კლემენტინა დე ჟესუსი
კლემენტინა დე ჟესუსი (პორტ. Clementina de Jesus; დ. 7 თებერვალი, 1901, ვალენსა — გ. 19 ივლისი,1987, რიო-დე-ჟანეირო) — ბრაზილიელი სამბას მომღერალი.
კლემენტინა დე ჟესუსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კლემენტინა დე ჟესუს და სილვა |
დაბ. თარიღი |
7 თებერვალი, 1901 ვალენსა, ბრაზილია. |
დაბ. ადგილი | Valença |
გარდ. თარიღი |
19 ივლისი, 1987 რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია |
გარდ. ადგილი | რიო-დე-ჟანეირო |
ეროვნება | African Brazilians[1] და Black people[2] |
ჟანრ(ებ)ი | სამბა, |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 1963–1987 |
კლემენტინა დე ჟესუსი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთით მდებარე ვალენსის მუნიციპალიტეტში.[3] რვა წლის ასაკში, ოჯახთან ერთად გადასახლდა რიო-დე-ჟანეიროში. მრავალი წლის მანძილზე, იგი სამბას პორტელას სკოლის მიმდევარი იყო. 1940 წელს იგი გათხოვდა და მანჟეირას სკოლაში გადავიდა.
20 წლის მანძილზე, კლემენტინა თავმდაბლად მუშაობდა, მაგრამ 1963 წელს იგი აღმოაჩინა კომპოზიტორმა ერმინო ბელო დე კარვალიუმ, რომელმაც თავის შოუ Rosa de Ouro–ში მონაწილეობა შესთავაზა. ამავე დროს გაკეთდა მათი პირველი ჩანაწერიც.
კლემენტინა ცნობილი გახდა 1977 წელს პაულინიო და ვიოლას მიერ შესრულებული სიმღერით Clementina, Cadê Você? და კლარა ნუნესის მიერ შესრულებული PCJ, Partido Clementina de Jesus–ით.
მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა საკმაოდ გვიან დაიწყო და მოკლე აღმოჩნდა, კლემენტინა დე ჟესუსი ბრაზილიაში ერთ–ერთი ყველაზე პოპოლარული საკარნავალო სიმღერების ავტორია. პროფესიული კარიერა მან 63 წლის ასაკში დაიწყო. განსხვავებული ხმის წყალობით ჩაწერა ოთხი სოლო–ალბომი და სხვა კომპოზიციები სამბას სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად.
დისკოგრაფია
რედაქტირება- 1966 - Clementina de Jesus (Odeon MOFB 3463)
- 1970 - Clementina, cadê você? (MIS 013)
- 1973 - Marinheiro Só (Odeon SMOFB 3087)
- 1976 - Clementina de Jesus - convidado especial: Carlos Cachaça (EMI-Odeon SMOFB 3899)
- 1979 - Clementina e convidados (EMI-Odeon 064 422846)
- 1965 - Rosa de Ouro - Clementina de Jesus, Araci Cortes e Conjunto Rosa de Ouro (Odeon MOFB 3430)
- 1967 - Rosa de Ouro nº 2 - Clementina de Jesus, Araci Cortes e Conjunto Rosa de Ouro (Odeon MOFB 3494)
- 1968 - Gente da Antiga - Pixinguinha, Clementina de Jesus e João da Baiana (Odeon MOFB 3527)
- 1968 - Mudando de Conversa - Cyro Monteiro, Nora Ney, Clementina de Jesus e Conjunto Rosa de Ouro (Odeon MOFB 3534)
- 1968 - Fala Mangueira! - Carlos Cachaça, Cartola, Clementina de Jesus, Nélson Cavaquinho e Odete Amaral (Odeon MOFB 3568)
- 1982 - O Canto dos Escravos - Clementina de Jesus, Tia Doca e Geraldo Filme - Canto dos Escravos (Vissungos) da Região de Diamantina - MG. Memória Eldorado.
- 1999 - Raízes do Samba - Clementina de Jesus (EMI 522659-2)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Clementina de Jesus in Brazilianmusic დაარქივებული 2012-04-30 საიტზე Wayback Machine.