იოახიმ ლევი (გერმ. Joachim Löw; დ. 3 თებერვალი 1960, შვარცვალდის შენაუ, დასავლეთ გერმანია) — გერმანელი სპორტსმენი. გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2006 წლიდან 2021 წლამდე

იოახიმ ლევი
Joachim Löw
ლევი 2012 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
3 თებერვალი, 1960 (1960-02-03) (64 წლის)
დაბადების
ადგილი
შვარცვალდის შენაუ, დასავლეთ გერმანია
სიმაღლე 181 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
გერმანია (მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
TuS Schönau 1896
FC Schönau
Eintracht Freiburg
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1978–1980 ფრაიბურგი 71 (18)
1980–1981 შტუტგარტი 4 (0)
1981–1982 აინტრახტი ფრანკფურტი 24 (5)
1982–1984 ფრაიბურგი 65 (25)
1984–1985 კარლსრუე 24 (2)
1985–1989 ფრაიბურგი 116 (38)
1989–1992 FC Schaffhausen
1992–1994 FC Winterthur
1994–1995 FC Frauenfeld
ეროვნული ნაკრები
1979–1980 გერმანია 21 წლ. 4 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1994 FC Winterthur (ახალგაზრდული )
1994–1995 FC Frauenfeld
1995–1996 შტუტგარტი (დამხმარე მწვრთნელი)
1996–1998 შტუტგარტი
1998–1999 ფენერბაჰჩე
1999–2000 კარლსრუე
2000–2001 ადანასფორი
2001–2002 ტიროლი ინსბრუკი
2003–2004 აუსტრია ვენა
2004–2006 გერმანია (დამხმარე მწვრთნელი)
2006–2021 გერმანია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

აქტიური სპორტული კარიერა ბრწყინვალე არ ჰქონდა, იყო აინტრახტის, ფრაიბურგის, შტუტგარტის, კარლსრუეს, შაფჰაუზენის, ვინტერტურის, ფრაუნფელდის ნახევარმცველი. გერმანიის ახალგაზდურ ნაკრებში კი ოდენ 4 მატჩს მოუყარა თავი. სამწვრთნელო კარიერა კი უფრო წარმატებული აქვს: 1997 წელს შტუტგარტს გერმანიის თასი მოაგებინა, 2002 წელს კი ტიროლი ავსტრიის ჩემპიონი გახადა. იყო ფენერბაჰჩეს და ვენის აუსტრიის დამრიგებელიც. 2004-2006 წლებში იყო გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის იურგენ კლინსმანის თანაშემწე. კლინსმანის გადადგომის შემდეგ კი 2006 წლის ივლისიდან გერმანიის ნაკრებს ხელმძღვანელობს. 2014 წელს გერმანელებთან ერთად იზეიმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: