ვიკიპედიის სახელმძღვანელოები
ქცევის წესები

ნუ ეცემით ახალბედებს · ეტიკეტი · განხილვის გვერდების მართვა · იყავით გაბედული · ვიკიპედია:რეზიუმე · მალსახმობი · კატეგორიზაცია

შინაარსის სახელმძღვანელოები

ლიტერატურის მითითება · სანდო წყაროები · ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს

რედაქტირების წესები

ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა · წყაროს მითითება

სტილის სახელმძღვანელო

სტილის სახელმძღვანელო


იხ. აგრეთვე დებულებები

ვიკიპედიის მოხალისე ავტორები მრავალი ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლები არიან. ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, ხედვები და გამოცდილება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან განხვავდება. ერთმანეთისადმი პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია ენციკლოპედიის განვითარებისათვის. ამ გვერდზე მოცემულია ეთიკისა და ქცევის ძირითადი პრინციპები „Wikiquette“. ძირითადი პრინციპები უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ გვერდზე — დებულებები და რეკომენდაციები.


ვიკიპედიის პრინციპების ეტიკეტი

  • ივარაუდე კეთილსინდისიერება. ვიკიპედიის შესამჩნევად კარგად ფუნქციონირება დაფუძნებულია რედაქტირების თითქმის სრული თავისუფლების პოლიტიკაზე. ავტორები მოდიან აქ თანამშრომლობისა და სასარგებლო სტატიების დასაწერად.
  • შეძლებისდაგვარად თავი აარიდე რევერტებსა და წაშლებს და დაიცავი სამი რევერტის წესი აშკარა ვანდალიზმის შემთხვევების გამონაკლისით. დაასაბუთე რევერტი რედაქტირების რეზიუმეს ველში.
  • იყავი თავაზიანი.
    • ადამიანები ვერ გხედავენ და არ იციან შენი ხასიათის შესახებ.

ირონია ყოველთვის არ არის აშკარა და პირდაპირი, საწყისი ტექსტი ადვილად შეიძლება უხეში ჩანდეს. ფრთხილად შეარჩიე სიტყვები, რადგან რასაც გულისხმობდი შეიძლება არ დაემთხვეს იმას რასაც სხვები ფიქრობენ.

  • დაამატე ხელმოწერა და თარიღი შენს პოსტებს განხილვის ფურცლებზე (არა სტატიებში!).
  • იმუშავე დებულებების და რეკომენდაციების გათვალისწინებით
  • არ გამოგრჩეს შეკითხვები.
    • თუ ვინმე არ ეთანხმება შენს ტექსტს, მოიყვანე მყარი არგუმენტები.
  • აღიარე აზრი, თუ არ გაქვს რაიმე საწინააღმდეგო; აგრეთვე აღიარე, როდესაც არ ეთანხმები ინტუიციით ან გემოვნებით.
    • არ განიხილო პოზიცია, რომელსაც სინამდვილეში თავად არ ემხრობი.
  • მზად იყავი ბოდიშის მოსახდელად.
    • ცოცხალ დისკუსიებში, ჩვენ ხშირად ვამბობთ ისეთ რაღაცეებს რაზეც შემდეგ ვფიქრობთ რომ არ უნდა გვეთქვა. აღიარე ეს.
  • აპატიე და დაივიწყე.
  • გესმოდეს საკუთარი მიკერძოებულობა და გაითვალისწინე იგი სხვებთან კამათისას.
  • შეაქე ვინმე, როცა საჭიროა. ყველას მოსწონს როდესაც დაფასებულია, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, რომელიც ხშირად მოითხოვს კომპრომისს. გამოხატე კეთილი დამოკიდებულება განხილვებისას, ან დაამატე ისინი ამ ჩამონათვალში Great editing in progress
  • წაშალე ან დასკვნა გააკეთე დასრულებულ დებატებზე რომელიც შენ წამოიწყე.
  • დაეხმარე აზრთა სხვადასხვაობის განხილვისას მხარეებს.
  • თუ თავაზიანი დისკუსია ჩიხში შევიდა, შეწყვიტე დისკუსია, ან ურჩიე მხარეებს შეწყვიტონ კამათი დროებით თუ ნეიტრალური ხარ.
    • დაბრუნდი ერთი-ორი კვირის შემდეგ. თუ არავინ შუამდგომლობს, და ფიქრობ ნეიტრალური მხარე საჭიროა დაიხმარე ვინმე.
    • გადაიტანე ყურადღება სხვა სტატიებზე, რომლებიც ესოდენ ბევრია, ამ მომენტისათვის ვიკიპედიაში 171 564 სტატიაა! ნახე Wikiproject ან WikiReader, ან გადახედე გვერდებს რომლებსაც ყურადღება და გაწმენდა სჭირდებათ. ან სულაც დაწერე ახალი სტატია.
  • გახსოვდეს რა არის ვიკიპედია და რა არა.
  • გადახედე გავრცელებული შეცდომების სიას.
  • იყავი ცივილური.

როგორ ავარიდოთ თავი განხილვის გვერდებზე უხეშ კომენტარს

ხალხი ამაყობს საკუთარი ნამუშევრითა და საკუთარი თვალთახედვით. რედაქტირებისას ადვილია სხვისი ეგოს შელახვა, მაგრამ განხილვის გვერდები არ არის საპასუხო შეტევის ადგილი. მათი დანიშნულება ეგოზე მიყენებული ზარალის „კომპენსაციაა“ თავაზიან ფორმებში და არა საკუთარი თვალსაზრისის ნებისმიერი სახით დაცვის მცდელობა.

რანდენიმე საკითხი რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

  • ვიკიპედიის სტატიები უნდა შეიცავდეს ყველა თვალსაზრისს თანაბრად (ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი). განხილვის გვერდები არ არის იმის ადგილი, თუ რომელი თვალსაზრისი არის სწორი ან უკეთესი. თუ ამის გაკეთება გსურთ, გამოიყენეთ ვებლოგი ან სხვა ვიკი.
  • თუ ვინმე არ გეთანხმებათ, ეს არ ნიშნავს რომ (1) მას სძულხართ, (2) ის თვლის რომ თქვენ უტვინო ხართ, (3) ან ის თავადაა უტვინო, (4) ის ბოროტია, და მისთ. როცა ვინმე ტოვებს მოსაზრებას, რომელიც სტატიისთვის პრაქტიკულად გამოსადეგი არ არის, უმჯობესია ის დატოვოთ უპასუხოდ.
  • ვიკიპედია გიწვევთ იყოთ გაბედული გვერდების რედაქტირებისას. დისკუსიის დაწყებამდე, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად აუცილებელია ამის განხილვა? ხომ არ ჯობია ჩავწერო რეზიუმეში რა შევცვლი და დავუტოვო ის სხვებს განსახილველად თუ მათ ეს მოისურვეს?
  • განხილვა ყოველთვის შეგიძლიათ გადაიტანოთ საკუთარ გვერდზე, თუ ის სტატიისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

რამდენიმე რჩევა თავაზიანი დისკუსიისთვის

  • ყოველთვის ნათლად ახსენით რა თვალსაზრისს იხილავთ, განსაკუთრებით როცა პასუხობთ.
    • ციტირება მიღებულია, თუმცა ჯობია დაწეროთ თქვენ როგორ გაიგეთ იგი. სანამ დაწერდეთ, რომ თქვენი ოპონენტი მცდარია, ივარაუდეთ, რომ შესაძლოა სწორად ვერ გაუგეთ მას.
  • ნუ მიაწერთ „იარლიყს“ ან პირადად ნუ შეუტევთ ხალხს და მათ ნამუშევარს!
    • ტერმინები, როგორიცაა „რასისტი“, „სექსისტი“ ან კიდევ „ცუდად დაწერილი“ ხალხს აღიზიანებს და აიძულებს მათ თავი დაიცვან. ეს შეუძლებელს ქმნის პროდუქტიულ მუშაობას.

სხვა რჩევები

  • იყავით გახსნილი და თბილი, ნუ ჩაიკეტებით.
  • კონცენტრაცია მოახდინეთ ენციკლოპედიის წერაზე და არა Usenet-ის სტილის დებატებზე,
  • შეამჩნიეთ და შეაქეთ საკუთესო ნამუშევარი, ნაშრომი, რომელიც დეტალურია, ფაქტუალურია, კარგად ინფორმირებული და წყაროებით დასაბუთებულია,
  • გაიგეთ რას ნიშნავს ნეიტრალურობა და რას მოითხოვს იგი, ვინაიდან ეს უმნიშვნელოვანესია პროექტის განვითარებისთვის,
  • მოეპყარით თქვენს ყველაზე აქტიურ, პროდუქტიულ თანარედაქტორებს ვიკიპედიაში პატივისცემით და კეთილგანწყობით,
  • მოიზიდეთ და პატივი ეცით კარგ ხალხს, რომელთაც ბევრი იციან და შეუძლიათ წერა ამ თემებზე კარგად, და
  • დაიცავით გვერდები ვანდალებისა და ვიკი-ანარქისტებისგან, რომ მათ რედაქტორების დრო ფუჭად არ გაფლანგონ.

ეთიკა რამდენიმე სიტყვით Kingturtle-სგან:

  • გამოიჩინეთ კეთილმოსურნეობა ახალბედების მიმართ (ძველების მიმართაც, და მათ მიმართ ვინც თქვენ არ მოგწონთ)
  • შექმენით და შეინარჩუნეთ მეგობრული ატმოსფერო
  • შეუშვირეთ მეორე ლოყა (ანუ თავი მოარიდეთ პოტენციურ რედაქტირების ომებს)
  • შეაქეთ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც თქვენ არ იცნობთ (ხალხის უმრავლესობას სურს იცოდეს, რომ ისინი საჭირონი არიან და მათი შრომა დაფასებულია
  • აპატიე.