ჰანს-დიტრიხ გენშერი
ჰანს-დიტრიხ გენშერი (გერმ. Hans-Dietrich Genscher; დ. 21 მარტი, 1927, ჰალე, გერმანია — გ. 31 მარტი, 2016, ვახტბერგი, გერმანია) — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე და გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) წევრი, რომელსაც ეკავა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის თანამდებობა 1969-1974 წლებში, ხოლო საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრისა და გერმანიის ვიცე-კანცლერის პოსტები 1974-1992 წლებში (გარდა 1982 წელს ორკვირიანი შესვენებისა, როდესაც თავისუფალმა დემოკრატებმა ჰელმუტ შმიდტის მესამე კაბინეტი დატოვეს).
ჰანს-დიტრიხ გენშერი გერმ. Hans-Dietrich Genscher | |
ჰანს-დიტრიხ გეხნშერი, 2008 წელი | |
გერმანიის ვიცე-კანცლერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი 1982 – 17 მაისი 1992 | |
წინამორბედი | ეგონ ფრანკე |
მემკვიდრე | იურგენ მოლემანი |
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი 1982 – 17 მაისი 1992 | |
კანცლერი | ჰელმუტ კოლი |
წინამორბედი | ჰელმუტ შმიდტი |
მემკვიდრე | კლაუს კინკელი |
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 მაისი 1974 – 17 სექტემბერი 1982 | |
კანცლერი | ჰელმუტ შმიდტი |
წინამორბედი | ვალტერ შეელი |
მემკვიდრე | ჰელმუტ შმიდტი |
გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი 1974 – 23 თებერვალი 1985 | |
წინამორბედი | ვალტერ შეელი |
მემკვიდრე | მარტინ ბარგემანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ოქტომბერი 1969 – 16 მაისი 1974 | |
კანცლერი | ვილი ბრანდტი |
წინამორბედი | ერნსტ ბენდა |
მემკვიდრე | ვერნერ მაიორფერი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 სექტემბერი 1965 – 26 ოქტომბერი 1998 | |
დაბადებული | 1927 წლის 21 მარტი ჰალე |
გარდაცვლილი | 2016 წლის 31 მარტი ვახტბერგი |
საარჩევნი ოლქი | ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია |
ეროვნება | გერმანელი |
პოლიტიკური პარტია | ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია (1945 წლამდე) გერმანიის ლიბერალური დემოკრატიული პარტია (გდრ) (1946–1952) გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია (1952–2016) |
მამა | კურტ გენშერი |
დედა | ჰილდა კრეიმე |
ხელმოწერა | |
საიტი | genscher.de |
გენშერი გერმანიის ისტორიაში ერთადერთი პიროვნებაა, რომელიც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდა 20 წლის განმავლობაში და ორი განსხვავებული კანცლერის მმართველობის პერიოდში. 1991 წელს იგი გახდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარე.
1989 წელს პრაღაში გერმანიის საელჩოს აივნიდან გენშერმა მიმართა შეკრებილ აღმოსავლეთგერმანელებს, რომლებსაც დასავლეთ გერმანიაში გადასვლა სურდათ. მან შეატყობინა შეკრებილებს, რომ მიაღწია შეთანხმებას საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძესთან გერმანელების ჩეხოსლოვაკიიდან გამოშვების თაობაზე. მისი სიტყვების შემდეგ „ჩვენ თქვენთან მოვედით, რომ გითხრათ, რომ დღეს თქვენი გამგზავრება...“ (გერმ. Wir sind zu Ihnen gekommen, um Ihnen mitzuteilen, dass heute Ihre Ausreise) შეკრებილებმა სიხარულის ყიჟინით მას სიტყვა გააწყვეტინეს.[1] ეს მოვლენა მიჩნეულია გერმანიის გაერთიანების ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად.
რეალპოლიტიკის მომხრე, გენშერი აღიარებულია, როგორც „დიპლომატიის ოსტატი“.[2] სწორედ გენშერი იყო „გერმანიის გაერთიანების მთავარი არქიტექტორი.“[3] გენშერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იუგოსლავიის დაშლის დროს, როდესაც მხარი დაუჭირა ხორვატიის, სლოვენიის და სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას, რითაც შეაჩერა დიდი სერბეთის ჩამოყალიბების ტენდენცია.[4]
თანამდებობიდან წასვლის შემდეგ იგი მუშაობდა იურისტად და საერთაშორისო კონსულტანტად. ის იყო გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (DGAP) პრეზიდენტი და იყო ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. მოგვიანებით, ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტთან ვაცლავ ჰაველთან ერთად, ბერლინში ცივი ომის მუზეუმის აშენება მოითხოვა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაგენშერი დაიბადა 1927 წლის 21 მარტს რადებურგში (საქსონიის პროვინციაში)], ამჟამად ეს პროვინცია შესულია ჰალეში, მოგვიანებით ის გახდა აღმოსავლეთ გერმანიის ნაწილი. იგი იყო ჰილდა კრეიმესა და კურტ გენშერის ვაჟი.[5] მამამისი, იურისტი, გარდაიცვალა მაშინ, როდესაც გენშერი ცხრა წლის იყო.[6] 1943 წელს იგი გაიწვიეს საჰაერო ძალების დამხმარე პერსონალის წევრად (ლუფტვაფენჰელფერში) 16 წლის ასკაში. 17 წლის ასაკში მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, ის და მისი თანამებრძოლეები ნაცისტური პარტიის წევრები გახდნენ.ვერმახტის დანაყოფის კოლექტიური განაცხადის (სამმელანტრაგი) გამო. მოგვიანებით მან თქვა, რომ იმ დროს არ იცოდა ამის შესახებ.[7]
ომის ბოლოს გენშერი ჯარისკაცად ირიცხებოდა გენერალ ვალტერ ვენკის მე -12 არმიის რიგებში, რომელსაც ევალებოდა ბერლინის ალყის შემსუბუქება. გერმანიის ჩაბარების შემდეგ ის იყო მოკავშირეების სამხედრო ტყვე, მაგრამ ორი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.[8] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მან ჰარლი-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის და ლაიფციგის უნივერსიტეტებში იურიდიული და ეკონომიკური მიმართულებები შეისწავლა და შეუერთდა აღმოსავლეთ გერმანიის ლიბერალ დემოკრატიული პარტიას (გლდპ) 1946 წელს.[9]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1952 წელს, გენშერი გაიქცა დასავლეთ გერმანიაში, სადაც იგი შეურთდა გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიას (FDP). მან ჩააბარა მეორე სახელმწიფო გამოცდა სამართალში ჰამბურგში 1954 წელს და გახდა ადვოკატი ბრემენში. ომის შემდეგ წლებში, გენშერი განუწყვეტლივ ებრძოდა ავადმყოფობას. 1956-1959 წლებში იგი იყო (FDP) საპარლამენტო ჯგუფის მკვლევარ-ასისტენტი ბონში. 1959-1965 წლებში იგი იყო FDP ჯგუფის მმართველი დირექტორი, ხოლო 1962-1964 წლებში იყო FDP-ს ეროვნული მდივანი.[6]
1965 გენშერი აირჩიესდასავლეთ გერმანიის პარლამენტში ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის FDP სიიდან და პარლამენტის წევრად დარჩა პენსიაზე გასვლამდე, 1998 წლამდე.[10] იგი არჩეულ იქნა ეროვნული თავმჯდომარის მოადგილედ 1968 წელს. 1969 წლიდან იგი მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრად გსდპ-FDP კოალიციურ მთავრობაში კანცლერ ვილი ბრანტის მეთაურობით.[6]
1974 წელს იგი გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი, იგი ორივე თანამდებობაზე 18 წლის მანძილზე იყო.[6] 1974 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 1985 წლის 23 თებერვალმდე იგი იყო FDP-ს თავმჯდომარე. მისი პარტიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გდთპ გამოვიდა სოციალურ-ლიბერალური კოალიციიდან და 1982 წლიდან კოალიციიაში შევიდა გქდკ-სთან ერთად. 1985 წელს მან დათმო ეროვნული თავმჯდომარის პოსტი.[11] საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 1992 წელს გენშერი დაინიშნა FDP–ს საპატიო თავმჯდომარედ.[12]
შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი
რედაქტირება1969 წლის ფედერალური არჩევნების შემდეგ გენშერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კანცლერი ვილი ბრანდტის სოციალურ-ლიბერალური კოალიციის ჩამოყალიბებაში და 1969 წლის 22 ოქტომბერს დაინიშნა შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრად. 1972 წელს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გენშერი იყო, უარყო ისრაელის შეთავაზება, რომ ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმს ემოქმედა გერმანიაში მიუხენის ოლიმპიადის მძევლების კრიზისის დროს. გერმანული პოლიციის ოპერაცია ფიურშტენფელდბრუქის საჰაერო ბაზაზე სამაშველო მცდელობამ გამოიწვია სისხლისღვრა, რის შედეგადაც თერთმეტივე მძევალი, ხუთი ტერორისტი და ერთი გერმანელი პოლიციელი დაიღუპა. გენშერის პოპულარობა ისრაელში კიდევ უფრო შემცირდა, როდესაც მან მხარი დაუჭირა სამი თავდამსხმელის განთავისუფლებას თვითმფრინავის გატაცების შემდეგ, 1972 წლის 29 ოქტომბერს.[6][13] გსდპ-FDP კოალიციის დროს, გენშერი დაეხმარა ბრანდს ჩამოეყალიბებინა კომუნისტური აღმოსვალეთის მიმართ, რომელსაც ოსტპოლიტიკა ეწოდა. აღნიშნული პოლიტიკის გატარება მოგვიანებითაც გაგრძელდა კანცლერი ჰელმუტ შმიდტის დროს.[11] მოგვიანებით იგი იყო მამოძრავებელი ძალა ამ პოლიტიკის გაგრძელებაში, ახალ კონსერვატიულ-ლიბერალურ კოალიციაში ჰელმუტ კოლის მეთაურობის დროს.[10]
ვიცე-კანცლერი და ფედერალური საგარეო საქმეთა მინისტრი
რედაქტირება1976 წლის დასავლეთ გერმანიის ფედერაციის არჩევნების დროს, გენშერს დასჭირდა 73 დღე, რათა შეთანხმება მიეღწიაკანცლერ ჰელმუტ შმიდტთან კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად გსდპსა და FDP-ს შორის. .[14]
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, გენშერი მხარს უჭერდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კომპრომისული პოლიტიკის შემუშავებას და შეიმუშავა სტრატეგია საერთაშორისო დაძაბულობის განტვირთვა აღმოსავლეთ – დასავლეთის დიალოგის გაგრძელებისათვის სსრკ-სთან. იგი ცნობილი იყო იმით, საერთაშორისო პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე კარგ საშუალებად მოლაპარაკები მიაჩნდა.[15]
გენშერი ჰელსინკის შეთანხმების მთავარი აქტორი იყო. 1976 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მიიღეს გენშერის წინადადება ანტიტერორისტული კონვენციის შესახებ.[16] აღნიშნულის მიზანი იყო ტერორისტების ყველა მოთხოვნის შესრულება, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად.
გენშერი იყო FDP- ს მამოძრავებელი ძალა, როდესაც 1982 წელს პარტიამ გსპდ- სთან კოალიციიდან გამოვიდა და მხარი გქცკ-ს დაუჭირა, რათა მოქმედი კანცლერი ჰელმუტ შმიდტი შეცვლილიყო ოპოზიციის ლიდერით ჰელმუტ კოლით. მთავარი მიზეზი ახალი კოალიციის ჩამოყალიბებისა გახდა ეკონომიკური და სოციალური განსხვავებების ზრდა. კოალიციის შეცვლა საკმაოდ საკამათო გამოდგა გდთპ-ს პარტიის შიგნით.[17]
მისი თანამდებობის ყოფნის პერიოდში, გარკვეულწილად აღიზიანებდა შტატებს და გერმანიის სხვა მოკავშირეებს იმით, რომ ბოლომდე არ უჭერდა მხარს დასავლეთის ყველა ინიციატივას. ტაილორ მარშალის მიხედვით ცივი ომის პირობებში გერმანია ცდილობდა დაეცვა ბალანსი, რაც შტატების პოლიტიკის შემდგენებისთვის არასასურველი იყო, რადგან სურდათ უფრო ხისტი გერმანიის ხილვა, ვიდრე მერყევი გერმანიის არსებობა.[18] გენშერი კვაზი-ნეიტრალიზმს აღიქვამდა, როგორც გენშერიანიზმს.[15] „გენშერიზანიზმი“, როგორც ამ პოლიტიკას უწოდებენ, მიზნად ისახავდა გერმანიის როგორც დამაკავშირებელი ხიდის არსებობას, რომელიც დააკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს ერთმანეთთან.[15] გასული საუკუნის 80-იან წლებში გენშერი ეწინააღმდეგებოდა ნატოს ახალი ახლო მოქმედების რაკეტების განლაგებას გერმანიაში.რეიგანის ადმინისტრაცია ეჭვობდა, რომ გერმანია საკუთარი ინტერესების დაცვისკენ იყო მიდრეკილი, ვიდრე ნატოს და დასავლური ინტერესების დაცვისკენ.[19]
1984 წელს, გენშერი იყო პირველი დასავლელი საგარეო მინისტრი, რომელიც ეწვია თეირანს 1979 წლის ირანის რევოულიციის შემდეგ. 1988 წელს მან იურგენ ჰელნერი დანიშნა დასავლეთ გერმანიის ელჩად ლიბიაში, აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური იყო დასავლეთ ბერლინის დისკოთეკის ტერაქტის შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები ტერაქტის ორგანიზატორად მუამარ კადაფს მიიჩნევდა .[20]
გენშერის წინადადებები ხშირად განსაზღვრავდა საგარეო საქმეთა მიმართულებებს დასავლეთ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში.[18] ის ასევე ევროკავშირის შემდგომი განვითარების აქტიური მონაწილე იყო. იგი ასევე მონაწილეობას იღებდა ერთიანი ევროპული აქტის ხელშეკრულების შექმანაში, აგრეთვე მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს შედგა გენშერ-კოლომბოს გეგმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ემილიო კოლომბოსთან ერთად, რომელიც მხარს უჭერდა ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისა და ურთიერთობების გაღრმავებას, რათა ევროკავშირი უფრო ფედერალური ევროპა გამხდარიყო. მოგვიანებით, ის იყო იმ პოლიტიკოსთა შორის, ვინც ცდილობდა ერთიანი მონეტარული პოლიტიკის რეფორმა გატარებულიყო ევროკავშირში ედუარდ ბალდურთან ერთად, ამ პროექტს ასევე აქტიურად უჭერდა მხარს ჯულიანო ამატო,[21][22]
გენშერმა შეინარჩუნა საგარეო საქმეთა მინისტრის და ვიცე კანცლერის თანამდებობა გერმანიის გაერთიანების შემდეგაც და მხოლოდ 1992 წელს დატოვა თანამდებობა ჯანმრთელობის პრობლემების გამო.[23]
ძალისხმევა გაერთიანებისთვის
რედაქტირებაგენშერი ყველაზე პატივსაცემია მისი მცდელობებისთვის, რამაც ხელი შეუწყო ცივი ომის დასრულებას 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც კომუნისტური აღმოსავლეთ ევროპის მთავრობები ჩამოაგდეს, რამაც გამოიწვია გერმანიის გაერთიანება. თანამდებობაზე ყოფნის დროს იგი აქტიურად მუშაობდა დასავლეთსა და საბჭოთა ბლოკს შორის სტაბილურობისა და ბალანსის შენარჩუნებაზე. თავიდანვე იგი ამტკიცებდა, რომ დასავლეთი კომუნისტურ მთავრობებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ უნდა ყოფილიყო მიდრეკილი, ვიდრე მათ განეხილათ საბჭოთა ბლოკი, როგორც მტერი. ეს პოლიტიკა ბევრმა გერმანელმა და სხვა ევროპელმა ერებმა გაიზიარეს.[19]
გენშერის მიზანი იყო ევროინტეგრაციის გაღრმავება და გერმანიის გაერთიანება. მან მალევე მოითხოვა პოლონეთის და უნგრეთის პოლიტიკური რეფორმების პროცესების ეფექტური მხარდაჭერა. ამ მიზნით ის პოლონეთს ეწვია, რათა შეხვედროდა სოლიდარობის თავმჯდომარეს ლეხ ვასაას ჯერ კიდევ 1980 წლის იანვარში. 1987 წლიდან გენშერი აწარმოებდა კამპანიას, რომელიც მიზნად ისახვდა დასავლეთის მიერ საბჭოთა კავშირის მიმართ უფრო „რბილი“ პოლიტიკის წარმოებას. გერმანიის გაერთიანებამდე ერთი წლით ადრე გენშერმა განაცხადა, რომ მას სურდა მშობლიურ ჰალესთან ახლო კავშირი ჰქონოდა, რამაც გამოიწვია მისი თაყვანისმცემლებისა და კრიტიკოსების აღფრთოვანება.[24]
როდესაც ათასობით აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქე თავშესაფრის მისაღებად მიაწყდა დასავლე გერმანიის საელჩოს ჩეხოსლოვაკეთსა და პოლონეთში, გენშერმა გამართა დისკუსია გაეროში ლტოლვილთა კრიზისის მოსაგვარებლად ჩეხოსლოვაკეთის, პოლონეთის, აღმოსავლეთ გერმანიის და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან 1989 წელს.[25] 1989 წლის 30 სექტემებრს გენშერი სიტყვით გამოვიდა პრაღაში მდებარე გერმანიის საელჩოდან, რომელიც საკვანძო მომენტად ითვლება გდრ-ის დამთავრებისთვის. საელჩოს ეზოში აღმოსავლეთ გერმანიის ათასობით მოქალაქე იყო შეკრებილი. ისინი ცდილობდნენ გამგზავრებას დასავლეთ გერმანიაში, მაგრამ ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ უარი უთხრა მოგზაურობის ნებართვაზე აღმოსავლეთ გერმანიის მოთხოვნით. გენშერმა განაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწია ჩეხოსლოვაკეთის კომუნისტურ მთავრობასთან იმის თაობაზე, რომ ლტოლვილებს შეეძლოთ გერმანიაში გამგზავრება : „ჩვენ თქვენთან მოვედით, რომ გითხრათ, რომ დღეს თქვენი გამგზავრება...“ (გერმ. Wir sind zu Ihnen gekommen, um Ihnen mitzuteilen, dass heute Ihre Ausreise). ამ სიტყვების შემდეგ შეკრებილებმა მას სიტყვა მქუხარე ოვაციებით გააწყვეტინეს.[1]
გენშერმა შეთანხმებას მიაღწია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიმზ ბეიქერთან და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედუარდ შევარდნაძესთან, რათა მიეღწია თანხმობა გერმანიის მშვიდობიან გაერთიანებასთან და საბჭოთა კავშირის შენართების გასვლასთან დაკავშირებით.[26] გენშერმა ასევე აქტიური მოლაპარაკებები აწარმოა გდრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ მარკუს მექელთან, რათა შეთანხმება მიეღწია გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით. 1990 წლის12 სექტემბერს ხელი მოეწერა საბოლოო მოგვარების ხელშეკრულებას გერმანიისთვის.[27] 1990 წლის ნოემბერში გერმანიამ და პოლონეთმა მოაწერესგერმანია – პოლონეთის სასაზღვრო ხელშეკრულებას, რომელიც პოლონეთის დასავლეთ საზღვარს ადგენდა ოდერ-ნეისის საზღვარზე. ამავდროულად, მან მტკიცედ მოიწონა ბუშის ადმინისტრაციის გეგმები, რათა უზრუნველყოთ აშშ-ს გავლენა ცივი ომის შემდგომ ევროპაში.[28]
გაერთიანების შემდეგ
რედაქტირება1991 წელს, გენშერი გერმანიაში ლობირებდა, რათა მომხდარიყო ხორვატიის დამოუკიდებლობის ცნობა, მასშემდეგ, რაც დაიწყო ომი ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის.[29] როდესაც ხორვატიამ და სლოვენიამ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, გენშერმა გაანალიზა, რომ იუგოსლავიის კვლავ გაერთიანება შეუძლებელი იყო და რეპუბლიკებს სურდათ თავი დაეღწიათ სერბული გავლენისგან, ამისათვის დამოუკიდებლად გამოცხადებული რესპუბლიკების დიპლომატიური აღიარება სწრაფად უნდა მომხდარიყო. მას სჯეროდა, რომ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება გამოიწვევდა კონფლიქტის შეჩერებას.[19] ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე იყო ზეწოლა, რათა მალე მომხდარიყო მათი მხრიდან დამოუკდებლობის ცნობა.[30] გაეროს გენერალურმა მდივანიმა ხავიერ პერეს დე კუელიარმა გააფრთხილა გერმანიის მთავრობა, რომ სლოვენიისა და ხორვატიის აღიარება გამოიწვევდა კონფლიქტის უფრო მეტად გამწვავებას ყოფილ იუგოსლავიაში.
ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შეხვედრისას, გენშერმა გააჟღერა წინადადება იმის თაობაზე, რომ ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს ჩადენილი ჰქონდა სამხედრო დანაშაული კუვეიტის წინააღმდეგ. გენშერის აზრით, იგი იყენებდა ქიმურ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ხდებოდა ქურთების გენოციდი.[31]
სპარსეთის ყურის ომის დროს გენშერი ცდილობდა ერაყთან მიეღწია შეთანხმება, მას შედეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა ომი გამოუცხადეს ერაყს იმისათვის, რომ ერაყს დაეტოვებინა კუვეიტი. გერმანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეიტანა მოკავშირეთა დასახმარებლად კონფლიქტის დროს, მაგრამ შეიარაღებული ძალების გამოყენების კონსტიტუციური შეზღუდვების გამო, სამხედრო დახმარება თითქმის არ გამოუყო.[19] 1991 წლის იანვარში, გენშერი გაემგზავრა ისრაელში. მის ვიზიტს მოჰყვა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა 670 მილიონ დოლარიან დახმარებას სამხედრო სფეროში. ასევე, შეთანხმება მიზნად ისახავდა ორი წყალქვეშა ხომალდის ფინანსირებას ისრაელისთვის, პატრიოტის რაკეტების და სისტემის მიწოდება რათა ისრაელს შეძლებოდა ერაყული რაკეტებისგან თავის დაცვა, 58 ჯავშანმანქანა, რომელსაც შეეძლო გამოევლინა ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმა და გაზის საწინააღმდეგო ნიღბები.[32] როდესაც ომის შემდგომ შედგა პოლიტიკური დებატები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეასრულოს გერმანიამ გლობალური პასუხისმგებლობა, გენშერმა უპასუხა, რომ თუ სახელმწიფოები ელოდებიან იმას, რომ გერმანია გაიზიარებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მათ უნდა მიეცეთ იმის უფლება, რომ უფრო ხისტი პოზიციის დაფიქსირება შეეძლოთ გაეროს უსაფრთხოების საბჭოში.[15] გერმანიის სამხედრო საექსპორტო პოლიტიკა „მოუსვენარი ქვეყნებისათვის“ - დაფუძნებულია საზღვაო ძალების უვარგისობაზე, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.[33]
1992 წელს, გენშერმა, თავის დანიელ კოლეგასთან უფე ელმან-იენსენისთან ერთად შექმნა ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭო (CBSS) და ევროფაკულტეტი.[34]
ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მასშემდგომ რაც, ნაცისტური ლიდერები შეიკრიბნენ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც წარმოადგენდნენ ავანგარდული მოღვაწეობის მასშტაბურ დაგმობას. აღნიშნულს „დეგენერატი გამოფენა“ ეწოდა. 1992 წლის მარტში გენშერმა გადაწყვიტა აღნიშნული გამოფენა ხელახლა აღედგინა ბოდეს მუზემში. მან ნაცისტების მცდელობები ხელოვნების შეზღუდვის გამო შეადარა „ნაბიჯს კატასტროფისკენ, რამაც გამოიწვია ევროპელი ებრაელების მასობრივი მკვლელობა და ომი, რომელმაც გამოიწვია გერმანიის მეზობლების განადგურება“. „ეს ნახატები, რომლებიც გამოფენაზეა, გადაურჩა ჩაგვრას და ცენზურას“, - თქვა მან და დასძინა: „ეს ძეგლები არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენენ, არამედ იმედის ნიშანია, ისინი მხარს უჭერენ შემოქმედებითი თავისუფლების ტრიუმფს ბარბაროსობაზე.“[35]
1992 წლის 18 მაის გენშერი გადადგა თანამდებობიდან, თავისივე თხოვნის საფუძველზე. იგი ფედერალურ მთავრობას ემსახურებოდა 23 წლის მანძილზე. იმ დროისთვის იგი იყო მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე საგარეო საქმეთა მინისტრი და გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი.[36] მან გადაწყვეტილება სამი კვირით ადრე, 1992 წლის 27 აპრილს გამოაცხადა. გენშერს არ დაუკონკრეტებია თავის გადადგომის მიზეზები, თუმცა მას იმ დროისთვის გადატანილი ჰქონდა ორი ინფარქტი. მისი გადადგომა ძალაში მაისში შევიდა, მაგრამ ის პარლამენტის წევრად დარჩა და დიდი გავლენით სარგებლობდა თავისუფალ დემოკრატიულ პარტიაში.[19]
გენშერის გადადგომის შემდეგ, კანცლერმა ჰელმუტ კოლმა და FDP თავმჯდომარემ ოტო გრაფ ლაბსდროფმა ახალ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაასახლეს ირმგარდ შვარცერი.[19] თუმცა, ყველას გასაკვირად FDP-ს უმრავლესობამ პარლამენტში უარყვეს მისი დანიშვნა და საპასუხოდ აღნიშნულ პოსტზე დაასახელეს იუსტიციის მინისტრი კლაუს კინკელი [37]
საქმიანობა პოლიტიკის შემდეგ
რედაქტირება1994 წელს გენშერმა გამოაცხადა პრეზიდენტობისადმი ინტერესის ნაკლებობა, მიუხედავად ამისა იგი განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატი. კვლევების მიხედვითაც კი, რომელიც ჩაატარა ჟურნალ შტერნმა, აჩვენეს, რომ გენშერს მოსახლეობის 48% უჭერდა მხარს. 1993 წელს იგი პენსიაზე გავიდა და მან თქვა, რომ „არცერთ შემთხვევაში“ არ დაიკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას.[38]
პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ, გენშერი აგრძელებდა აქტიურ იურიდულ საქმიანობას და ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაციებში. 1992 წელს იგი ინიშნება ახალი დონორული ორგანიზაციის თავმჯდომარედ [[ბერლინის სახელმწიფო ოპერა]|ბერლისნის სახელმწიფო ოპერაში]].[39] 1997 წლიდან 2010 წლამდე გენშერი იურიდიულ ფირმასთან იყო დაკავშირებული, რომელიც იყო „Büsing, Müffelmann & Theye“ შვილობიი კომპანია. მან 2000 წელს დააარსა საკუთარი საკონსულტაციო ფირმა „Hans-Dietrich Genscher Consult GmbH“. 2001 - 2003 წლებში იგი იყო გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი.[40] 2001 წელს გენშერი საარბიტრაჟო სასამართლოს ჩაუდგა სათავეში, რომელმაც დაასრულა ერთთვიანი ბრძოლა გერმანიის ავიაკომპანია Lufthansa -სა და მის მფრინავების პროფკავშირს შორის და შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება ხელფასების 15 პროცენტით გაზრდაზე.[41]
2008 წელს გენშერმა, ვაცლავ ჰაველმა, ჯონ კორნბლუმმა და სხვა კარგად ცნობილმა პოლიტიკოსებმა მოწოდებები გაავრცელეს იმის თაობაზე, რომ აშენებულიყო ცივი ომის მუზეუმი ჩექფოინთ ჩარლიზე.[42]
2009 წელს გენშერმა გამოხატა სახალხო წუხილი ბენედიქტე XVI შესახებ, რომელმაც ეკლესიიდან გაკვეთა წმინდა პიუს X საზოგადოების ეპისკოპოსი. გენშერმა წერს გაზეთ „Mitteldeutsche Zeitung“-ში: „პოლონელებს შეუძლიათ იამაყონ იოანე პავლე II - თი. პაპის ბოლო არჩევნებზე ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვართ პაპი ოღონდ გთხოვთ - არა ამ სახით“.[43] იგი ფიქრობდა, რომ პაპი ბენედიქტე XVI იძენდა ჩვევას, რომელიც მიდრეკილი იყო არაკათოლიკეების შეურაცხყოფისკენ. „ეს არის ღრმა მორალური და პოლიტიკური კითხვა. ეს ეხება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის მსხვერპლთა პატივისცემას“, - ამბობდა გენშერი.[44]
2013 წლის 20 დეკემბერს გაირკვა, რომ გენშერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მიხაილ ხოდორკოვსკის, იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლებაში. გენშერი ხოდორკოვსკის პირველად შეხვდა 2002 წელს და თავმჯდომარეობდა კონფერენციას, სადაც ხოდორკოვსკიმ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისი ნავთობკომპანიის დევნის გამო.[45] ხოდორკოვსკიმ თავის ადვოკატებს 2011 წლის ციხეში ვიზიტის დროს სთხოვა, რომ გენშერს შუამავლობა გაეწია მის ადრეულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც პუტინი ხელახლა აირჩიეს 2012 წელს, კანცლერმა ანგელა მერკელმა დაავალა თავის ოფიციალურ პირებს, რომ ლობირება გაეწიათ პრეზიდენტ პუტინთან, რათა შეხვედროდა გენშერს.[45][46] შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად შედგა ორი შეხვედრა გენშერსა და პუტინს შორის - ერთი ბერლინის ტეგელის აეროპორტში , ხოლო მეორე მოსკოვში. ხოდორკოვსკის ადვოკატებმა და გენშერმა თვეები გაატარეს სხვადასხვა სამართლებრივი გზების შემუშავებაში, რაც პუტინს საშუალებას მისცემდა ადრე გაეთავისუფლებინა ყოფილი მეტოქე.[45] როდესაც 2013 წლის ნოემბერში ხოდორკოვსკის დედა ბერლინის საავადმყოფოში სიმსივნეზე მკურნალობდა, გენშერმა გააგზავნა შეტყობინება ხოდორკოვსკისთან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პატიმარს პუტინისთვის უნდა მიემართა შეწყალების წერილით, სადაც ხაზგასმით იქნებოდა ნათქვამი დედის ჯანმრთელობის შესახებ.[47] 2013 წლის დეკემბერში პუტინმა შეიწყალა ხოდორკოვსკი "ჰუმანიტარული მიზეზების გამო", გენშერმა უზრუნველყო ხოდორკოვსკის ჩამოყვანა ბერლინში პირადი თვითმფრინავით.[48]
გენშერმა ხელი მოაწერა 2014 წელს წინადადებას, რომ გამხდარიყო სამხრეთ დერეფნის საკონსულტაციო კოლეგიის წევრი, BP - ს ხელმძღვანელობით კონსორციუმში ასევე შედიოდნენ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი და პიტერ სატერლენდი.[49] პანელის მიზანია ხელი შეუწყოს ბუნებრივი გაზის უზარმაზარი საბადოების გაფართოებას კასპიის ზღვაში და ორი მილსადენის მშენებლობას ევროპაში. 45 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი მხარდაჭერილი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ. კრიტიკოსებმა აღნიშნულ პროექტს „ბლერის მდიდარი პროექტი“ უწოდეს.[50]
პოლიტიკური მოღვაწეობა
რედაქტირება- 1969-1974 წლებში — გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი.
- 1974-1992 წლებში — გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი.
- 1974-1985 წლებში — გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.
გარდაცვალება
რედაქტირებაჰანს-დიტრიხ გენშერი გარდაიცვალა 2016 წლის 31 მარტს, 89 წლის ასაკში, ვახტბერგში, გულის უკმარისობით[51][52].
სხვა აქტივობები
რედაქტირება- CARE Deutschland-Luxemburg, Chairman of the Board of Trustees[53]
- Club of Budapest, Honorary Member[54]
- German-Azerbaijani Forum, Honorary Chairman[55]
- German-Polish Society (DPG), Deputy Chairman of the Board of Trustees[56]
- Baltic Development Forum, Member of the Honorary Board[57]
- Deutsche Gesellschaft für die Vereinten Nationen, Member of the Board of Trustees[58]
- Dimitris Tsatsos Institute for European Constitutional Law at the FernUniversität Hagen, Member of the Board of Trustees[59]
- EastWest Institute, Chairman Emeritus[60]
- ELSA Deutschland, Member of the Advisory Board (1993–2008)[61]
- Foundation Wittenberg-Center for Global Ethics, Member of the Board of Trustees[62]
- Bonner Akademie für Forschung und Lehre praktischer Politik (BAPP), Member of the Board of Trustees[63]
- Ilsenburg Abbey, Patron[64]
- Martin Luther University of Halle-Wittenberg, Honorary Chairman of the Board of Trustees[65]
- University of Bonn, Member of the Board of Trustees[66]
- A Soul for Europe initiative, Member of the Board of Trustees
- Gedächtnis der Nation project, Member of the Board of Trustees
აღიარება
რედაქტირებაგენშერი არის ჰალეს რეგიონის საპატიო მოქალაქე (1991 წელი) და ქალაქ ბერლინის საპატიო მოქალაქე (1993 წელი).[67]
- 1973 და 1975 წელს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენი[40][68]
- 1986 – საპატიო ლეგიონის ორდენი [40]
- 1987 – პორტუგალიის ღირსების ორდენი
- 1987 – კოსტა რიკის საპატიო მოქალაქე[68]
- 1990 – პრინცესა ასტურიას პრემია[69]
- 1992 – პოლონეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი[40]
- 1992 – უნგრეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი[40]
- 1996 - ჰერცოგი ტრპიმირის ორდენი (ხორვატია)[70]
- 2002 – საპატიო დოქტორის წოდება შეჩინსკის უნივერსიტეტში[40]
- 2003 – საპატიო დოქტორის წოდება ლაიფციგის უნივერსიტეტი[40]
- 2006 – მშვიდობის პრემია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი[40]
- 2007 – ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის ღირსების ორდენი
- 2010 – საქსონია-ანჰალტის ღირსების ორდენი[71]
- 2010 – ათასწლეული ბამბის პრემია[40]
- 2015 – ჰენრი ა. კისინჯერის პრემია [72]
შერჩეული ნამუშევრები
რედაქტირება- Die Rolle Europas im Kontext der Globalisierung, in: Robertson-von Trotha, Caroline Y. (ed.): Herausforderung Demokratie. Demokratisch, parlamentarisch, gut? (= Kulturwissenschaft interdisziplinär/Interdisciplinary Studies on Culture and Society, Vol. 6), Baden-Baden 2011, ISBN 978-3-8329-5816-9
- (Hrsg.): Nach vorn gedacht … Perspektiven deutscher Aussenpolitik. Bonn Aktuell, Stuttgart 1987, ISBN 3-87959-290-X.
- Zukunftsverantwortung. Reden. Buchverlag Der Morgen, Berlin 1990, ISBN 3-371-00312-4.
- Unterwegs zur Einheit. Reden und Dokumente aus bewegter Zeit. Siedler, Berlin 1991, ISBN 3-88680-408-9.
- Wir wollen ein europäisches Deutschland. Siedler, Berlin 1991, Goldmann 1992 ISBN 3-442-12839-0.
- Politik aus erster Hand. Kolumnen des Bundesaußenministers a. D. Hans-Dietrich Genscher in der Nordsee-Zeitung Bremerhaven. Nordwestdeutsche Verlags-Gesellschaft, Bremerhaven 1992, ISBN 3-927857-36-X.
- Kommentare. ECON-Taschenbuch-Verlag, Düsseldorf/Wien 1994, ISBN 3-612-26185-1.
- Erinnerungen. Siedler, Berlin 1995, ISBN 3-88680-453-4; Goldmann, München 1997, ISBN 3-442-12759-9.
- Sternstunde der Deutschen. Hans-Dietrich Genscher im Gespräch mit Ulrich Wickert. Mit sechs Beiträgen. Hohenheim, Stuttgart/Leipzig 2000, ISBN 3-89850-011-X.
- Die Chance der Deutschen. Ein Gesprächsbuch. Hans-Dietrich Genscher im Gespräch mit Guido Knopp. Pendo, München 2008, ISBN 978-3-86612-190-4.
- Die Rolle Europas im Kontext der Globalisierung, in: Caroline Y. Robertson-von Trotha (Hrsg.): Herausforderung Demokratie. Demokratisch, თარგი:Proper name, gut? (= Kulturwissenschaft interdisziplinär/Interdisciplinary Studies on Culture and Society, Bd. 6), Baden-Baden 2011, ISBN 978-3-8329-5816-9.
- Zündfunke aus Prag. Wie 1989 der Mut zur Freiheit die Geschichte veränderte, mit Karel Vodička. dtv, München 2014, ISBN 978-3-423-28047-1.
- Meine Sicht der Dinge. Im Gespräch mit Hans-Dieter Heumann. Propyläen, Berlin, 2015, ISBN 978-3-549-07464-0.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Former German Foreign Minister Hans-Dietrich Genscher dies. BBC (1 April 2016). ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ A master of diplomacy, Deutsche Welle.
- ↑ Whitney, Craig R.; Eddy, Melissa. Hans-Dietrich Genscher, an Architect of German Reunification, Dies at 89. The New York Times (1 April 2016). ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Recognizing Slovenia, Croatia brought peace, Genscher says, Deutsche Welle.
- ↑ Publications, Europa (2003) The International Who's Who 2004. ISBN 9781857432176.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Günsche, Karl-Ludwig (1 April 2016). „Zum Tod von Hans-Dietrich Genscher: Marathonmann der deutschen Politik“. Spiegel Online (German). ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Zeitgeschichte: Von Grass bis Genscher – Wer noch in der NSDAP war. Die Welt, 1 July 2007.
- ↑ Ulrich Herbert, Universität Freiburg, Darmstädter Echo, Samstag, 13 June 2015, p. 5.
- ↑ Dennis Kavanagh (1998). „Genscher, Hans-Dietrich“, A Dictionary of Political Biography. Oxford: OUP, გვ. 184. ციტირების თარიღი: 1 September 2013. დაარქივებული 27 October 2021[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ 10.0 10.1 Bundestag trauert um Hans-Dietrich Genscher German. Deutscher Bundestag (1 April 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ 11.0 11.1 Hofmann, Gunter (1 May 1992). „Der "Mister Mitte" der Republik“. Die Zeit (German). ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ „Porträt: Jahrzehnte prägte Genscher die deutsche Politik“. Die Zeit (German). 1 April 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ 1972 Olympics Massacre: Germany's Secret Contacts to Palestinian Terrorists. Der Spiegel (28 August 2012). ციტირების თარიღი: 26 July 2013.
- ↑ Quentin Peel (22 September 2013), Coalition uncertainty hangs over Angela Merkel victory Financial Times.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 Stephen Kinzer (22 March 1991), Genscher At Eye of Policy Debate The New York Times.
- ↑ Drafting of an international convention against taking hostages დაარქივებული 23 March 2014 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Hans-Dietrich Genscher: Ein Leben in Bildern German. Tagesschau (1 April 2016). ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ 18.0 18.1 Tyler Marshall (28 April 1992), Genscher Quits as Germany's Foreign Minister Los Angeles Times.
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 Stephen Kinzer (28 April 1992), Genscher, Bonn's Foreign Minister 18 Years, Resigns The New York Times.
- ↑ Bonn Names Libya Envoy Los Angeles Times, 1 October 1988.
- ↑ Tony Barber (16 December 2012), The blueprint for lopsided monetary union Financial Times.
- ↑ Hans-Dietrich Genscher (26 February 1988), Memorandum für die Schaffung eines europäischen Währungsraumes und einer Europäischen Zentralbank.
- ↑ „Hans-Dietrich Genscher mit 89 Jahren gestorben“. Die Welt (German). 1 April 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ William Tuohy (11 June 1989), Bonn's Genscher Views Gorbachev Reforms as 'Historic Opportunity' Los Angeles Times.
- ↑ William Tuohy (1 October 1989), E. Germans Win Bid to Go to West : Prague, Warsaw Permit 4,000 in Embassies to Leave Los Angeles Times.
- ↑ Former Soviet Minister and Georgia Leader Shevardnadze Dies at 86 Haaretz, 7 July 2014.
- ↑ https://treaties.un.org/doc/Publication/UNTS/Volume%201696/volume-1696-I-29226-English.pdf
- ↑ Norman Kempster (5 April 1990), Bonn Official Agrees U.S. Must Play Role in Europe Los Angeles Times.
- ↑ Stephen Kinzer (16 January 1992), Europe, Backing Germans, Accepts Yugoslav Breakup The New York Times.
- ↑ Paul Lewis (16 December 1991), U.N. Yields to Plans by Germany To Recognize Yugoslav Republics The New York Times.
- ↑ Alan Riding (16 April 1991), European Nations to Lift Sanctions On South Africa The New York Times.
- ↑ Tom Hundley (3 February 1991), German Aid To Iraq Opens Israeli Wounds დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. Chicago Tribune.
- ↑ Germany debates weapons exports amid Iraq 'exception' Deutsche Welle, 25 August 2014.
- ↑ Gustav N Kristensen, Born into a Dream. EuroFaculty and the Council of the Baltic Sea States, Berliner Wissenschafts-Verlag 2010, ISBN 978-3-8305-1769-6.
- ↑ Stephen Kinzer (5 March 1992), Nazi Show Of 'Bad' Art Reopens In Berlin The New York Times.
- ↑ Ian Johnson (28 April 1992), [1] დაარქივებული 2014-11-29 საიტზე Wayback Machine. Baltimore Sun.
- ↑ Stephen Kinzer (29 April 1992), Party in Bonn Rebels on Genscher's Successor The New York Times.
- ↑ Stephen Kinzer (27 March 1993), Germany Considers Jew as President The New York Times.
- ↑ John Rockwell (12 December 1992), New Start for an Old Opera in Berlin The New York Times.
- ↑ 40.0 40.1 40.2 40.3 40.4 40.5 40.6 40.7 40.8 Hans-Dietrich Genscher 1927 - 2016 German. Haus der Deutschen Geschichte. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Edmund L. Andrews (9 June 2001), Germany: Airline Agreement The New York Times.
- ↑ Mark Waffel (17 June 2008), Safeguarding the Past in Berlin: Political Heavyweights Call for Cold War Museum Spiegel Online.
- ↑ Wir Sind Papst – aber bitte nicht so! დაარქივებული 2012-03-29 საიტზე Wayback Machine. Mitteldeutsche Zeitung, 2 February 2009.
- ↑ German-born pope under fire in his homeland over tolerance of Holocaust denial. Haaretz (3 February 2009).
- ↑ 45.0 45.1 45.2 Bertrand Benoit, Anton Troianovski and Gregory L. White (22 December 2013), Germany Led Talks to Free Russian Tycoon[მკვდარი ბმული] Wall Street Journal.
- ↑ Arkady Ostrovsky (23 December 2013), Mikhail Khodorkovsky: In from the cold The Economist.
- ↑ Michelle Martin and Lidia Kelly (26 December 2013), Inside Germany's campaign to free Khodorkovsky დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. Reuters.
- ↑ Alison Smale (23 December 2013), Deep Russia-Germany Ties Behind a Prisoner’s Release The New York Times.
- ↑ Guy Chazan (17 July 2014), Tony Blair to advise on Azerbaijan gas project Financial Times.
- ↑ Sarah Ellison (January 2015), The Which Blair Project Vanity Fair.
- ↑ „Former German foreign minister Genscher dies at 89“. Washington Post. 1 April 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 3 აპრილი 2016.
- ↑ Hans-Dietrich Genscher, an Architect of German Reunification, Dies at 89. The New York Times.com (April 1, 2016). ციტირების თარიღი: April 1, 2016.
- ↑ Verwaltungsrat German. CARE Deutschland-Luxemburg e.V.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Club of Budapest. Club of Budapest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Kuratorium German. Deutsch-Aserbaidschanisches Forum. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Kuratorium German. Deutsch-Polnische Gesellschaft Bundesverband e.V.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Organisation. Baltic Development Forum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Matthies, Bernd (1 April 2016). „Hans-Dietrich Genscher und seine spezielle Beziehung zu Berlin“. Tagesspiegel (German). ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Members of the Board of Trustees Dimitris Tsatsos Institute for European Constitutional Law at the FernUniversität Hagen.
- ↑ Hans-Dietrich Genscher. EastWest Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Beirat German. ELSA Deutschland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Wittenberg Center for Global Ethics: The WCGE grieves the loss of Hans-Dietrich Genscher. Wittenberg Center for Global Ethics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 April 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Kuratorium German. Bonner Akademie für Forschung und Lehre praktischer Politik. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Vorstand und Kuratoriumsmitglieder German. Kloster Ilsenburg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Kuratorium Martin Luther University of Halle-Wittenberg.
- ↑ Neues Kuratorium an der Universität University of Bonn, press release of 17 December 2003.
- ↑ Müller zum Tod von Hans-Dietrich Genscher: "Berlin dankt dem Ehrenbürger und Staatsmann" German. Der Regierende Bürgermeister des Landes Berlin (1 April 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ 68.0 68.1 Hans-Dietrich Genscher German. Wirtschaftswoche. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Kiessler, Richard (12 November 1990). „Ein Mann, der sich überlebt“. Der Spiegel (German) (46/1990): 28–31.
- ↑ http://narodne-novine.nn.hr/clanci/sluzbeni/263803.html
- ↑ Genscher mit Verdienstorden des Landes Sachsen-Anhalt gewürdigt German. Leipziger Volkszeitung (11 September 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ Henry A. Kissinger Prize. The American Academy in Berlin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 September 2015. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- Wilsford, David, ed. Political leaders of contemporary Western Europe: a biographical dictionary (Greenwood, 1995) pp 155–64.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bresselau von Bressensdorf, Agnes: Frieden durch Kommunikation. Das System Genscher und die Entspannungspolitik im Zweiten Kalten Krieg 1979–1982/83. Berlin, De Gruyter Oldenbourg 2015, ISBN 3-11-040464-8.
- Brauckhoff, Kerstin, Schwaetzer, Ingrid (Hrsg.): Hans-Dietrich Genschers Außenpolitik. Springer VS, Wiesbaden 2015, ISBN 978-3-658-06650-5.
- Heumann, Hans-Dieter: Hans-Dietrich Genscher. Die Biografie. Schöningh, Paderborn 2012, ISBN 978-3-506-77037-0.
- Lucas, Hans-Dieter (Hrsg.): Genscher, Deutschland und Europa. Nomos-Verlag, Baden-Baden 2002, ISBN 3-7890-7816-6.
- Mittag, Jürgen: Vom Honoratiorenkreis zum Europanetzwerk: Sechs Jahrzehnte Europäische Bewegung Deutschland. საიტზე Wayback Machine (archived 18 January 2012) In: 60 Jahre Europäische Bewegung Deutschland, Berlin 2009, S. 12–28.
- Gerhard A. Ritter: Hans-Dietrich Genscher, das Auswärtige Amt und die deutsche Vereinigung. Beck, München 2013, ISBN 3-406-64495-3.
გარე ბმულები
რედაქტირებაპოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ერნსტ ბენდა |
შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო 1969–1974 |
შემდეგი: ვერნერ მაიჰოფერი |
წინამორბედი: ვალტერ შელი |
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 1974–1982 |
შემდეგი: ჰელმუტ შმიდტი (მოვალეობის შემსრულებელი) |
წინამორბედი: ჰელმუტ შმიდტი (მოვალეობის შემსრულებელი) |
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 1982–1992 |
შემდეგი: კლაუს კინკელი |
წინამორბედი: ვალტერ შელი |
გერმანიის ვიცე კანლერი 1974–1982 |
შემდეგი: ეგონ ფრანკე |
წინამორბედი: ეგონ ფრანკე |
გერმანიის ვიცე კანცლერი 1982–1992 |
შემდეგი: იურგენ მოლემანი |
დიპლომატიური თანამდებობები | ||
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა |
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია 1991 |
შემდეგი: ირიჯი დინსტბიერი ჩეხოსლოვაკია |