ვაჭევი
ვაჭევი — სოფელი საქართველოში (იმერეთის მხარე), ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ვაჭევი, მელუშეეთი, ღვითორი, ჯოლხეეთი).
სოფელი | |
---|---|
ვაჭევი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვაჭევი |
კოორდინატები | 42°18′54″ ჩ. გ. 43°12′10″ ა. გ. / 42.31500° ჩ. გ. 43.20278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 840 მ |
მოსახლეობა | 324[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდ. კაცხურასა და ღვითორს (ყვირილის აუზი) შორის, ზღვის დონიდან 840 მ-ზე, ჭიათურიდან 19 კმ-ში.
ისტორია
რედაქტირებასოფელი წერილობით წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის I ნახევრის ერთ სიგელში, როგორც ნასოფლარი. XVII-XVIII საუკუნეებში კაცხის მონასტრის საკუთრებაა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 324 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 679 | 350 | 329 |
2014[1] | 324 | 162 | 162 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფლის მიდამოებში მდებარეობს რამდენიმე ბუნებრივი მღვიმე: უნდოკლდის, ვარსინის (ვაჭევის), ვარხმელის (კოკოზოურის), ხერგულისკლდის (გულგულისკლდის). უნდო კლდისა და ხერგულის კლდის მღვიმეებში აღმოჩენილია ქვის ხანის (ზედა და შუა პალეოლითის) ადამიანთა სადგომები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 216.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვ., ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017. — გვ. 10.
- ლეჟავა ზ., წიქარიშვილი კ., დვალაშვილი გ., თუშაბრამიშვილი ნ., ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები, თბ., 2016. — გვ. 39, 40, 77-78, 94-95.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II