კაცხურა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
კაცხურა — მდინარე საქართველოში, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავე აქვს ზღვის დონიდან 1160 მ. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ყვირილას. სიგრძე 13 კმ, აუზის ფართობი 31 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. ზაფხულ-შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,9 მ³/წმ.
კაცხურა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
სათავე |
რაჭის ქედი 42°20′07″ ჩ. გ. 43°11′58″ ა. გ. / 42.335528° ჩ. გ. 43.199528° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1160 მ |
შესართავი |
ყვირილა 42°13′48″ ჩ. გ. 43°11′18″ ა. გ. / 42.230139° ჩ. გ. 43.188528° ა. გ. |
სიგრძე | 13 კმ |
აუზის ფართობი | 31 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0,9 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 580.