მთავარი მენიუს გახსნა

მიქაელ ულუმბოელიVI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 18 ივნისი (1 ივლისი)). დააარსა ქართლში ულუმბის მონასტერი, დასაფლავებულია იქვე.

მიქაელ ულუმბოელი
Mikhael Ulumboeli.JPG
მიქაელ ულუმბოელის ფრესკა ანანურის ტაძარში
დაიბადა სირია
ხსენების დღე 1 ივლისი
მოღვაწეობა ბერ-მონაზვნობა

ცხოვრებარედაქტირება

ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. ზედაზნიდან საქადაგებლად წმინდა მიქაელ ულუმბოელი დაემკვიდრა სოფელ ულუმბოს ახლოს, სადაც მდინარე ალისწყალთან ააშენა მონასტერი. მონასტერი არაერთხელ გამხდარა შემოსევის საგანი, რის გამოც მიქაელ ულუმბოელის ცხოვრების ამსახველი წერილობითი წყაროები დაკარგულია.

აღსრულების შემდეგ ღირსი მამა მის მიერვე აშენებულ მონასტერში დაკრძალეს.

ხსენების დღერედაქტირება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პიროს ბრეთელის ხსენების დღეს 1 ივლისს [ძვ. სტ. 18 ივნისი] აღნიშნავს.

ლიტერატურარედაქტირება

  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 25, თბ., 1984 წელი.
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 147