ვიკიპედია:გვერდის წაშლა

ადმინისტრატორების ერთ-ერთი მოვალეობაა გვერდის წაშლა. გვერდი შეიძლება იქნეს წაშლილი, თუ იგი:

  • ვიკიპედიის წესს არღვევს (ძირითადად მხედველობაშია დახმარება:რა არ არის ვიკიპედია);
  • ცარიელია ან ქართულენოვან მკითხველთათვის მარტო ტრივიალური ინფორმაციის შემცველია;
  • არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს ვიკიპედიისთვის და მისი მკითხველთათვის;
  • ენციკლოპედიის ფორმატს არ შეესაბამება;
  • ვანდალიზმით არის ნაქმნი და არა აქვს სასარგებლო წინა ვერსიები;
  • შეიცავს მხოლოდ სარეკლამო ხასიათის მასალას და სხვა არაფერს;
  • არღვევს საავტორო უფლებებს (მაგალითად, პირდაპირ გადმოწერილია სხვა ვებ-გვერდიდან);
  • არ წერია სალიტერატურო ქართული ენით მეცნიერულ სტილში.

როცა წაშლილი გვერდი შეესაბამებოდა რომელიმე ზემოაღნიშნულ პირობას, გთხოვთ, ადმინისტრატორს არ მიმართოთ წაშლის მიზეზის კითხვით.

ბმულები, რომლებიც არაარსებულ გვერდზე მიუთითებს, წითლად არის შეფერილი. ცარიელი გვერდის შექმნა ასეთ ბმულებს ფერს უცვლის, რაც ვიკიპედიის წაკითხვას არასასიამოვნოს ხდის, რადგანაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოცემულ თემაზე სტატია არსებობს, მაგრამ იმ გვერდზე გადასვლა არავითარ ინფორმაციას არ იძლევა.

ადმინისტრატორთა საყურადღებოდ! — აშკარა ვანდალიზმის გარდა სხვა შემთხვევაში გვერდის შექმნისთანავე არ წაშალოთ გვერდები. იქნებ ვინმე მომხმარებელი წაშლის წინააღმდეგი იყოს და შემდეგ გვერდის აღდგენა მოითხოვოს. ამის თავიდან ასაცილებლად სასურველია ჯერ თარგი ჩასვათ და მინიმუმ ერთი კვირა დაიცადოთ.

წასაშლელი გვერდები

თუ იპოვეთ გვერდი, რომელიც თქვენი აზრით წასაშლელია, გვერდის თავში ჩასვით თარგი {{წასაშლელი}}. ამით მოცემული გვერდი შეიყვანება წასაშლელი გვერდების სიაში (კატეგორია:წასაშლელი გვერდები). გვერდის ისტორიაში წინასწარ შეამოწმეთ, წინა ვერსიები არსებობს თუ არა, და თუ არსებობს, რომელიმე წინა ვერსიას ჰქონდა თუ არა სასარგებლო შინაარსს, რომელიც უახლეს ვერსიაში აღარ არის.

თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ წასაშლელად შეფასებული გვერდი არ უნდა წაიშალოს ან ასეთ შეფასებაში თუ ეჭვი გეპარებათ, სტატიის განხილვის გვერდზე ჩაწერეთ თქვენი აზრი. მაშინვე არ მოხსნათ თარგი {{წასაშლელი}} და დაელოდეთ გამოხმაურებას სხვა მომხმარებლებისაგან.

წაშლის პროცესი

გვერდის წაშლის შემთხვევაში, გვერდის რედაქტირების ისტორია და წინა ვერსიებიც წაიშლება. გვერდის წაშლის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში (არ არის განსაზღვრული, ჩვეულებრივ ერთ თვეზე მეტია) შესაძლებელია წაშლილი გვერდის აღდგენა. გვერდის აღდგენა შეგიძლიათ მოითხოვოთ გვერდზე ვიკიპედია:გვერდის აღდგენა. მომხმარებლების მსჯელობის შემდეგ თუ გადაწყდა გვერდის აღდგენა, ადმინისტრატორი გვერდს აღადგენს.

როცა გვერდის წაშლაზე მომხმარებლებს შორის აზრთა სხვაობაა, განხილვის გვერდზე იხსნება კენჭისყრა. კენჭისყრა ჩვეულებრივ ორი კვირით იმართება და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია არანაკლებ 3 თვით ადრე და რომლის მიერ შეტანილი ცვლილება 100-ს აღემატება, შეუძლია მიიღოს მასში მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგის მიხედვით ადმინისტრატორები გადაწყვეტენ გვერდის წაშლას ან დატოვებას. ჩვეულებრივ, თუ ხმების 75%-ზე მეტი წაშლას უჭერს მხარს, გვერდი წაიშლება. კენჭისყრაზე თუ გადაწყდა გვერდის დატოვება, კენჭისყრიდან მინიმუმ სამი თვის განმავლობაში მისი წაშლის საკითხი არ განიხილება.

გვერდის წაშლაზე თუ კენჭისყრაა გახსნილი, გვერდზე ვიკიპედია:კენჭისყრა მიმდინარე გამოკითხვების სიაში დაამატოთ ბმული შესაბამის სექციაზე განხილვის გვერდზე. თუ გადაწყდა გვერდის წაშლა, განხილვის გვერდი გადაიტანეთ არქივში.

წაშლის ალტერნატივა

თუ გვერდის გაუმჯობესება შესაძლებელია, ეს უნდა განხორციელდეს რედაქტირებით, წაშლის ნაცვლად. არსებობს რამდენიმე თარგი, რომელიც სტატიის თავში ჩასმით ამგვარ პრობლემაზე მიუთითებს მკითხველს. მათგან ყველაზე გავრცელებულია შემდეგი:

იხილეთ აგრეთვე