ფელიქს მენდელსონი
ფელიქს მენდელსონ-ბართოლდი (გერმ. Felix Mendelssohn, სრული სახელი Jakob Ludwig Felix Mendelssohn Bartholdy — იაოკობ ლუდვიგ ფელიქს მენდელსონ–ბართოლდი); დ. 3 თებერვალი, 1809 — გ. 4 ნოემბერი, 1847) — ებრაული წარმოშობის გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკაში რომანტიკული მიმართულების წარმომადგენელი, განთქმული „საქორწინო მარშის“ ავტორი.
ფელიქს მენდელსონი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 3 თებერვალი, 1809[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] |
დაბ. ადგილი | ჰამბურგი, რაინის კავშირი[19] [16] |
გარდ. თარიღი | 4 ნოემბერი, 1847[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] (38 წლის) |
გარდ. ადგილი | ლაიფციგი, საქსონიის სამეფო, გერმანიის კავშირი[19] [16] |
დასაფლავებულია | სასაფლაოები ჰალეს კარიბჭესთან |
ხელმოწერა | |
საიტი | mendelssohn-stiftung.de/de/ |
ფელიქს მენდელსონი ვიკისაწყობში |
მე-19 საუკუნის რომანტიკოს კომპოზიტორთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ფელიქს მენდელსონს. იგი არა მარტო ცნობილი კომპოზიტორია, არამედ თავისი დროის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, დირიჟორი, პიანისტი, ორღანზე დამკვრელი.
მენდელსონის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რომანტიკულმა ხელოვნებამ, მაგრამ იგი მაინც მიისწრაფოდა კლასიკურად დახვეწილი ფორმებისაკენ.
მენდელსონის ნაწარმოებთა ძირითადი თემატიკა დაკავშირებულია ზღაპრულ-ფანტასტიკურ სიუჟეტებთან, ბუნების სურათებთან, მაგრამ მენდელსონის შემოქმედებაში ეს თემატიკა არ ექვემდებარებოდა რომელიმე მოწინავე იდეას, მაგ: პატრიოტულ მოტივს, გმირულ პათოსს და სხვა ამგვარს. მენდელსონის შემოქმედებითი დიაპაზონი ბუნების სურათებით, რომანტიკული პეიზაჟის ვიწრო ჩარჩოთი შემოისაზღვრებოდა. იგი მოკლებულია მძაფრ დრამატულ განვითარებას, ფილოსოფიურ სიღრმეს, ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, მკაფიო ნოვატორობას.
მენდელსონის მუსიკალური მემკვიდრეობა არ არის თანაბარი მხატვრული ღირებულების თვალსაზრისის, თუმცა მისი ცალკეტული ნაწარმოები რომანტიკულ ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშთა რიცხვს მიეკუთვნება. ასეთია მაგალითად მისი უვერტიურა ზაფხულის ღამის სიზმარი, შოტლანდიური სიმფონია, სავიოლინო კონცერტი, უსიტყვო სიმღერები ფორტეპიანოსათვის და სხვა.
ხსენებული ნაწარმოებების გარდა მენდელსონის მუსიკალურ მემკვიდრეობას შეადგენს სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის ნაწარმოებები: 5 სიმფონია, მათ შორის რეფორმაციული, შოტლანდიური და იტალიური. 10 უვერტიურა, მათ შორის: ზღვის სიმშვიდე და ბედნიერი ცურვა, ჰებრიდები, ანუ იგივე ფინგალის გამოქვაბული, მშვენიერი მელუზინა, სიზმარი ზაფხულის რიუ-ბლაზი, 2 საფორტეპიანო და ერთი სავიოლინო კონცერტები; მრავალრიცხოვანი კამერული ანსამბლები, ზინგშპილები, საგუნდო ნაწარმოებები, კანტატები, 2 ორატორია: ილია და პავლე, მუსიკა დრამებისათვის, მრავალრიცხოვანი საფორტეპიანო პიესები, მათ შჰორის უკვე აღნიშნული, მეტად პოპულარული 48 უსიტყვო სიმღერა, ბრწყინვალე კაპრიჩიო ფორტეპიანოსატვის ორკესრტრთან ერთად, მრავალრიცხოვანი ანსამბლები.
ბიოგრაფია
რედაქტირებაფელიქს მენდელსონ-ბარტოლდი დაიბადა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 1809 წელს, მდიდარი და ამასთანავე განათლებული ებრაელი ბანკირის ოჯახში, სადაც ხელოვნებისა და ლიტერატურის ატმოსფერო სუფევდა. ამ გარემოებამ თავისებური ანაბეჭდი დაადო მთელ მის პირად ცხოვრებას. მთელი სიცოცხლის მანძილზემენდელსონს არ განუცდია მატერიალური გაჭირვება. მან ბრწინვალე მუსიკალური და ზოგადი განათლება მიიღო. გარემო წრემ და აღზრდის პირობებმა აგრეთვე მნიშვნელოვნად შეუწყეს ხელი მის ზოგად განვითარებას. მენდელსონის ოჯახში, ბერლინში, ხშირად იკრიბებოდნენ გერმანული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები: მწერლები, კომპოზიტორები, მეცნიერები, ასე, რომ, მენდელსონი ბავშვობიდანვე დაუახლოვდა ჰაინეს, გოეთეს, ვებერს და მრავალ სხვა გამოჩენილ თანამედროვე მოღვაწეს.
განსაკუთრებით დიდი იყო გოეთესთან ნაცნობისა და მეგობრობის როლი ჭაბუკი მენდელსონის სულიერ განვითარებაში. ბავშვობიდანვე მიიღო მენდელსონმა სერიოზული მუსიკალური განათლება. ფორტეპიანოზე დაკვრას მას ასწავლიდა მრავალმხრივი მუსიკოსი, პიანისტი და კომპოზიტორი ბერგერი, კლემენტის მოწაფე, თეორიულ საგნებში კი ბერლინის სასიმღერო კაპელის ხელმძღვანელი, გოეთეს მეგობარი კარლ ფრიდრიხკალტერი. ამასთან ერთად მან დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური განხრით. 9 წლიდან მენდელსონი გამოდიოდა საკონცერტო ესტრადაზე, სადაც ხშირად საკუთარ ნაწარმოებსაც ასრულებდა. მენდელსონმა ბავშვობიდანვე გაითქვა სახელი, როგორც დახელოვნებულმა მუსიკოსმა შემსრულებელმა.
17 წლის ასაკში, მენდელსონი ქმნის თავის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებს - უვერტიურას ზაფხულის ღამის სიზმარი, შექსპირის ერთსახელიანი კომედიისათვის, რომელმაც მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში საუკეთესო ქმნილებათა შორის დაიკავა ადგილი.
მენდელსონი ნაყოფიერ მუსიკალურ საზოგადობრივ მოღვაწეობას ეწეოდა როგორც დირიჟორი და შემსრულებელი. იგი ფართო პროპაგანდას უწევდა კლასიკოსთა საუკეთესო ქმნილებებს. ასე მაგ. 1829 წელს მისი ინიციატივით და მისივე ხელმძღვანელობით პირველად შესრულდა ამ უდიდესი ხელოვანის შემოქმედებისადმი, რომელიც მივიწყებას იყო მიცემული.
1829-32 წლებში ცნობილია მენდელსონის შემოქმედებაში, როგორც მოგზაურობის წლები. იგი ესტუმრა ინგლისს, შოტლანდიას, საფრანგეთს, იტალიას. მოგზაურობის მდიდარმა შთაბეჭდილებებმა გამოხატულება ჰპოვეს მის ნაწარმოებებში შოტლანდიური, იტალირუი, სიმფონიებში, უვერტიურაში ფინგალის გამოქვაბული, უსიტყვო სიმღერების 1 რვეულში.
30-40-იან წლებში მენდელსონის მოღვაწეობის აყვავების ხანაა, ფართოდ იშლება მისი საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ჯერ დიუსელდორფში (1833 წლიდან) შემდეგ კი ლაიფციგში. მრავალი წლის მანძილზე მენდელსონი ლაიფციგის ფილარმონიის სათავეში იდგა. 1835 წლიდან მას გევანდჰაუსის კონცერტების დირიჟორის საპატიო თანამდებობა ეკავა.
მისი მოღვაწეობის ხანაში გევანდჰაუზის ორკესტრი ევროპის საუკეთესო საშემსრულებლო კოლექტივთა რიცხვში ჩადგა და ეს სახელი დღემდე შეინარჩუნა. ამ კონცერტებზე ჟღერდა ნაწარმოებები, რომლებიც იშვიათად სრულდებოდა. მაგ. ჰენდელის ორატორიები, ჰაიდნის სიმფონიები და ორატორიები, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, შუბერტის სიმფონია NO. 8 და მრავალი სხვა. ამ კონცერტებში მონაწილეობას იღებდნენ უდიდესი მუსიკოსები: შუმანი, კლარა ეიკი, შოპენი, ბერლიოზი.
მენდელსონის როგორც დიდი განმანათლებისა და საზოგადო მოღვაწის უდიდესი დამსახურება ლაიფციგის კონსერვატორიის დაარსებაში მდგომარეობს. კონსერვატორია გაიხსნა 1843 წელს, ეს იყო პირველი უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი გერმანიაში. ამ ფაქტმა დიდი ზეგავლენა მოახდინა კონცერვატორიების გახსნაზე სხვა ქვეყნებშიც. კერძოდ რუსეთში (მაგ. პეტერბურგის კონცერვატორია, რომელიც რუბინშტეინის მიერ 1862 წ. დაარსდა).
ლაიფციგის კონსერვატორიაში ყურადღება გამახვილებული იყო კლასიკური მუსიკის საფუძვლების ცოდნაზე. იგი მიზნად ისახავდა მაღალპროფესიული მუსიკოსების აღზრდას და საერთოდ გერმანული საზოგადოების კულტურული დონის ამაღლებას. რამდენადმე გვიან კონსერვატორიამ დაკარგა თავისი პროგრესიული მნიშვნელობა და მშრალი აკადემიზმის ცენტრად იქცა.
მენდელსონი აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. შემოქმედებითი გზის უკანასკნელი ათწლეული კი განსაკუთრებით ნაყოფიერია მის ბიოგრაფიაში. სწორედ ამ წლებში იქნა შექმნილი მაჭალმხატვრული ნაწარმოებები: შოტლანდიური სიმფონია, სავიოლინო კონცერტი, ორატორიები: პავლე და ილია, მუსიკა შექსპირის კომედიისათვის - ზაფხულის ღამის სიზმარი.
მე-19 საუკუნის 40-იან წლებში გერმანულ მუსიკალურ ცხოვრებაში მენდელსონმა მეტად დიდი და პროგრესიული როლი შეასრულა. მით უფრო საგრძნობი იყო მუსიკალური კულტურისათვის მისი უდროო გარდაცვალება 38 წლის ასაკში, 1847 წელს, მოღვაწეობის აყვავების ხანაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Barenboim, Lev Aronovich (1962). Anton Grigorevich Rubinstein (2 vols.) (in Russian). Leningrad: State Musical Publishing House
- Brown, Clive (2003). A Portrait of Mendelssohn. New Haven and London. ISBN 9780300095395.
- Chorley, Henry (1972). Thirty Years' Musical Recollections. New York. (Edited by Ernest Newman).
- Conway, David, "Short, Dark and Jewish-Looking": Felix Mendelssohn in Britain, in The Jewish Year Book 2009, ed. Stephen Massil, London, 2009. ISBN 978-0-85303-890-0 downloadable here
- Conway, David (2011). Jewry in Music: Entry to the Profession from the Enlightenment to Richard Wagner. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 9781107015388.
- Devrient, Eduard (1869). My Recollections of Felix Mendelssohn-Bartholdy. London. (Translator: N.MacFarren).
- Devrient, Eduard (1964). Eduard Devrient: aus seinen Tagebüchern, 2 vols. Weimar. (in German).
- Eatock, Colin (2009). Mendelssohn and Victorian England. Farnham, Surrey: Ashgate. ISBN 9780754666523.
- Articles in Grove Music Online (subscribers only):
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Felix Mendelssohn-Bartholdy
- ↑ 3.0 3.1 Lockspeiser E. Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 6.0 6.1 Geneological database Merkel-Zeller — 30000 ეგზ.
- ↑ 7.0 7.1 IMSLP — 2006.
- ↑ 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 9.0 9.1 KNAW Past Members
- ↑ 10.0 10.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
- ↑ 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 12.0 12.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 13.0 13.1 GeneaStar
- ↑ 14.0 14.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 15.0 15.1 Musicalics
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 17.0 17.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ https://mormonarts.lib.byu.edu/people/felix-mendelssohn/
- ↑ 19.0 19.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118580779 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.