პორტალი:შიდა ქართლი
ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა
გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება
შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით — არაგვით, ჩრდილოეთით — კავკასიონით, დასავლეთით — ლიხის ქედით, სამხრეთით — თრიალეთის ქედით. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. (…სრულად)
სამთავისის ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც დგას სოფელ სამთავისში (კასპის მუნიციპალიტეტი). ტაძრის აღმშენებელი იყო ილარიონ ძე ვაჩე ყანჩაელისა, სამთავნელი ეპისკოპოსი, რომელიც მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში. ერთ-ერთ წარწერაში, რომელიც თავის დროზე გამოაქვეყნა თ. ჟორდანიამ (წარწერიანი ქვა ახლა დაკარგულია), მითითებული იყო ძეგლის აშენების თარიღი - 1030. დროთა განმავლობაში ძეგლი ძლიერ დაზიანდა. გადარჩა მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებს კარიბჭეები აკლია, დასავლეთის ფასადი აღადგინეს XV საუკუნეში, მას შემდეგ გუმბათის ყელი ჩამოიქცა და შენობის დასავლეთი მხარე გადაანგრია. (...სრულად)
გორის მუნიციპალიტეტი - კასპის მუნიციპალიტეტი - ქარელის მუნიციპალიტეტი - ხაშურის მუნიციპალიტეტი - ჯავის მუნიციპალიტეტი
შიდა ქართლი - რუსეთ-საქართველოს ომი (2008) - სურამელები - ურბნისისა და რუისის ეპარქია - ვაყის დედაღვთისა - ლუბრუმის ღვთისმშობლის ეკლესია - ტირიფონის ვაკე - ტირიფონის არხი ...
- ...თამარ მეფის 4 ფრესკიდან ერთ-ერთი ყინწვისის მონასტერშია შემონახული...
- ...ისტორიული „გზა დვალეთისა“ გადიოდა ნარას ხეობაზე (ისტორიულ დვალეთში), რომელიც შიდა ქართლს ჩრდილოეთ კავკასიასთან აკავშირებდა...
- ...ასურელი მამებიდან სამი შიდა ქართლში მოღვაწეობდა: პიროს ბრეთელი, ისიდორე სამთავნელი და მიქაელ ულუმბოელი...
- ...XII საუკუნის ცნობილი დიპლომატი ქალი ხუაშაქ ცოქალი სურამელთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო...
- ...გიორგი II-ის მეფედ კურთხევა რუისის ტაძარში გაიმართა...