ჩანჩეთი
სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
ჩანჩეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგვზიანის თემში (სოფლები: არჩეული, ნიგვზიანი, ჩანჩეთი, ხაჯალია). მდებარეობს გურიის ქედის ძირას, ზღვის დონიდან 120 მ. ნიგვზიანიდან 5 კმ., ლანჩხუთიდან 19 კმ. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ხის ეკლესია. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა.
სოფელი | |
---|---|
ჩანჩეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიგვზიანი |
კოორდინატები | 42°02′50″ ჩ. გ. 41°55′27″ ა. გ. / 42.04722° ჩ. გ. 41.92417° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 120 მ |
მოსახლეობა | 154[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 236 | ||
2014 | 154 |
გამოქვაბული
რედაქტირებამდინარე უკანღელის ხეობაში, ზღვის დონიდან 75 მ სიმაღლეზე არის გამოქვაბულების ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფი ქანების დაშლა-გამოფიტვის გამო თითქმის განადგურებულია, ხოლო მეორე ჯგუფის გამოქვაბულებში ასვლა უთოკოდ შეუძლებელია.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადა მწერალი და პოეტი გრიგოლ ცეცხლაძე. სოფელში დაკრძალულია მწერალი ეგნატე ნინოშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 81.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.