ხაჯალია

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ხაჯალიასოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგვზიანის თემში. სოფელში არის რკინიგზის სადგური, მოქმედებს საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა[2]

სოფელი
ხაჯალია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ნიგვზიანი
კოორდინატები 42°03′35″ ჩ. გ. 41°52′52″ ა. გ. / 42.05972° ჩ. გ. 41.88111° ა. გ. / 42.05972; 41.88111
დაარსდა 1871
ცენტრის სიმაღლე 40-120
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1018[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხაჯალია — საქართველო
ხაჯალია
ხაჯალია — გურიის მხარე
ხაჯალია

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარეების სვიანის და უსკუბანის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 40 მ., ლანჩხუთიდან 17 კმ., ნიგვზიანიდან 3 კმ. სოფლის დაბლობ ნაწილს თაღარა ჰქვია. გორაკ-ბორცვიან ზოლში გამოიყოფა ნასტეფნარის, წიაღუბნის და ჯიხანჯირის წყალგამყოფი სერები. მათ შორის მდებარეობს მდინარეების სვიანას, ფეხსაბანას და ხირხილას ხეობები. აღნიშნული მდინარეები მიეკუთვნებიან მდინარე ფიჩორის აუზს. სოფლის ტერიტორია აგებულია ნეოგენისა და მეოთხეულის დანალექი ქანებით.

სოფლის ტერიტორიის დიდი ნაწილი კოლხეთის დაბლობის ტყის და ანთროპოგენურ ლანდშაფტებს უჭირავს დამახასიათებელი ყვითელმიწა, ალუვიური და ტყის ყომრალი ნიადაგებით. პოლიდომინანტური ტყეები ძირითადად გვხვდება გორაკბორცვიან ზოლში. 1990-2003 წლებში ადგილი ჰქონდა ტყის მასობრივ გაჩეხვას, რის გამოც გაძლიერდა მეწყრული პროცესები.

სოფლის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. მიკროკლიმატური განსხვავება შეიმჩნევა სოფლის დაბლობ და გორაკბორცვიან ზოლს შორის. ზაფხული ზომიერად ცხელია, ზამთარი - თბილი. ნალექების საშუალო რაოდენობა 1800-2000 მმ-ია. უხვნალექიანი თვეა ოქტომბერი. მცირე ნალექებით გამოირჩევა მაისი. თოვლის საფარი არის მცირე და რამდენიმე დღის შემდეგ ქრება.

სასარგებლო წიაღისეული

რედაქტირება

სოფლის სასარგებლო წიაღისეული სიმდიდრეებით ღარიბია. მცირე რაოდენობით ამოდის ბუნებრივი აირი, რომელიც არ გამოიყენება. სოფელში არის წყალი, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებს. მდინარეებში მოიპოვება საკმაო რაოდენობით ღორჯო, კიბორჩხალა, ქაშაყი.

ხაჯალია გურიელების საბატონიშვილო მამულს წარმოადგენდა. შედიოდა ჯურუყვეთის სასოფლო საზოგადოებაში. სოფელში რკინიგზის სადგურის გაყვანამ გაზარდა სოფლის მოსახლეობის რაოდენობა. 1898 წელს სოფელში მოქმედებდა სამრევლო სკოლა.[3] 1920 წელს შეიქმნა ნიგვზიანის თემი, რომელშიც შევიდა სოფლები ებალაური და ხაჯალია.[4] სოფელი იყო დაფარული ბუჩქნარით, უვარგისი გზებით, იდგა ისლითა და ჭილით დაფარული ქოხები. სოფელში მოჰყავდათ ერთწლიანი კულტურები: სიმინდი, ლობიო, ბრინჯი, ღომი. საბჭოთა მმართველობის დროს სოფელში დაიწყო ტექნიკური კულტურების მოყვანა: ჩაი, ციტრუსები, ტუნგი.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 500
1911[6]   799
2002   1121
2014[1]   1018

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
  3. ცნობის ფურცელი N564, 21 ივნისი 1898 – გვ. 3
  4. გურიის ერობის მოამბე N14 გვ. 4 — 11 აპრილი 1920
  5. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 398.
  6. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 217.