მათემატიკური ფიზიკა
მათემატიკური ფიზიკა — ფიზიკური მოვლენების მათემატიკური მოდელების თეორია. ამ თეორიის ფარგლებში ვითარდება ფიზიკის ამოცანების ამოხსნისა და ფიზიკის თეორიის ფორმულირების მათემატიკური მეთოდები.
მათემატიკური ფიზიკის მეთოდების დამუშავება დაკავშირებულია ი. ნიუტონის, ჟ. ლაგრანჟის, ლ. ეილერის, პ. ლაპლასის, ჟ. ფურიეს, კ. გაუსის, ბ. რიმანის და მრავალი სხვა მეცნიერის სახელთან.
მათემატიკური ფიზიკა მოდელების აღწერისას იყენებენ კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებებს, ინტეგრალურ განტოლებებს, ვარიაციულ და თეორიულ-ალბათურ მეთოდებს, კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდებს და სხვ. აღნიშნული მეთოდების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა მათემატიკოსებმა: ა. რაზმაძემ, ნ. მუსხელიშვილმა, ი. ვეკუამ, ვ. კუპრაძემ, ი. კიღურაძემ, ა. ბიწაძემ, რ. გამყრელიძემ, ლ. ჟიჟიაშვილმა და სხვ. ამჟამად მათემატიკური ფიზიკის მეთოდების კვლევა მიმდინარეობს მათემატიკის ინსტიტუტში.