ვიკიპედია:ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს
ამ გვერდზე აღწერილია ქართული ვიკიპედიის შინაარსის სახელმძღვანელო. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტი, რომლის დაცვასაც უნდა ცდილობდნენ რედაქტორები. უმჯობესია, განხილული იქნას იგი საღი აზრითა და ზოგიერთი გამონაკლისის არსებობის გათვალისწინებით. ამ გვერდის ნებისმიერი არსებითი რედაქტირება უნდა მოხდეს კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში. თუ საეჭვოა რედაქტირებისას შემოსატანი მასალა, გთხოვთ, თავდაპირველად განიხილოთ იგი განხილვის გვერდზე. |
ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს (განსაკუთრებით: ტექსტს, რუკებს, ხელოვნების ნიმუშებს და სხვა საჭირო სურათებს) ვიკიპედიაში. თუ ეს ვრცელი წყაროა, იქონიეთ მხედველობაში ვიკიწყარო. ვიკიწიგნები და პროექტი გუტენბერგი ასევე ალტერნატიული პროექტებია, სადაც პირველადი წყაროებიდან დოკუმენტაციის შეტანა შეგიძლიათ.
თავი მოარიდეთ ხელშეკრულებების, ტრაქტატების, პრეს-რელიზების, სახალხო სიტყვების და ვრცელი ციტატების შემოტანას. ტრაქტატის სტატიაში, მაგალითად, შეაჯამეთ ეს ტრაქტატი და შემდეგ მიუთითეთ გარე ბმული (ან თუ ტრაქტატი ვიკიწყაროშია, ინტერვიკი ბმული) ფაქტიურ დოკუმენტზე. მცირე წყაროები და ნიმუშები სტატიებში მისაღებია. ზოგიერთი მცირე ზომის ტექსტი, როგორიცაა მოკლე პოემები და ეროვნული ჰიმნები როგორც წესი ჩასმულია მათ სტატიებში (მაგ. საქართველოს ჰიმნი).
ვიკიწყაროში არსებობს სპეციალური საცავი ზოგიერთი სახის პირველადი წყაროს ტექსტებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, კონსტიტუციები და სახელმწიფო ჰიმნები, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს თარგმანებსაც მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულზეც.