გერმანიის ცენტრისტული პარტია

გერმანიის ცენტრისტული პარტია (გერმ. Deutsche Zentrumspartei) — გერმანიის პოლიტიკური პარტია, იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტია გერმანიის იმპერიასა და ვაიმარის რესპუბლიკაში. ის გამოხატავდა გერმანიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილის ინტერესებს. წმინდა საყდარსა და გერმანიას შორის გაფორმებული კონკორდატის პირობების თანახმად მოხდა პარტიის თვითლიკვიდაცია 1933 წელს.

Deutsche Zentrumspartei
გერმანიის ცენტრისტული პარტია
Deutsche Zentrumspartei გერმანიის ცენტრისტული პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი ალოიზ დეგლერი
ისტორია
დაფუძნდა 13 დეკემბერი, 1870
პოზიციები
იდეოლოგია ქრისტიან-დემოკრატია, კონსერვატიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპული ქრისტიანული პოლიტიკური მოძრაობა
შტაბ-ბინა დორმაგენი, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პარტია თავიდან დაარსდა, თუმცა ვეღარ დაიბრუნა ძველი მნიშვნელობა, რადგან წევრთა უმრავლესობა ახლადდაარსებულ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს შეუერთდა. ცენტრისტული პარტია წარმოდგენილი იყო გერმანიის პარლამენტში 1957 წლამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Anderson, Margaret Lavinia. "Confessions of a Fellow Traveler," Catholic Historical Review (2013) 99#4 pp 623–648.
  • Zeender, John K. "Recent Literature on the German Center Party," Catholic Historical Review (1984) 70#3 pp 428–441.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება