რიხარდ გლიუკსი
რიხარდ გლიუკსი (გერმ. Richard Glücks; დ. 22 აპრილი, 1889, ოდენკირხენი (მენხენგლადბახი) — გ. 10 მაისი, 1945, ფლენსბურგი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ვაფენ-სს“-ის წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1939 ნოემბრიდან რიხარდ გლიუკსი იყო სს-ის მართვის მთავარი სამმართველოს საკონცენტრაციო ბანაკების განყოფილების უფროსი. 1942 წლის მარტიდან კი მუშაობდა სს-ის ეკონომიკისა და მართვის მთავარ სამმართველოში. იგი, როგორც საკონცენტრაციო ბანაკების მთავარი ინსპექტორი ყველა ბანაკის შეფების ხელმძღვანელი იყო და აქედან გამომდინარე მთავარი პასუხისმგებელი ბანაკებში ჩადენილ დანაშაულერივ ქმედებებზე.
გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციიდან 2 დღის შემდეგ, 1945 წლის 10 მაისს რიხარდ გლიუკსმაფლენსბურგ-მიურვიკის სამხედრო საზღვაო ლაზარეთში კალიუმის ციანიდიანი კაფსულა დაღეჭა და თავი მოიკლა.