თეოდორ პაულ ალბრეხტი (გერმ. Theodor Paul Albrecht; ცნობილი როგორც თეო ალბრეხტი (დ. 20 მარტი 1922, ესენი, გერმანია — გ. 24 ივლისი 2010, ესენი, გერმანია) — გერმანელი მრეწველი, მილიარდერი (15,1 მლრდ - 2005), გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. ძმასთან კარლ ალბრეხტთან ერთად გერმანიის უდიდესი დისკაუნტერის „ალდის“ მფლობელი. თეო ალბრეხტს ეკუთვნის „ალდის“ ჩრდილოეთი სექტორი, რომლის ცენტრალური ბიურო მდებარეობს ქალაქ ესენში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თეო ალბრეხტის მამა პროფესიით მეშახტე იყო, შემდგომში პურის საცხობში მუშაობდა დამხმარედ. დედა მცირე სასურსათო მაღაზიის მფლობელი იყო ესენის მუშათა უბან შიონებეკში. მან პროფესიული განათლება მიიღო დედის მაღაზიაში ხაბაზის დარგში და 1946 წელს ძმასთან კარლთან ერთად მშობლების მაღაზიის მართვა გადაიბარა. 1961 წელს ძმებმა „ალდის“ (ალბრეხტ-დისქაუნტი) პირველი ცენტრი გახსნეს.

1971 წლის 29 ნოემბერს თეო ალბრეხტი გაიტაცეს. 17 დღის შემდეგ, რაც მან კარდინალ ფრანც ჰენგსბახის შუამავლობით 7 მილიონი გერმანული მარკა გადაიხადა გათავისფლებულ იქნა. თეო ალბრეხტის გამტაცებლები მალა დაიჭირეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თეო ალბრეხტის ჰობი იყო გოლფის თამაში და საბეჭდი მანქანების შეგროვება. იგი ცხოვრობდა კუნძულ ფიორზე 1.000.000 კვ/მ ზომის საკუთარ მამულში. ბოლო წლებში თეო ალბრეხტი აქტიურ ბიზნეს ჩამოშორებული იყო და კარჩაკეტილ ცხოვრებას მისდევდა. პრესაში მისი ფოტო უკანასკნელად 1971 წელს იქნა გამოქვეყნებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება