მიხაელ ბალაკი
მიხაელ ბალაკი (გერმ. Michael Ballack, დ. 26 სექტემბერი, 1976, გერლიცი, გერმანია) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი 2004–2010 წლებში. მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ვერც საკლუბო და ვერც სანაკრებო დონეზე ვერ გახდა ვერცერთი დიდი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მიხაელ ბალაკი | ||
დაბადების თარიღი | 26 სექტემბერი, 1976 | ||
დაბადების ადგილი | გერლიცი, გერმანია | ||
სიმაღლე | 188 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1983–1995 | კემნიცერი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1995–1997 | კემნიცერი II | 18 | (5) |
1995–1997 | კემნიცერი | 49 | (10) |
1997–1998 | კაიზერსლაუტერნი II | 17 | (8) |
1997-1999 | კაიზერსლაუტერნი | 46 | (4) |
1999–2002 | ბაიერ ლევერკუზენი | 79 | (27) |
2002–2006 | ბაიერნი | 107 | (44) |
2006–2010 | ჩელსი | 105 | (17) |
2010–2012 | ბაიერ ლევერკუზენი | 35 | (2) |
სულ | 456 | (117) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1999–2010 | გერმანია | 98 | (42) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა დაიწყო კლუბ „ჰემნიცში“, თავის მშობლიურ მხარეში. 1997 წელს გადავიდა „კაიზერსლაუტერნში“ და პირველივე წელს გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული.
1999 წელს 4,1 მილიონ ევროდ გადავიდა ლევერკუზენის „ბაიერში“. სოერდ „ბაიერში“ გახდა ბალაკი საქვეყნოდ განთქმული, როდესაც 2002 წელს კლუბმა წარმატებით იასპარეზეა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე და გავიდა ტურნირის ფინალში, დაამარცხა რა ფინალისკენ გზაზე „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. „ბაიერი“ ფინალში დამარცხდა „რეალთან“. იმავე წელს ლევერკუზენის კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა ბუნდესლიგაში და გერმანიის თასზე. იმ წელს ბალაკმა მიიღო წლის გერმანელი ფეხბურთელის ტიტული.
2002 წლიდან ბალაკი გადავიდა გერმანული ფეხბურთის გიგანტ „ბაიერნში“. ტრანსფერის ფასი იყო 12,9 მილიონი ევრო. „ბაიერნთან“ ერთად ბალაკმა სამჯერ მოიგო გერმანული დუბლი - ჩემპიონატი და თასი - 2003, 2005 და 2006 წლებში. საერთაშორისო არენაზე ამ წლებში „ბაიერნსა“ და ბალაკს თავი არაფრით გამოუჩენიათ.
2006 წლის შუიდან ბალაკი თავისუფალი აგენტის სახით შეუერთდა ლონდონის „ჩელსის“. ახალ კლუბთან ერთად ბალაკმა მოიგო ლიგისა და ასოციაციის თასები. 2007 წელს მიღებული ტრავმის გამო მას თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. 2008 წელს ბალაკს კვლავ მიეცა ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი, როდესაც მისი კლუბი ფინალში გავიდა, მაგრამ „ჩელსი“ პენალტების სერიაში დამარცხდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“.
2010 წელს ბალაკმა დატოვა კლუბი კვლავ როგორც თავისუფალმა აგენტმა. ბალაკი დაუბრუნდა თავის ძველ კლუბს, „ბაიერს“. ბალაკი დაეხმარა კლუბს 2010-11 წლების სეზონში ევროპის ლიგაზე, ხოლო მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპების დაძლევაში და ამავდროულად ბუნდესლიგაში წამყვანი პოზიციების დაკავებაში. ბალაკმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ 2012 წლის 2 ოქტომბერს განაცხადა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაბალაკმა გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობა 1996 წელს დაიწყო. 1999 წელს მან უკვე ეროვულ ნაკრებში ითამაშა. ის მონაწილეობდა ევრო 2000-ზე, სადაც 63 წუთი ითამაშა.
უკვე 2002 წლის მუნდიალზე ბალაკი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო მეკარე ოლივერ კანთან ერთად. ბალაკმა გაიტანა ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლები ტურნირის მეოთხედ- და ნახევარფინალებში და ნაკრები ფინალში გაიყვანა. ნახევარფინალში მიღებული ყვითელი ბარათის გამო ბალაკმა ვერ ითამაშა ფინალში, რომელიც გერმანიის ნაკრებმა ბრაზილიასთან წააგო.
ბალაკი ასევე მონაწილეობდა ევრო 2004-ზე, სადაც გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. ბალაკმა ყველა მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.
ამ ჩავარდნის შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლინსმანი დაინიშნა. მან ბალაკს ნაკრების კაპიტნობა ჩააბარა. კაპიტნის რანგში გაუძღვა ნაკრებს ბალაკი მუნდიალი 2006-ზე, სადაც გერმანიის ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვა. ასევე კაპიტნის რანგში უძღვებოდა ბალაკი გუნდს ევრო 2008-ზე, როდესაც მთავარი მწვრთნელი უკვე იოახიმ ლევი იყო. ბალაკმა ნაკრებთან ერთად ამ ტურნირზე თავისი მორიგი და უკანასკნელი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2010 წლის მუნდიალზე ის ტრავმის გამო ვერ წავიდა. ნაკრების კაპიტნად ფილიპ ლამი დაინიშნა. ბალაკს ნაკრებში აღარ უთამაშია.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო ტიტულები
რედაქტირება- გერმანიის ჩემპიონი (4): 1998, 2003, 2005, 2006
- გერმანიის თასის მფლობელი (3): 2003, 2005, 2006
- ინგლისის თასი (3): 2007, 2009, 2010
- ინგლისის ლიგის თასი (1): 2007
- ინგლისის ჩემპიონი (1): 2010
- ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის პრიზიორი (2): 2002, 2010
სანაკრებო ტიტულები
რედაქტირება- მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1): 2002
- მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1): 2006
- ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1): 2008
ინდივიდუალური ტიტულები
რედაქტირება- გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (3): 2002, 2003, 2005.
- უეფას წლის საუკეთესო ნახევარმცველი (1): 2002
- ფიფა-ს ასეულის წევრი: 2004 [1]
პირადი და ოჯახური ცხოვრება
რედაქტირებაბალაკი 2008 წლის 14 ივლისს დაქორწინდა სიმონე ლაბმეზე. მათ სამი შვილი ჰყავთ: ლუი, ემილიო და ჟორდი. ევრო 2012-ის დროს ბალაკი სპორტულ ანალიტიკოსად მუშაობდა ESPN-ზე. მისი ჰობია გოლფი, მუსიკა და ჩოგბურთი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-02-24 საიტზე Wayback Machine.
- პროფილი „ჩელსის“ საიტზე
- მიხაელ ბალაკი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ESPN პროფილი დაარქივებული 2010-05-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.