არჩეული

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

არჩეული[2]სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგვზიანის თემში (სოფლები: არჩეული, ნიგვზიანი, ჩანჩეთი, ხაჯალია). მდებარეობს მდინარე უჩაღალის ნაპირზე, ზღვის დონიდან 45 მ.

სოფელი
არჩეული

ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ნიგვზიანი
კოორდინატები 42°03′38″ ჩ. გ. 41°55′18″ ა. გ. / 42.06056° ჩ. გ. 41.92167° ა. გ. / 42.06056; 41.92167
ადრეული სახელები ჩიქვეთი, ებალაური
ცენტრის სიმაღლე 45
მოსახლეობა 352[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
არჩეული — საქართველო
არჩეული
არჩეული — გურიის მხარე
არჩეული

დღევანდელი სოფელი არჩეული მოიცავს ისტორიული სოფლების, ჩიქვეთისა და ებალაურის ტერიტორიას. სოფლები შედიოდნენ ჯურუყვეთის სასოფლო საზოგადოებაში. ებალაური შეტანილია 1911 და 1917 წლების კავკასიის კალენდარში. 1920 წელს ებალაური ხაჯალიასთან ერთად შევიდა ახალშექმნილ ნიგვზიანის თემში.[3]

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[4] 673
2002   391
2014   352

სოფელში მდებარეობს ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი. მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1950 წლის 18 იანვარს. მუზეუმში დაცულია 6 ათასამდე ექსპონატი, ეთნოგრაფიული, თეატრალური მასალები... ექსპონატები ინახება ასლების სახით, რადგანაც დედნები განადგურებულია, აქვე ინახება მწერლის საათი, დურბინდი, კალამი, მაგიდა, სკამი, ტახტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
  3. გურიის ერობის მოამბე N14 გვ.4 — 11 აპრილი 1920
  4. Кавказский календарь на 1912 год