კარლ იოზეფ ვირთი (გერმ. Karl Joseph Wirth; დ. 6 სექტემბერი, 1879 — გ. 3 იანვარი, 1956) — გერმანელი პოლიტიკოსი. გერმანიის რაიხსკანცლერი 1921-1922 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს. იყო კათოლიკური პარტია „ცენტრის“ მემარცხენე ფრთის ლიდერი. 1914-1918 და 1920-1933 წლებში რაიხსტაგის დეპუტატი. 1921 წლის მაისიდან 1922 წლის ნოემბრამდე ჯერ რაიხსკანცლერი, შემდეგ კი რაიხსკანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მისმა მთავრობამ ხელი მოაწერა რაპალოს ხელშეკრულებას. (1922). 1930-1931 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. 1933-1948 წლებში იყო ემიგრაციაში. გამოდიოდა გერმანიაში მილიტარიზმის აღორძინების წინააღმდეგ. 1955 წელს სსრკ-მ მიანიჭა ლენინური პრემია „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის“

იოზეფ ვირთი
Joseph Wirth
იოზეფ ვირთი Joseph Wirth
გერმანიის კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მაისი, 1921 – 14 ნოემბერი, 1922
პრეზიდენტი  ფრიდრიხ ებერტი
წინამორბედიკონსტანტინ ფერენბახი
მემკვიდრევილჰელმ კუნო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1921 – 1922

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1930 – 1931
კანცლერი  ჰაინრიხ ბრიუნინგი

დაბადებული6 სექტემბერი, 1879
გარდაცვლილი3 იანვარი, 1956 (76 წლის)
პოლიტიკური პარტიაცენტრისტული პარტია

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: