივლისი 2009 (UTC)
სიმონ II გურიელი
რედაქტირებაგრიგოლ, სიმონ II გურიელი - რატომ არის წასაშლელი?--ცანგალა (გ) 17:15, 7 ივლისი 2009 (UTC)
- შეცდომა იყო. ტექსტი, რაც ეწერა, იყო სიმონ I გურიელის შესახებ. წასაშლელი არ არის, იმიტომ რომ სიმონ II გურიელიც არსებობდა. თარგი არ უნდა ჩამედო, ახლა ვაკეთებ მთავრებს და ვაპირებდი ამომეღო ისევ.--გრიგოლ 17:21, 7 ივლისი 2009 (UTC)
- გრიგოლ პირიქით არის. ჯერ მე გავასწორებ. კარგი.--ცანგალა (გ) 17:28, 7 ივლისი 2009 (UTC)
- გრიგოლ, გავასწორე ინფორმაცია.--ცანგალა (გ) 17:38, 7 ივლისი 2009 (UTC)
- გრიგოლ პირიქით არის. ჯერ მე გავასწორებ. კარგი.--ცანგალა (გ) 17:28, 7 ივლისი 2009 (UTC)
- რაღაც მაინც არ არის რიგზე. ერთ-ერთი ზედმეტია. ქრონოლოგიაში არ ჯდება. მე ვეჭვობ, რომ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სიმონ პირველი და სიმონ მეორე ერთიდაიგივე ადამიანი იყო :)) შევეცდები მოვძებნი ინფორმაცია. --გრიგოლ 18:01, 7 ივლისი 2009 (UTC)
თარგი:გურიელები
რედაქტირებაგრიგოლ, მართალია შვებულებაში ხარ, მაგრამ მაინც მოგწერ მე რომ არ დამავიწყდეს. თარგი:გურიელები - წითელი ბმულის გამო გთხოვ ნახო მალაქია ე. ი. მალაქია II გურიელი ხომ არ უნდა იყოს?--ცანგალა (გ) 11:08, 8 ივლისი 2009 (UTC)
- არა მგონია, მალაქია II გურიელი არ არის წითელი და მალაქია I, დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი, ამავდროულად თუ გურიელიც იყო, არ ვიცი. --გრიგოლ 12:04, 20 ივლისი 2009 (UTC)
????
რედაქტირებავიკიპედია:ყავახანა/შეხვედრები - თუ გაქვს სურვილი?--ცანგალა (გ) 13:22, 27 ივლისი 2009 (UTC)
გამარჯობა. ექვთიმე თაყაიშვილს თუ დაასრულებ რჩეულების კანდიდატებშიც შეიყვანე. დიდი ხანია ვინმე ქართველი არ გვყოლია. - ალ-ო @ 06:38, 5 აგვისტო 2009 (UTC)
ალანიის რუკა
რედაქტირებაგთხოვ,ამ გვერდზე ალანიის რუკის წაშლას მიეცი ხმა,სადაც ყაზბეგი და სამაჩაბლო ალანიის საზღვრებშია მოქცეული. გმადლობ.
http://commons.wikimedia.org/wiki/Commons:Deletion_requests/File:Alania_10_12.png --იბერია 16:57, 6 აგვისტო 2009 (UTC)
თუ შენ არ აკეთებ და/ან წინააღმდეგი არ ხარ, კანდიდატებს (პრეზ. არჩევნებში) ცხრილად გავაკეთებ სურათების გვერდიგვერდ იქნება ტექსტი. - ალ-ო @ 21:18, 9 აგვისტო 2009 (UTC)
გამარჯობათ გრიგოლ, მიმდინარეობს გამოკითხვა სტატიის მინიმალურ სიგრძესთან დაკავშირებით. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი.--გიორგი , 17:17, 4 სექტემბერი 2009 (UTC)
გრიგოლ ასეთი გვერდების რედაქტირებაში რომ შედიხარ ყველა სოფელს შეუცვალე რაიონი მუნიციპალიტეტით და თავიდან ავიცილებთ შეცდომით სტატიების შექმნას და თან ძველ რაიონებსაც ნელ-ნელა გამოვასწორებთ. --ჯაბა ლაბაძე 20:52, 4 სექტემბერი 2009 (UTC)
გამარჯობა გრიგოლ, რა თქმა უნდა გამოდგება! არსი ისაა რომ მერე ეს სიახლეები თავისივე სააგენტოების ბმულებით წავა სტატიაში (ამ შემთხვევაში ოზურგეთის გერბზე). სტატია ავლაბრის რეზიდენცია რომ ნახო, მთლიანად ახალი ამბების სააგენტოების ბმულებითაა აწყობილი და დაიწყო იმით, რომ გაიხსნა რეზიდენცია. --Rastrelli F 05:51, 8 სექტემბერი 2009 (UTC)
გაუ! შევეცდები გრიგოლ. --ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 13:57, 12 სექტემბერი 2009 (UTC)
იმ განხილვებში {{იყო მთავარ გვერდზე}} თარგებიც არის ჩასასმელი მთავარ გვერდზე გამოტანის თარიღის მისათითებლად. ეგენი არქივში იქნება. - ალ-ო @ 09:48, 14 სექტემბერი 2009 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებაძალიან გთხოვ ხევის შერწყმა გააკეთო, რადგან შენ უკეთესად შეძლებ. მადლობა.--ცანგალა (გ) 10:02, 18 სექტემბერი 2009 (UTC)
- გავაკეთებ, მაგრამ ტექნიკურად როგორ ხდება არ ვიცი. იქნებ ამიხსნა, დახმარებაში ვერ ვიპოვე. --გრიგოლ 10:20, 18 სექტემბერი 2009 (UTC)
- ინფორმაციები უნდა შეერთდეს თუ აკლია. და შემდეგ მეორე ტექსტს წასაშლელის თარგი ჩაესმება. (მე ასე ვიცი). --ცანგალა (გ) 10:45, 18 სექტემბერი 2009 (UTC)
- განხილვა:ხევი (ერთეული) - სანამ შეცვლი კვლავ გადახედე.--ცანგალა (გ) 10:49, 18 სექტემბერი 2009 (UTC)
- ინფორმაციები უნდა შეერთდეს თუ აკლია. და შემდეგ მეორე ტექსტს წასაშლელის თარგი ჩაესმება. (მე ასე ვიცი). --ცანგალა (გ) 10:45, 18 სექტემბერი 2009 (UTC)
- შერწყმის თარგი ამოვიღო?--ცანგალა (გ) 12:58, 18 სექტემბერი 2009 (UTC)
- დამავიწყდა, ამოვიღებ. --გრიგოლ 13:00, 18 სექტემბერი 2009 (UTC)
გრიგოლ. გამარჯობა, შენ სტატიების განეიტრალება კარგად იცი:) ქაქუცა ჩოლოყაშვილს ხომ ვერ მიხედავ? -- იორგი(საუბარი) 06:54, 19 სექტემბერი 2009 (UTC)
დიდი მადლობა. მნიშვნელოვანი სტატია არის და ამ დღეშია:)-- იორგი(საუბარი) 17:42, 21 სექტემბერი 2009 (UTC) მართალს ბრძანებ კურიოზია მაგრამ რატომღაც ვერ მოვიფიქრე დიდი მადლობა. აუცილებლად შევასწორებ. პატივისცემითSurprizi 17:25, 22 სექტემბერი 2009 (UTC)
გავასწორე. უბრალოდ გიგამ დამაჩქარა და ძალიანაც კარგი. ეს ხარვეზიც იმის ბრალია რომ ჩემამდელი თარგი მოუქნელი იყო და დამჩირდა რამოდენიმე ეკლესიაზე, მოქმედზე და უმოქმედოზე ერთდროულად მუშაობა, რომ გამეგო თუ როგორი უნდა ყოფილიყო თარგი ტაძრებისთვის. რავარც იქნა მორჩა და გალამაზდა. მადლობა შენიშვნისათვის.Surprizi 17:42, 22 სექტემბერი 2009 (UTC)
გაიხარე მადლობა.--ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 08:20, 23 სექტემბერი 2009 (UTC)
გრიგოლ, იქნებ პატარა მიხედო.--ცანგალა (გ) 22:16, 23 სექტემბერი 2009 (UTC)
- შევეცდები. როცა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სიახლეს ვკითხულობ, შემაქვს ხოლმე. მაგრამ ასეთი ორ-სამ დღეში ერთხელ თუ მოხდება. --გრიგოლ 22:29, 23 სექტემბერი 2009 (UTC)
- ძალიან გთხოვ, იქნებ თითო წინადადება მაინც ჩაწერო საერთაშორისო მნიშვნელობის. ინგლ.-დან თუ შემოიტან. ნუ დაიზარებ. ძალიან გთხოვ.--ცანგალა (გ) 22:43, 23 სექტემბერი 2009 (UTC)
რა საჭიროა საქართველოს ყველა ქედის ერთ კატეგორიაში თავმოყრა? ხომ არის გადანაწილებული მხარეების მიხედვით?--გიგა პასუხი 02:12, 24 სექტემბერი 2009 (UTC)
- მდინარეების, ტბების, ქალაქების, დაბების და სხვა შემთხვევებში ყოველთვის ასეა, ორივე კატეგორია ზის, მხარისაც და საქართველოსიც. რასაც შენ ამბობ ლოგიკურია, ოღონდ მაშინ ყველგან მაგ პრინციპით უნდა იყოს --გრიგოლ 03:07, 24 სექტემბერი 2009 (UTC)
- მდინარეები და მთები მაქვს გაკეთებული მხარეების მიხედვით. წესით მხარეების მიხედვით რომ იყოს ქედებისც და ა. შ. ამ შემთხვევაში საქართველოშიც არ არის საჭირო სტატიაში. როდესაც მხარე არ ვიცით იმ შემთხვევაში არის საქართველოში ჩასმული. და კიდევ არის საჭირო გაკეთდეს სტატია მაგ. საქართველოს მდინარეები და ქედები ჯერ ასეთი სტატიის შექმნის შემდეგ ამოვიღოთ. კატეგორია:საქართველოს ქედები ასეთი სტატიის შექმნაში დაგვეხმარება. --ცანგალა (გ) 10:07, 24 სექტემბერი 2009 (UTC)
- ანუ, მდინარეების, ტბების, ქედების, დაბების და მთების სტატიებში საკმარისია მხოლოდ მხარის კატეგორია? ხოლო თუ მხარე არ ვიცით, მაშინ საქართველოს. სწორად გავიგე? --გრიგოლ 13:15, 24 სექტემბერი 2009 (UTC)
- სწორედ გაიგე. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვაკეთებდი. აქვე დიდი მადლობა პორტალისთვის ახალი ამბები. კიდევ ერთხელ მადლობა.ცანგალა (გ) 22:31, 27 სექტემბერი 2009 (UTC)
26 სექტემბერი
რედაქტირებაარაფრის :)) --ბრუტ (გ) 12:13, 26 სექტემბერი 2009 (UTC)
- გამარჯობა 89.232.59.67 12:46, 27 სექტემბერი 2009 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებაგრიგოლ, სტატია საბურთალო ვაკე-საბურთალოს მუნიციპალიტეტი თუ გამგეობა, თუ რაიონი?--ცანგალა (გ) 21:03, 5 ოქტომბერი 2009 (UTC) ვაკე-საბურთალოს რაიონი. თბილისის შიდა დაყოფაში ვიყენებთ რაიონებს. --გრიგოლ 10:34, 6 ოქტომბერი 2009 (UTC) პასუხი დავტოვე თარგის გახილვაში Surprizi 19:51, 7 ოქტომბერი 2009 (UTC)
ლიტერატურის შესახებ
რედაქტირებასტატიაში (ზარზმის ფერისცვალების ხატი) წავიკითხე შენი ჩანაწერი
„მოცემული სტატიის დაწერისას გამოყენებულია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 4, გვერდი 485, თბილისი, 1979 წელი. მასში მოყვანილი ინფორმაცია შესაძლოა მოძველდა და განახლებას საჭიროებს.“
|
მე მაქვს ასეთი შეკითხვა:რამდენად აუცილებელია ჩანაწერის გაკეთება? ჩემი აზრით მკითხველისთვის ეს ისედაც ნათელია, როდესაც მითითებულია ქსე თავისი წელით. მაგ. ზოგჯერ მითითებული ლიტერატურა:
- ბრეგვაძე ნ., მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, თბ., 1969;
- ჩიტაია გ., ქსნური მთის გუთანი, «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5-6;
- ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორია, წგნ. 1, ტფ., 1930;
- ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960; - ესენი მოძველებული არ არის?-
უკეთესი არ იქნება რომ მივუთითოთ ახალი ლიტერატურა და ვებ-გვერდები. ცანგალა (გ) 22:32, 7 ოქტომბერი 2009 (UTC)
- ეს ტექსტი არ დამიწერია, მხოლოდ ქსე-ს თარგი ჩავსვი. მაშინ თარგში უნდა ჩასწორდეს, ან საერთოდ არ გვინდა ეს თარგი. --გრიგოლ 08:19, 8 ოქტომბერი 2009 (UTC)
მადლობა
რედაქტირებადიდი მადლობა ჩემი შეცდომები რომ სწორად გესმის. Surprizi 04:52, 10 ოქტომბერი 2009 (UTC)
დაარქივება
რედაქტირებაშექმენი სტატია: მომხმარებელი განხილვა: გრიგოლ /არქივი 1 . განხილვის გვერდის შიგთავს გაუკეთება კოპირება და გადაიტანე. შემდეგ ყველაფერი წაშალე. ნახე ჩემი განხილვის გვერდი. ყოველშემთხვევაში მე ასე ვაკეთებ. --ცანგალა (გ) 22:21, 9 ოქტომბერი 2009 (UTC)
განხილვის არქივი
რედაქტირებაძალიან მარტივია, შენი მომხმარებლის განხილვა:გრიგოლ "გადატანის" ღილაკით გადაიტანე მომხმარებლის განხილვა:გრიგოლ/არქივი 1–ზე. შემდეგ მომხმარებლის განხილვა:გრიგოლ–ში ჩასვი არქივის დაფა, გააკეთე ვთქვათამის მაგალითზე.
PS. თუ გინდა მე გადაგიტან:) --ბრუტ (გ) 16:33, 12 ოქტომბერი 2009 (UTC)