ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რიხარდ კურანტი (Richard Courant) (დ. 8 იანვარი, 1888, ლიუბლინიცი, პოლონეთი — გ. 27 იანვარი, 1972, ნიუ-იორკი) — გერმანული წარმოშობის ამერიკელი მათემატიკოსი.

რიხარდ კურანტი

1905 წელს მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა და ბერლინი იყო ის ქალაქი, სადაც მან უნივერსიტეტში საბუთები შეიტანა. შემდგომში სწავლა გეტინგენსა და ციურიხში განაგრძო. საბოლოოდ იგი გეტინგენში დევიდ ჰილბერტის ასისტენტი გახდა და დოქტორის ხარისხიც იქვე მოიპოვა. იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, თუმცა მიღებული ჭრილობის გამო იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო და სამეცნიერო კარიერა გაეგრძელებინა. 1928–1933 წლებში ხელმძღვანელობდა მათემატიკის ინსტიტუტს ქალაქ მიუნსტერში.

გერმანიის სათავეში ნაციონალ–სოციალისტების მოსვლის შემდეგ, რიხარდ კურანტი იძულებული გახდა გერმანია დაეტოვებინა და 1933 წელს კემბრიჯში გაემართა, სადაც მან ერთი წელიწადი დაჰყო, რის შემდეგაც იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა 1936 წელს.

რიხარდ კურანტი რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია, მათ შორის მათემატიკური ფიზიკისა, რომელიც დღემდე გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით, დაწერიდან 80 წლის შემდეგ. გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა რიხარდ კურანტი მათემატიკის პოპულარიზაციასაც ეწეოდა, მან ჰერბერტ რობინსთან ერთად დაწერა წიგნი "რა არის მათემატიკა", სადაც ავტორები შეეცადნენ მათემატიკის არსი მიეტანათ ფართო მკითხველამდე. მათემატიკის პოპულარიზაციის ჟანრში ეს წიგნი ჟანრის კლასიკად არის მიჩნეული.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიხარდ_კურანტი“-დან