ვარსინის მღვიმე
ვარსინის მღვიმე, ვაჭევის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევში, იმერეთის მაღლობზე, ზღვის დონიდან 740 მეტრზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ სქელშრეებრივ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი იხსნება კაცხურის ხეობის ფსკერისპირა ზოლის მარცხენა ფერდობზე, 0,5 მეტრი სიმაღლის ხვრელის სახით.
ვარსინის მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 740 მ |
სიგრძე | 960 მ |
მოცულობა | 0,0056 მლნ. მ³ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
მღვიმე დერეფნული ტიპისაა, აქვს სუბჰორიზონტული ფსკერი და ცალკეული დარბაზული გაფართოებები. მთელ მანძილზე ნგრევის შედეგად წარმოქმნილი უხვი მასალაა დაგროვებული. გაედინება ნაკადული, რომელიც შესასვლელთან ნაზავ მასალაში იფილტრება. მღიმის ჯამური სიგრძე 960 მეტრია, ფსკერის ფართობი — 1400 მ², მოცულობა — 5600 მ². მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა 9 °C-მდე ადის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 180.
- ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009
- „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 41.