სურამის ლესია უკრაინკას მუზეუმი

ლესია უკრაინკას მუზეუმი — მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში. მუზეუმი განთავსებულია სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლში, მუზეუმის ფონდებში დაცულია ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი იყო გიორგი ლეონიძე. მუზეუმის წინ აღმართულია თამარ აბაკელიას მიერ შესრულებული ლესია უკრაინკას ძეგლი.

სურამის ლესია უკრაინკას მუზეუმი
42°01′00″ ჩ. გ. 43°33′00″ ა. გ. / 42.01667° ჩ. გ. 43.55000° ა. გ. / 42.01667; 43.55000
დაარსდა 1952 წ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, ხაშურის მუნიციპალიტეტი, სურამი, დავით გურამიშვილის ქ. 2
სტატუსი ააიპ
ექსპონატი 433
კლასიფიკაცია მემორიალური
დირექტორი ლია სადრაძე
Map

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. გოგოლაძე, ხაშურის რაიონი, გზამკვლევი, თბ., 1970 წ.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ. 5. თბ., 1990

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება