იულიუს ასფალგი (გერმ. Julius Aßfalg) (დ. 6 ნოემბერი. 1919, აშაუ, ზემო ბავარია — გ. 12 იანვარი, 2001, მიუნხენი) — გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი; იყო მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი, ქრისტიანული აღმოსავლური მწერლობის კორპუსის არაბული სექციის გამგე.

ასფალგის ნაშრომებიდან აღსანიშნავია „ქართული სასულიერო მწერლობა“ (1957), „კიტა ჩხენკელი“ (1964), „იარომირ იედლიჩკა“ (1966) და სხვა. ნაშრომში „ქართული ხელნაწერები“ (1963), რომელიც მიხეილ თარხნიშვილის ხსოვნას მიუძღვნა, ასფალგმა წარმოადგინა და მეცნიერულად აღწერა გერმანულ წიგნსაცავებში დაცული 15 ქართული ხელნაწერი. მიხეილ თარხნიშვილთან ერთად გერმანული ენაზე გადაამუშავა კორნელი კეკელიძის „ძველი ქართული მწერლობის ისტორიის“ I ტომი (1956).

ლიტერატურა

რედაქტირება