კოლმარ ფონ დერ გოლცი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბარონი ვილჰელმ ლეოპოლდ კოლმარ ფონ დერ გოლცი (გერმ. Wilhelm Leopold Colmar Freiherr von der Goltz) მეტსახელად გოლც-ფაშა (* 12 აგვისტო 1843, ადლიგ ბილკენფელდი, პრუსია; † 19 აპრილი 1916, ბაღდადი, ერაყი) — იყო პრუსიელი გენერალ-ფელდმარშალი, სამხედრო ისტორიკოსი და მწერალი.

კოლმარ ფონ დერ გოლცი

ბიოგრაფია

რედაქტირება
  • 1861 - სამხედრო სამსახური დაიწყო ინფანტერიაში.
  • 1864 - სწავლობდა ბერლინის სამხედრო აკადემიაში.
  • 1866 - ფონ დერ გოლცი მონაწილეობას იღებდა პრუსია-ავსტრიის ომში და ტრაუტენაუსთან ბრძოლის დროს მხარში მძიმედ დაიჭრა.
  • 1867 - მსახური დაიწყო პრუსიის არმიის გენერალურ შტაბში. გოლცმა იქორწინა მდიდარი მემამულის ქალიშვილზე თერეზე დორგუთზე, რომელთანაც შემდგომ 5 შვილი შეეძინა.
  • 1870 - გერმანია-საფრანგეთის ომის დროს გოლცი პრუსსის პრინცის ფრიდრიც კარლის შტაბში მსახურობდა.
  • 1878-1883 - ასწავლიდა სამხედრო ისტორიას პრუსიის სამხედრო აკადემიაში.
  • 1883 - გამოაქვეყნა თავისი ყველაზე ცნობილი წიგნი "როსბახიდან იენა და აუერშტეტამდე" (გერმ.: "Von Roßbach bis Jena und Auerstedt"), რომელშიც პრუსიის სამხედრო ისტორიის განხილვის ფონზე შეფარვით იმპერიას აკრიტიკებდა.
  • 1883-1895 - რეორგანიზაცია ჩაუტარა თურქეთის არმიას.
  • 1895 - ფონ დერ გოლცი გერმანიაში დაბრუნდა და ჯერ დივიზიის, შემდგომ კი კორპუსის მეთაურად დაინიშნა.
  • 1909 წლის 7 ივლისი - ფონ დერ გოლცი ლამის გერმანიის კანცლერი გახდა. ამ დღეს იმპერატორი ვილჰელმ II ეთათბირებოდა სამოქალაქო კაბინეტის შეფს რუდოლფ ფონ ვალენტინის კანცლერობის კანდიდატებზე - კოლმარ ფონ დერ გოლცზე და თეობალდ ფონ ბეთმან ჰოლვეგზე. იმპერატორს გოლცი სურდა, მაგრამ რაკი მისი ყოფნა თურქეთში აუცილებელი იყო, ამიტომ რაიხსკანცლერი ბეთმან ჰოლვეგი გახდა.
  • 1911 - დააარსა "ახალგაზრდა გერმანიი კავშირი" (გერმ.: Jungdeutschlandbund), რომელიც ყველა მემარჯვენე ახალგაზრდული კავშირის ქოლგა-ორგანიზაცია გახდა.
  • 1913 - კოლმარ ფონ დერ გოლცი 70 წლის ასაკში ყველა მისმიერ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და პენსიაში გავიდა. ამ დროს იგი არმიის ინსპექტორი და გენერალ-ფელდმარშალი იყო.
  • 1914 - პირველ მსოფლიო ომში გოლცს არმიის მეთაურობა აღარ ჩააბარეს. 23 აგვისტოს იგი ბელგიის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა, მაგრამ რაკი ბელგიელების მიმართ გაცემული უღირსი ბრძანებების ასრულება არ ისურვა 28 ნოემბერს გადააყენეს და სამხედრო მისიით თურქეთში გაგზავნეს.
  • 1915 - ოქტომბერში იგი თურქეთის მე-6 არმიის მთავარსარდლოად დაინიშნა და კუტ-ალ-ამარასთან ბრიტანელები სასტიკად დაამარცხა.
  • 1916 წლის 19 აპრილი - კოლმარ ფონ დერ გოლცი ბაღდადში თავის შტაბ-ბინაში ტიფით გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. არაოფიციალური წყაროების მიხედვითიგი ახალგაზდრა თურქმა ოფიცრებმა მოწამლეს. ივნისში მისი ცხედარი გადაასვენეს სტამბოლში და დაკრძალეს გერმანიის საელჩოს ბაღში ელჩის ბარონ ფონ ვაგენჰაიმის და პოლკოვნიკ ფონ ლაიპციგის გვერდით. თურქეთის სულთანმა საფლავზე შემდეგი შინაარსის წარწერა გააკეთებინა: "იგი ოსმალეთის არმიის უკვდავი მასწავლებელი იყო".