მოგესალმებით გერმანიის პორტალზე!

 
ადგილმდებარეობა რუკაზე

გერმანია ფედერაციული რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია ფედერალური პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურად ითვლება. მთავრობის საქმიანობას ხელმძღვანელობს კანცლერი. გერმანია მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდები..

გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში.

ხატულა რჩეული სტატია
Im Westen nichts Neues პირველი გამოცემის გარეკანი
Im Westen nichts Neues პირველი გამოცემის გარეკანი

"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" (Im Westen nichts Neues) არის ერიხ მარია რემარკის პირველი პოპულარული რომანი პირველი მსოფლიო ომის შესახებ, დაწერილი 1929 წელს. თარგმნილია 26 ენაზე და 2.5 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. 1930 წელს მოხდა მისი ეკრანიზაცია და ფილმი ოსკარით დაჯილდოვდა. რომანის მეორე ეკრანიზაცია კი 1976 წელს შეიქმნა.


"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" აღწერს უბრალო ჯარისკაცის თვალით დანახულ პირველი მსოფლიო ომის საშინელებებს. რემარკი თავად იყო ომის ვეტერანი, იგი იბრძოდა 1917 წლიდან ომის ბოლომდე და არაერთხელ იყო დაჭრილი. ეს რომანიც, როგორც მისი რამდენიმე მომდევნო რომანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.

რომანის მთავარი გმირი პაულ ბოიმერი 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში. ყაზარმაში რამდენიმე კვირიანი წვრთნის შემდეგ იგი და მისი რამდენიმე მეგობარი გადაისროლეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც იგი უამხანაგდება მასზე უფროს და გამოცდილ ჯარისკაცს კატჩინსკის, რომელიც ახალბედა პაულს და მის მეგობრებს ეხმარება რთულ სიტუაციებში და ასწავლის ფრონტზე ცხოვრებას. რომანში კარგადაა აღწერილი მათი მჭიდრო მეგობრობა.


არქივი•სრულად...
ხატულა შემთხვევითი სტატია

პორტა ნიგრა (ლათინურიდან ითარგმნება როგორც შავი კარიბჭე) რომაელთა დროიდან შემორჩენილი ქალაქის კარი. პორტა ნიგრა მიეკუთვნება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს, იუნესკო იცავს და არის ქალაქ ტრირის სიმბოლო. სახელი Porta Nigra შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს. ქალაქის ტრირის ამ კარს ადრე სხვა სახელი ჰქონდა Porta Martis (მარსის კარი) ტრირელები პორტა ნიგრას უბრალოდ პორტა უწოდებენ.

ქალაქის კარიბჭე ჩვენი წელთაღრიცხვის 180 წელს აუგიათ როგორც ქალაქ ავგუსტა ტრევერორუმი (ავგუსტუსის ქალაქი ტრევერელთა მხარეში) დღევანდელი ტრირის ჩრდილოეთი მისასვლელი.

სამეცნიერო ლიტერატურაში მოიპოვება ცნობები პორტა ნიგრას III და IV საუკუნეში აგების შესახებ, შესაბამისად ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კარიბჭე ისევე ძველი შეძლება იყოს, როგორც ქალაქის რომაული კედელი ჯერ არავის უარუყვია. ძველი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე კარიბჭის ეს სახელი — პორტა ნიგრა შუა საუკუნეებიდანაა დამოწმებული და უნდა უკავშირდებოდეს მისსავე მუქ, ზოგჯერ მოშავო ფერს. ეს ფერი ქვიშაქვისგან ანაგებ კარს დროთა განმავლობაში უნდა დაეკრა სიძველის გამო. როგორც პორტა ნიგრას, ასევე პორტა მარტის სახელით მოიხსენიება 12–ე საუკუნის ძეგლში, რომელსაც გესტა ტრევერერუმი ჰქვია.

სრულად...
ხატულა რჩეული პიროვნება
კარლ გუცკოვი
კარლ გუცკოვი

კარლ ფერდინანდ გუცკოვი, გუცკო (გერმ. Karl Ferdinand Gutzkow ) (დ. 17 მარტი, 1811, ბერლინი — გ. 16 დეკემბერი, 1878, ზაქსენჰაუზენი) — გერმანელი მწერალი და დრამატურგი, XIX საუკუნის შუა წლების ლიტერატურული მოძრაობის "ახალგაზრდა გერმანია" აქტიური წევრი.

გუცკოვი ხელმოკლე ოჯახში გაიზარდა: მამამისი სამშენებლო მუშა იყო. ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა, სადაც ჰეგელისა და შლაიერმახერის ლექციებს ისმენდა. მოგვიანებით ჰაიდელბერგსა და მიუნხენში სწავლობს. 1838-42 წლებში ჟურნალის "ტელეგრაფ ფიურ დოიჩლანდ" რედაქტორია, რომელშიც ასევე მონაწილებდნენ ფრიდრიხ ჰებელი, გეორგ ჰერვეგი, ფრიდრიხ ენგელსი. 1841 წელს პირველად იმოგზაურა პარიზში, სადაც ჟორჟ სანდი გაიცნო.


არქივისრულად...
ხატულა ისტორიული მოვლენა
ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინში.
ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინში.

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

ინგლისური სიტყვა "holocaust" გამოყენებული ლათინური ბიბლიიდან, ხოლო მასში ეს სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები. ნიშნავს "სრულად დაწვას". ინგლისური ტერმინი "holocaust" დღევანდელი მნიშვნელობით იხმარება 1910-იანი წლებიდან.

არქივისრულად...
ხატულა გერმანიის გეოგრაფია
ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland
ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი
Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland
ფედერალური ქალაქი ბონი (გერმ. Bundesstadt Bonn) მდებარეობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სამხრეთში, მდინარე რაინის ორივე სანაპიროზე. ქალაქი რომაელებმა დააარსეს 2000 წლის წინ და ის გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მე-18 საუკუნის ბოლომდე ბონი კელნელი კურფიურსტების რეზიდენცია იყო. სწორედ აქ დაიბადა 1770 წელს დიდი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტი მე-19 საუკუნის განმავლობაში გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უმაღლეს სასწავლებლად იქცა.

ბონში ბევრი მნიშვნელოვანი მუზეუმია. ავსტრიელი არქიტექტორი გუსტავ პაიხელის მიერ აგებულ შენობაში 1992 წელს გახსნილი გერმანიის ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი (Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland - „Bundeskunsthalle“) და 1994 წ. „გაერთიანების“ კანცლერის - ჰელმუტ კოლის მიერ გახსნილი გერმანიის ისტორიის სახლი (Haus der Geschichte) დაარსების დღიდან ქვეყნის ათ ყველაზე ხალხმრავალ მუზეუმთა სიაში შევიდა. ყოველი მათგანი წლიურად 500 000-ზე მეტ მნახველს იზიდავს.


არქივისრულად...
ხატულა გერმანიის კულტურა

დრეზდენის ოპერის თეატრი – ზემპერის ოპერა, ოფიციალური სახელი საქსონიის სახელმწიფო ოპერა დრეზდენში (გერმ. Semperoper, ოფიციალური სახელი Sächsische Staatsoper Dresden) – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ოპერის თეატრი, მდებარეობს დრეზდენში, გერმანია.

შენობა დრეზდენის ბაროკოს არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება; მდებარეობს თეატრის მოედანზე ცენტრალურ დრეზდენში მდ. ელბას სანაპიროზე. პორტალის თავზე პანტერებშებმული ქარიოტი დგას დიონისეს ქანდაკებით. შენობის ინტერიერზე იმ დროის განთქმული არქიტექტორი იოჰანეს შილინგი მუშაობდა. პორტალის მონუმენტებზე გამოსახულია უდიდესი ხელოვანები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ფრიდრიხ შილერი, უილიამ შექსპირი, სოფოკლე, მოლიერი და ევრიპიდე.

არქივი / სრულად...
ხატულა პერსონალიები

ერნსტ აბე| იოჰან კრისტოფ ადელუნგი| კონრად ადენაუერი| ალფრედ აინშტაინი| ადოლფ აიხმანი| დიტერ აკერი| იოზეფ ალბერსი| ალბერტ ვილჰელმ ჰაინრიხ პრუსიელი| თეო ალბრეხტი| კარლ ალბრეხტი| ფრანცისკა ვან ალმზიკი| ალოის ალცჰაიმერი| ანტონ ფონ შაუმბურგი| ჰანს-იურგენ ფონ არნიმი| იულიუს ასფალგი| ლუდვიგ ახიმ ფონ არნიმი| ვოლტერ ბაადე| მაქსიმილიან ფონ ბადენი| მიხაელ ბალაკი| ჰერმან ბალკი| გუსტავ ბაუერი| მარიამ ბაუერი| პინა ბაუში| იოჰან სებასტიან ბახი| ავგუსტ ბებელი| მაქს ბეზელი| თეობალდ ფონ ბეთმან ჰოლვეგი| ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი| ფრანც ბეკენბაუერი| ბორის ბეკერი| ლუდვიგ ბეკი| ბენედიქტე XVI| გოტლობ ბერგერი| საბინა ბერგმან-პოლი| ბერთოლდი (ბადენი)| ედუარდ ფონ ბიომ-ერმოლი| ოტო ფონ ბისმარკი| ბერნჰარდ ფონ ბიულოვი| ფედორ ფონ ბოკი| გერდა ბორმანი| მარტინ ბორმანი| მაქს ბორნი| ლუიტგარდ ფონ ბრაისგაუ| იოჰანეს ბრამსი| ალბრეხტ ბრანდი| კარლ ბრანდტი| ვილი ბრანდტი| ვერნერ ფონ ბრაუნი| ვალთერ ფონ ბრაუხიჩი| ფერდინანდ ფონ ბრედო| ბერტოლტ ბრეხტი| ჰაინრიხ ბრიუნინგი| შარლოტე ბრიცი | ერნსტ ბუში (გენერალ-ფელდმარშალი)| ფრანცის ბუხჰოლცი| ვილჰელმ ფონ გაილი| ადოლფ გალანდი| იოჰან გოტფრიდ გალე| კარლ ფრიდრიხ გაუსი| იოზეფ გებელსი| ჰანს-დიტრიხ გენშერი| ჰერმან გერინგი| ჰერბერტ ოტო გილე| იოჰან გიულდენშტედტი| რიხარდ გლიუკსი| აუგუსტ ნაიდჰარდტ ფონ გნაიზენაუ| იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე| კოლმარ ფონ დერ გოლცი| გიუნტერ გრასი| იაკობ გრიმი| პეტერ გრიუნბერგი| ვალტერ გროპიუსი| ოტო გროტევოლი| ჰაინც გუდერიანი| იოჰან გუტენბერგი| კარლ გუცკოვი| ზებასტიან დაისლერი| კურტ დალიუგე| რიხარდ იულიუს ვილჰელმ დედეკინდი| კარლ დენიცი| იან დილეი| იოზეფ დიტრიხი| მარლენ დიტრიხი| ალბრეხტ დიურერი| ფრიდრიხ ებერტი| ედუარდ ფონ ლევინსკი| ევალდ ფონ კლაისტი (გენერალ-ფელდმარშალი)| ეკატერინე II (რუსეთი)| ენგელბერტ I ფონ დერ მარკი| ფრიდრიხ ენგელსი| კარლ ენგლერი| ფრანც ფონ ეპი| მაქს ერნსტი| გერჰარდ ერტლი| ლუდვიგ ერჰარდი| შტეფან ეფენბერგი| რიხარდ ვაგნერი| მაქსიმილიან ფონ ვაიქსი| რიხარდ ფონ ვაიცზეკერი| იოზიას ფონ ვალდეკ-პირმონტი| იაკობ ვასერმანი| ვერნერ ოტო| ვერნერ ფონ ბლომბერგი| ფრიდრიხ ვიკი| ბერნჰარდ ვინდშაიდი| იოზეფ ვირთი| ერვინ ფონ ვიცლებენი| კლაუს ვოვერაიტი| კარლ ვოლფი| ბოთო ცუ ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინი| ართურ ზაის-ინკვარტი| დიტრიხ ფონ ზაუკენი| ზიდო| თეოდორე თომასი| ფრანც იოზეფ ფონ თურნ უნდ ტაქსისი| მათიას იაბსი| კარლ გუსტავ იაკობ იაკობი| ფრიდრიხ ჰაინრიხ იაკობი| ედგარ იაფე| რობერტ იაფე| იენს იერემისი| რუდოლფ ფონ იერინგი| იორგ იმენდორფი| ალფრედ იოდლი| ვილჰელმ კაიტელი| ერნსტ კალტენბრუნერი| ვილჰელმ კანარისი| ელიას კანეტი| ოლივერ კანი| იმანუელ კანტი| გეორგ კანტორი| ლეო ფონ კაპრივი| იოჰანეს კეპლერი| ალბერტ კესელრინგი| კურტ გეორგ კიზინგერი| ნასტასია კინსკი| ჰორსტ კელერი| ჰანს ფონ კესტერი| გეორგ ფონ კიუხლერი| სუზანე კლატენი| პაულ კლეე| იურგენ კლინსმანი| მიროსლავ კლოზე| გიუნთერ ფონ კლუგე| ჰელმუტ კოლი| რობერტ კოხი| ადამ კრაფტი| ვალტერ კრისტალერი| იოჰან ლუდვიგ შვერინ ფონ კროზიგკი| ლეოპოლდ კრონეკერი| ვილჰელმ კუნო| რიხარდ კურანტი| რობერტ ლაი| გოტფრიდ ლაიბნიცი| არტურ ლაისტი| ფილიპ ლამი| უდო ლატეკი| ვილჰელმ ფონ ლეები| იოახიმ ლევი| ჰელმუტ ლენტი| გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი| ვილჰელმ ლისტი| ჰაინრიხ ლიუბკე| ვოლფგანგ ლიუთი| კათარინა ფონ ლოთრინგენი| ერიხ ლუდენდორფი| მარტინ ლუთერი| ჰანს ლუთერი| ლოთარ მათეუსი| მათილდე (ბადენი)| ადოლფ მაიერი| კლაუს მაინე| თომას მანი| ჰაინრიხ მანი| ჰასო ფონ მანტოიფელი| ერიხ ფონ მანშტაინი| მარგარეტე (ბადენი)| გივი მარგველაშვილი| მარკუს (ბადენი)| ვილჰელმ მარქსი| კარლ მარქსი| კარლ მაუსი| რიხარდ მეკელაინი| ფრიდერიკე ფონ მეკლენბურგ-შტრელიცი| ფელიქს მენდელსონ-ბართოლდი| ანგელა მერკელი| კრისტოფ მეტცელდერი| ერჰარდ მილხი| ვერნერ მიოლდერსი| ლუდვიგ მის ვან დერ როე| გერდ მიულერი| ჰაინრიხ მიულერი| ჰერმან მიულერი| მიხაელ ოტო| გეორგ მიხელისი

ხატულა დღესასწაულები


ხატულა რჩეული გამოსახულება