პორტალი:სამეგრელო

CoA of the Most Serene Prince Dadian of MingreliaCoA of the Most Serene Prince Dadian of MingreliaCoA of the Most Serene Prince Dadian of MingreliaCoA of the Most Serene Prince Dadian of Mingrelia
Null
₪₪₪₪₪₪₪₪₪ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამეგრელოს პორტალზე ₪₪₪₪₪₪₪₪₪
რედაქტირება ბედინერი ორდას თქვანი კუჩხი სამარგალოშ პორტალს!

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში. XVII საუკუნიდან აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.



სრულად სამეგრელო...
₪₪₪
₪ რჩეული სტატია₪
₪₪₪
რედაქტირება გიშნაგორა სტატია

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, სადაც მდებარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალი, გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. ზოგიერთი ხე ბაღში 200 წლისაა და მთელს ევრაზიის კონტინენტზე ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს.

იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავის, ვ. მირზანაშვილის, ბოროზდინის, ი. გოგიასა და სხვათა ცნობით, როდელას დავით დადიანმა მიიღო მამის, სამეგრელოს მთავრის ლევან V-გან ხელისუფლება 1840 წელს – სამთავროს მართვასთან ერთად ხელი მოჰკიდა დეკორატიული ბაღის მშენებლობას. იმავე წელს მან შემოღობა სასახლის გარშემო მდებარე ტყის ნაწილი, რომელიც მიჩნეულ იქნა სასახლის ბაღად და დააწესა სპეციალისტ მებაღეთა მუდმივი შტატები.

მალე ბაღისადმი ზრუნვა და მისი მართვა–გამგეობა დავითმა ჩააბარა თავის მეუღლეს ეკატერინე ჭავჭავაძე–დადიანს. ეკატერინემ უდიდესი სიყვარულითა და ენთუზიაზმით მოკიდა ხელი ამ მეტად კეთილშობილურ საშვილიშვილო საქმეს და შექნმა ულამაზესი ეგზოტიკური სახეობებით მდიდარი ბაღი. ამის შემდეგ იონა მეუნარგია აღნიშნავს: ,,მისსავე (იგულისხმება ეკატერინე ჭავჭავაძე) პირად შრომას უნდა უმადლოდეს თავის არსებობას ამიერკავკასიაში არსებულ ბაღებს შორის ყველაზე საუკეთესო – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.გამოეწერა ამისათვის საჭირო თესლეული და ხეების ნერგები მეფის ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან და მართლაც გააშენა ისეთი ბაღი, რომლის ბადალიც არ მოიპოვება კავკასიაში". (სრულად...)
₪₪₪
₪რჩეული ბიოგრაფია ₪
₪₪₪
რედაქტირება გიშნაგორა ბიოგრაფია

ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ხიბულა, წალენჯიხის რაიონი), მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1993).


დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:

  • პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
  • მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები. (სრულად...)

₪₪₪
₪ გეოგრაფია₪
₪₪₪
რედაქტირება გეოგრაფია
₪₪₪
₪ კულტურა ₪
₪₪₪
რედაქტირება კულტურა

მუზეუმები:

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი • მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი  • არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმი • თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმი  • ნოქალაქევის არქოლოგიური მუზეუმი  • ჟიული შარტავას მუზეუმი • სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი • ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი  • ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი • წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი • ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი (ხობი) • ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი • იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი

₪₪₪
₪ იცოდით, რომ.. ₪
₪₪₪
რედაქტირება გიჩქუდესო, ნამჷ-და;
  • სამეგრელოში აღრიცხულია 2441 დიდი და მცირე მდინარე, რომელთა საერთო სირგძე 5191 კმ–ს შეადგენს.
  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულია 94 სახეობის მერქნიანი მცენარე, რომელნიც მიეკუთვნებიან 45 ოჯახსა და 57 გვარს. ხეები წარმოდგენილია 74 სახეობით, ბუჩქები –17, ხვიარები – 3.
  • რუხი
    დასავლეთ საქართველოს ერთი უძველესი ქალაქი,რომელიც მდინარე ენგურის ნაპირზე იყო გაშენებული.
  • ლუგელას - სამკურნალო ჩვენებებია ტუბერკულოზი, ლულოვანი ძვლების მოტეხილობა, რაქიტი, ალეგიული დაავადებები, სისხლის შედედების დაქვეითება და სხვა. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ დამუშავებულია "ლუგელას" მინერალური წყლისაგან კბილის პასტის მიღების ტექნოლოგია. იგი დიდი წარმატებით გამოიყენება აგრეთვე მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში. წყლისაგან მიღებული მაღალი კონცენტრაციის ხსნარი, როგორც სიცივის გადამტანი აგენტი, წარმატებით გამოიყენება სამაცივრო დანადგარებში.
  • წიფურია - შუა საუკუნეების სავაჭრო-ისტორიული პუნქტი კათოლიკე მისიონერთა საქმიანობის ცენტრიც იყო. გარკვეულ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ არქანჯელო ლამბერტი, ჯუზეპე ჯუდიჩე, კრისტოფორო დე კასტელი და სხვა.
  • ლევან II დადიანმა ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვარის მონასტერი და მისი რესტავრირებისათვის საჭირო თანხებიც გაიღო, მანვე რუსთაველის უკვდავი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც ამჟამად პოემის ძველეს თარიღიან ხელნაწერს წარმოადგენს, მამუკა თავაქალაშვილსვე გადააწერინა მან "უთრუთიან–საამიანი". ლევანის მეცენატობით არაერთი სხვა კულტურული ღონისძიება გატარდა.
₪₪₪
₪ კატეგორიები ₪
₪₪₪
რედაქტირება კატეგორიეფი
₪₪₪
₪ ახალი სტატიები₪
₪₪₪
რედაქტირება ახალი სტატიეფი
₪₪₪
₪ რჩეული სურათი ₪
₪₪₪
რედაქტირება გიშნაგორა ფოტოსურათი
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი (ავტ. პაატა ვარდანაშვილი)

₪₪₪
₪ გამოჩენილი მეგრელები ₪
₪₪₪
რედაქტირება გიშარჩქინელი მარგალეფი
დადიანები:

ანდრია დადიანი «» ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი «» ბედან დადიანი «» ბეჟან I დადიანი «» ბედან ჯუანშერის ძე დადიანი «» გიორგი I დადიანი «» გიორგი III დადიანი «» გრიგოლ დადიანი «» გრიგოლ დადიანი (პოეტი) «» დავით დადიანი «» ვამეყ III დადიანი «» ვარდან დადიანი «» კაცია I დადიანი «» კაცია II დადიანი «» კონსტანტინე დადიანი «» ლევან I დადიანი «» ლევან II დადიანი «» ლევან III დადიანი «» ლევან IV დადიანი «» ლევან V დადიანი «» მამია I დადიანი «» მამია II დადიანი «» მამია III დადიანი «» მამია IV დადიანი «» მანუჩარ I დადიანი «» მანუჩარ II დადიანი «» ნიკო დადიანი (ისტორიკოსი) «» ნიკო დადიანი «» ნიკოლოზ დადიანი «» ოტია დადიანი «» სამსონ დადიანი «» შალვა დადიანი «» ცოტნე დადიანი «»



გურამ აბსანძე «» შოთა აკობია «» ნანა ალექსანდრია «» ირაკლი ანთელავა «» ნიკოლოზ ანთელავა «» გიორგი ანჯაფარიძე «» ვლადიმერ ბაბილუა «» ლავრენტი ბერია «» ხუტა ბერულავა «» დათუა ბისკაია «» ლეონიდე ბოკერია «» აკაკი ბუკია «» ნესტორ გაბილაია «» ვიქტორ გაბესკირია «» რომან გამსახურდია «» ზაზა გოროზია «» სამსონ დადიანი «» თეოფანე დავითაია «» ნიკოლოზ ესაკია «» კირილე ვეკუა «» ანა კუცია-ჩოჩია «» შოთა მესხია «» იონა მეუნარგია «» პეპუ მეუნარგია «» უტუ მიქავა «» კალისტრატე სალია «» აბესალომ ტუღუში «» ანდრია ღვამიჩავა «» ამირან ფანცულია «» არჩილ ფანცხავა «» იაკობ ფანცხავა «» ბიძინა ფარცვანია «» აკაკი ფაღავა «» ირაკლი ფაღავა «» კონსტანტინე ფაღავა «» სპირიდონ ფაღავა «» ბუდუ ფაჩულია «» ეგნატე ფიფია «» ვახტანგ ფიფია «» არსენ ფოჩხუა «» კორნელი ქაცარავა «» ბესარიონ ქებურია «» ვენორი ქვაჩახია «» გიორგი ქობულია «» როდიონ ქორქია «» ეკატერინე შაკისბაია «» ვარლამ შამათავა «» პეტრე შამათავა «» რემა შელეგია «» ნიკოლოზ შენგელაია «» გრიგოლ შენგელია «» ალეკო შენგელია «» აპოლონ შეროზია «» ალექსი შუშანია «» სიმონ ჩიქოვანი «» ალექსანდრე ჩოჩია «» გიორგი ცანავა «» პეტრე ჭარაია «» ტერენტი ჭანტურია «» ანდრო ჭილაია «» სერგი ჭილაია «» ხასან ხარაზია «» გერმანე ხარებავა «» შოთა ხაჯალია «» ბიძინა ხუბუტია «»

₪₪₪
₪ ახალი ამბები ₪
₪₪₪
რედაქტირება ახალი ამბეეფი
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში 18-20 აგვისტოს ნოქალაქევის საერთაშორისო ექსპედიციამ, პროფესორ დავით ლომიტაშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა დაზვერვითი გათხრები, ამოღებულ იქნა ელინისტური ხანის ქვევრსამარხები.
  • ფოთის რკინიგზის სადგურის უფროსი და მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს[1]
  • ევროპის პირველობაზე ფოთელმა მოკრივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [2]
  • ჩხოროწყუში გრძელდება დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა[3]
  • ქალაქ ფოთში პლაჟის ფეხბურთში გამარჯვებულები გამოვლინდნენ [4]
  • 16 აგვისტოს წალენჯიხას ეწვივნენ თანამედროვე ესტრადის ცნობილი სახეები, ყოფილი ჯეოსტარელები და ვარსკვლავების აკადემიის სტუდენტები. კონცერტი გაიმართა ღია ცის ქვეშ ტერენტი გრანელის სახელობის ცენტრალურ პარკში[5]
  • 8 აგვისტოს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დაკვეთით გამოშვებულ იქნა რუსული ოკუპაციის წლისთავისადმი მიძღვნილი გაზეთის „სამშობლოსათვის იცოცხლეს“ სპეციალური ნომერი.[6]
  • 25 ივლისს ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალში ბრიტანულ-ქართულ მუდმივმოქმედ არქეოლოგიურ ექსპედიციას ეწვია ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი, რომელსაც მეგზურობას უწევდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა კილასონია და ნოქალაქევის არქელოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი დავით ლომიტაშვილი.
₪₪₪
₪ დასაწერი სტატიები ₪
₪₪₪
რედაქტირება ოჭარალი სტატიეფი

პიროვნებები: სამსონ დადიანიალექსი შუშანიარომან გამსახურდიაჯანსულ ღვინჯილიაანდრია ღვამიჩავაამირან ფანცულიაარჩილ ფანცხავაიაკობ ფანცხავაბიძინა ფარცვანიაირაკლი ფაღავაკონსტანტინე ფაღავასპირიდონ ფაღავაბუდუ ფაჩულიავახტანგ ფიფიაარსენ ფოჩხუაკორნელი ქაცარავავენორი ქვაჩახიაგიორგი ქობულიაოთარ ქორქიაეკატერინე შაკისბაიაშამათავა ვარლამპეტრე შამათავაგრიგოლ შენგელიააპოლონ შეროზიაბიძინა ხუბუტიაგიორგი ცანავასერგი ჭილაიალევან ხაინდრავახასან ხარაზიაგერმანე ხარებავაშოთა ხაჯალია


₪₪₪
₪ ციტატები ₪
₪₪₪
რედაქტირება ციტატეფი
  • სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა...მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც. - ილია ჭავჭავაძე
სამეგრელო – მურმან არდია, ჭიჭიკო ჯანელიძე, თბილისი–ზუგდიდი, 1999წ. გვ.1


  • არც ერთი ერი პატივს არა სცემს მიწათმოქმედებას, როგორც მეგრელები. სხვაგან ყოველგან მიწის მუშაობას ეტანებიან მხოლოდ დაბალი ხალხი და ხეპრე გლეხები. სამეგრელოში კი რაც უნდა დიდი გვარის კაცი იყოს თვითონ მუშაობს თავის ყანებში და მოჰყავს თავისი საზრდო. ეს საქმე სათაკილოდ როდი მიაჩნიათ. (არქანჯელო ლამბერტი)
გაზ. ილორი №16, 26 მაისი, 2009 წ, გვ 7
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: