ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე
ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე (ფრანგ. Jean Baptiste Joseph Fourier; დ. 21 მარტი 1768 — გ. 16 მაისი 1830) — ფრანგი მათემატიკოსი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1817). ოსერში დაამთავრა სამხედრო სკოლა, იქვე მუშაობდა მასწავლებლად. 1736-1798 წლებში პოლიტექნიკურ სკოლაში ასწავლიდა. ფურიეს პირველი შრომები ეძღვნება ალგებრას. უკვე 1796 წელს წაკითხულ ლექციებში გადმოსცა თეორემა ალგებრული განტოლების იმ ნამდვილი ფესვების შესახებ, რომელიც მოცემულ საზღვრებს შორისაა (გამოაქვეყნა 1820 წელს). ფურიე ძირითადად მუშაობდა მათემატიკური ფიზიკის საკითხებზე. 1822 წელს გამოაქვეყნა ცნობილი ნაშრომი „სითბოს ანალიზური თეორია“, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მათემატიკის ისტორიაში. ამ ნაშრომში ფურიემ გამოიყვანა თბოგამტარობის დიფერენციალური განტოლება და განავითარა მისი ამოხსნის მეთოდები, რომელთა საფუძველია ფუნქციის წარმოდგენა ტრიგონომეტრიული მწკრივებით. „სითბოს ანალიზური თეორია“ საწყისი წერტილი იყო ტრიგონომეტრიულ მწკრივთა თეორიისა და მათემატიკური ანალიზის ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრობლემისათვის. ფურიეს სახელს ატარებს მათემატიკის მრავალი თეორემა და ცნება.
ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე | |
---|---|
ფრანგ. Jean-Baptiste Joseph Fourier | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 21 მარტი, 1768[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბ. ადგილი | ოსერი, საფრანგეთის სამეფო[13] |
გარდ. თარიღი | 16 მაისი, 1830[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (62 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[13] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო[14] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | მათემატიკური ანალიზი, მათემატიკა, ფიზიკა, აფრიკანისტიკა, study of history, არქეოლოგია და მათემატიკური ფიზიკა |
მუშაობის ადგილი | პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა, პოლიტექნიკური სკოლა[15] და გრენობლის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | École normale[15] და პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა[16] |
განთქმული მოსწავლეები | პეტერ გუსტავ ლეჟენ დირიხლე |
მეუღლე | |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, Grand prix des sciences mathématiques და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[17] |
ხელმოწერა |
![]() |
თხზულებებირედაქტირება
- CEuvres..., publiées par les soins de m. G. Darboux, t. 1—2, P., 1888—90;
- Analyse des équations déterminées, pt 1, P., 1831.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 429.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118684310 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Roglo — 1997. — 8549233 ეგზ.
- ↑ 8.0 8.1 Pas L. v. Genealogics — 2003. — ed. size: 683713
- ↑ 9.0 9.1 Proleksis enciklopedija — 2009.
- ↑ 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ 11.0 11.1 Académie nationale de médecine
- ↑ 12.0 12.1 Base biographique
- ↑ 13.0 13.1 Фурье Жан Батист Жозеф // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Moiroux J. Le cimetière du Père-Lachaise — Paris: 1908. — P. 162.
- ↑ 15.0 15.1 MacTutor History of Mathematics archive
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 127.
- ↑ Académie française