ვიკიპედია:რედაქტირებების ომი

რედაქტირებების ომი იწყება მაშინ, როდესაც მომხმარებლები ვერ თანხმდებიან სტატიის საკითხზე და იწყებენ ერთმანეთის წვლილის გაუქმებას და გადაფარვას. ვიკიპედია არ მიესალმება რედაქტირებების ომს, რადგან ის ქმნის უფსკრულს მომხმარებლებს შორის. მოკამათე მხარეებმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს და ასე გადაჭრან კონფლიქტი. გარდა ამისა, მომხმარებელი, რედაქტირების ომში ჩაბმით საკუთარ თავს აყენებს ბლოკირების საშიშროების წინაშე.