ბოთო ცუ ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინი

პრინცი ბოთო ცუ ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინი (გერმ. Botho Prinz zu Sayn-Wittgenstein-Hohenstein; დ. 16 თებერვალი, 1927, აიზენახი, თიურინგია — გ. 27 იანვარი, 2008, ზალცბურგი) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე. ბოთო ცუ ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინი 1958–1968 წლებში იყო ქალაქ ბად ლაასფეს ბურგომისტრი. 1965-1968 წლებში იგი გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საოჯახო, ახალგაზრდობის და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და გქდკ/გქსკ ფრაქციის ჯანდაცვის საქმეთა სპიკერი იყო.

ბოთო ცუ ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინი

ბოთო ცუ ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინი
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1927
აიზენახი, თიურიზნგია
გარდაცვალების თარიღი 27 იანვარი, 2008 (80 წლის)
ზალცბურგი
საქმიანობა პოლიტიკოსი

1982–1994 წლებში ბოთო ცუ ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინს ეკავა გერმანული წითელი ჯვარის ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტი (იყო საპატიო პრეზიდენტი). 1993–1995 წლებში იგი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევამთვარის საერთაშორისო მოძრაობის მუდმივი კომისიის წევრი იყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება