ვიკიპედია:ვიკიპედია არ არის ლექსიკონი
ვიკიპედია — არ არის ლინგვისტური ლექსიკონი და სიტყვებისა და გამონათქვამების გამოყენების სახელმძღვანელო.
ჩვენი პროექტის მიზანია ენციკლოპედიის შექმნა. ვიკიპედია წარმოადგენს ენციკლოპედიას, რომლის სტატიები ეძღვნება პერსონალიებს, მატერიალურ ან გეოგრაფიულ ობიექტებს, ისტორიულ მოვლენებს, აბსტრაქტულ გაგებებს და სხვა, თუმცა არ მოიცავს ლინგვისტური და განმარტებითი ლექსიკონის სიტყვებსა და გამონათქვამებს.
მრავალრიცხოვანი ლინგვისტური ლექსიკონის შექმნა ფონდ ვიკიმედიის სხვა — ვიქსიკონის პროექტის ფარგლებში წარმოებს. ვიქსიკონი აერთიანებს გრამატიკულ, განმარტებით, ეტიმოლოგიურს, მრავალენოვან ლექსიკონებსა და თეზისებს.