ჰელმუტ ლენტი
ჰელმუტ ლენტი (გერმ. Helmut Lent; დ. 13 ივნისი, 1918, პირენე, ბრანდენბურგი, გერმანიის იმპერია — გ. 9 ოქტომბერი, 1944, მესამე რაიხი) – გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გერმანული ლუფტვაფეს ერთ-ერთი ცნობილი მფრინავი-ასი.
ჰელმუტ ლენტი | |
---|---|
Helmut Lent | |
ეროვნება | გერმანელი |
დაბადების თარიღი | 13 ივნისი, 1918 |
დაბადების ადგილი | პირენე, გოჟუვ-ვიელკოპოლსკისთან ახლოს |
გარდაცვალების თარიღი | 7 ოქტომბერი, 1944 (26 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პადერბორნი |
კუთვნილება | მესამე რაიხი |
ჯარის სახეობა | Luftwaffe |
სამხედრო სამსახურის წლები | 1936-1944 |
წოდება | ობერსტი (სიკვდილის შემდეგ) |
ნაწილი | ლუფტვაფე |
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი |
ჯილდოები | რკინის ჯვრის ორდენის რაინდის ჯვარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰელმუტ ლენტმა საშუალო განათლება გიმნაზიაში მიიღო და და 1937 წელს „ლუფტვაფეს“ რიგებში ჩაეწერა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი ლეიტენანტის ჩინით ერთ-ერთ გერმანულ გამანადგურებელ შვადრონში იქნა გადაყვანილი. თავისი პირველი საჰაერო გამარჯვება მან ომის დაწყების მეორე დღესვე 2 სექტემბერს იზეიმა. იგი ამ დროს ჯერ კიდევ დღის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას.
მცირე ხნის შემდეგ ლენტი მოხალისედ ჩაეწერა ღამის მფრინავ-გამანადგურებელთა რიგებში და თავის პირველსავე ღამის შეტაკებაში (1941 წლის მაისი) მტრის 2 თვითმფრინავი ჩამოაგდო. 1941 წლის 30 აგვისტოს 20 საჰაერო გამარჯვების შემდეგ ჰელმუტ ლენტი „რკინის ჯვრის რაინდის ჯვრის“ ორდენით დაჯილდოვდა. 1942 წლის 6 ივლისს მტრის 36 ჩამოგდებული თვითმფრინავის შემდეგ მან „რაინდის ჯვარზე“ „მუხის ფოთოლი“ მიიღო და მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა. 1943 წლის 3 აგვისტოს იგი დაჯილდოვდა „ხმლებით“ ორდენზე „რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით“.
1944 წლის 31 ივლისს მას «ლუფტვაფეს» პილოტებიდან პირველს მიენიჭა „ბრილიანტები“ „რაინდის ჯვარზე“[1][2]. წინა დღით ჰელმუტ ლენტმა თავისი მე-100 საჰაერო გამარჯვება იზეიმა. ჰელმუტ ლენტი 1944 წლის 5 ოქტომბერს ავარიაში მოჰყვა. დაჯდომამდე მცირე ხნით ადრე მის თვითმფრინავს ძრავა გაუფუჭდა და იგი 50 მ სიმაღლიდან მიწას დაასკდა. თვითმფრინავის მთელი ეკიპაჟი ადგილზევე გარდაიცვალა, ცოცოხალი მხოლოდ ლენტი იყო. იგი სასწრაფოდ სამხედრო ლაზარეთში გადაიყვანეს, სადაც 4 დღის შემდეგ ავარიის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ მას პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, ხოლო 1964 წელს ბუნდესვერის ბაზას ქალაქ როტენბურგში მისი სახელი მიენიჭა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Aders, Gebhard (1978). History of the German Night Fighter Force, 1917–1945. London: Janes Publishing. ISBN 978-0-354-01247-8.
- Bekker, Cajus (1994). The Luftwaffe War Diaries – The German Air Force in World War II. New York: Da Capo Press. ISBN 978-0-306-80604-9.
- Berger, Florian (1999). Mit Eichenlaub und Schwertern. Die höchstdekorierten Soldaten des Zweiten Weltkrieges (German). Vienna, Austria: Selbstverlag Florian Berger. ISBN 978-3-9501307-0-6.
- Fraschka, Günther (1994). Knights of the Reich. Atglen, Pennsylvania: Schiffer Military/Aviation History. ISBN 978-0-88740-580-8.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰელმუტ ლენტი“ ვიკისაწყობში.
- ჰელმუტ ლენტი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის კატალოგში