ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის

(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი)

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი - ევროპისთვის (ინგლ. Alliance of Liberals and Democrats for Europe, შემოკლებით ALDE, ან ALDE Party) — ევროპული პოლიტიკური პარტია რომელიც შედგება 60 ეროვნული დონის ლიბერალური პარტიისგან. პარტია 1976 წლის 26 მარტს, ქალაქ შტუტგარტში, შტუტგარტის დეკლარაციის ხელმოწერით შეიქმნა როგორც ევროპის ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების ფედერაცია (ინგლ. Federation of Liberal and Democrat Parties in Europe), რომელიც 1977 წელს გახდა ევროპელი ლიბერალები და დემოკრატები (ინგლ. European Liberals and Democrats, ELD) ხოლო 1986 წელს გახდა ევროპელი ლიბერალ-დემოკრატები და რეფორმისტები (ინგლ. European Liberal Democrats and Reformists, ELDR). 2004 წლის 30 აპრილს ოფიციალურად გადაიქცა ევროპულ პარტიად და დაირქვა ევროპელი ლიბერალურ-დემოკრატიული და რეფორმისტული პარტია (ინგლ. European Liberal Democrat and Reform Party, ELDR Party).[1] ALDE არის ლიბერალური ინტერნაციონალის წევრი.[2]

ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი
ინგლ. Alliance of Liberals and Democrats for Europe Party
ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე გრეჰემ უოტსონი
ისტორია
დაფუძნდა მარტი, 1976,
შტუტგარტის დეკლარაციის ხელმოწერის შედეგად.
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო აკრედიტაცია ლიბერალური ინტერნაციონალი
ფერები ოქროსფერი, ლურჯი
შტაბ-ბინა ბრიუსელი, ბელგია

ALDE-სთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაცია არის ევროპის ლიბერალური ფორუმი. ALDE ევროპაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ალიანსია, რომელიც შექმნილია საერთო ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების გარშემო. ალიანსში შემავალი ცნობილი პარტიებია თავისუფალი დემოკრატიული პარტია (გერმანია), ლიბერალ-დემოკრატები (გაერთიანებული სამეფო), თავისუფალი დემოკრატიული პარტია (შვეიცარია), ლიბერალური სახალხო პარტია და ცენტრის პარტია (შვედეთი). საქართველოს პოლიტიკური პარტიებიდან ALDE-ს სრულუფლებიანი წევრები არიან საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, სტრატეგია აღმაშენებელი,[3] და ლელო საქართველოსთვის,[4] ხოლო ასოცირებული წევრია - გირჩი — მეტი თავისუფლება.[5]

  1. European Liberal Democrats change party name to ALDE Party | ALDE Party. Eldr.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-13. ციტირების თარიღი: 2013-09-23.
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2019.
  3. „ALDE-ს დოკუმენტში ჩაიწერა საქართველოს EU-ში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ“. On.ge. 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. ჩიჩუა, ნინო (2 ივნისი, 2022). „„ლელო“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ ALDE-ს წევრები გახდნენ“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. ALDE Party [ALDEParty]. (2 ივნისი, 2022) Congratulations to @Girchi_GE from #Georgia 🇬🇪, just approved as a new associate member of #ALDEParty! en. ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2022

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება