ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის (გერმ. Friedrich-Naumann-Stiftung für die Freiheit, FNF) — გერმანული პოლიტიკური ფონდი, რომლის მიზანი მსოფლიოში ლიბერალიზმის მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. ფონდი 1958 წელს დააარსა გერმანიის პირველმა პრეზიდენტმა, თეოდორ ჰოისმა. ფონდის მთავარი ფასეულობებია ინდივიდუალური თავისუფლება და ლიბერალიზმი.[4]
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის | |
---|---|
გერმ. Friedrich-Naumann-Stiftung für die Freiheit | |
თეოდორ ჰოისის აკადემიის შენობა | |
შეიქმნა | 19 მაისი, 1958 |
ტიპი | პოლიტიკური ფონდი |
მიზანი | ლიბერალიზმის გავრცელება |
შტაბ-ბინა | პოტსდამი, გერმანია |
მნიშვნელოვანი პირები | ფრიდრიხ ნაუმანი, თეოდორ ჰოისი |
ატარებს სახელს | ფრიდრიხ ნაუმანი |
დამფუძნებელი (-ები) | თეოდორ ჰოისი, Walter Erbe, Paul Luchtenberg, Reinhold Maier, Hans Wolfgang Rubin და Dorothee von Velsen |
ფონდები | 207 150[1] |
ქვეყანა | გერმანია |
თავმჯდომარე | Karl-Heinz Paqué |
კავშირები | European Movement Germany, ევროპის ლიბერალური ფორუმი, German Commission for UNESCO[2] და Forum Menschenrechte[3] |
www.fnst.org |
ფონდის მჭიდროდ დაკავშირებულია გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან და ევროპის ლიბერალ-დემოკრატიულ ალიანსთან. ფონდი ატარებს გერმანელი პოლიტიკისოსი, ჟურნალისტისა და თეოლოგის ფრიდრიხ ნაუმანის სახელს. XX საუკუნის დასაწყისში ნაუმანი იყო წამყვანი გერმანელი ლიბერალი მოაზროვნე და პოლიტიკოსი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამოქალაქო განათლების აუცილებლობას. ფონდი ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში.[4]
საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებს ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი. სამხრეთ კავკასიაში ფონდი 1996 წლიდან მოქმედებს. საქართველოში ფონდი თანამშრომლობს როგორც პოლიტიკურ (რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან (ახალი ეკონომიკური სკოლა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტი).[4]