შვედეთის ლიბერალური სახალხო პარტია

სახალხო პარტია-ლიბერალები (შვედ Liberalerna) — შვედეთის ლიბერალური პოლიტიკური პარტია. დაარსებულია 1934 წელს და 1902 წელს დაარსებული პარტია „Frisinnade Landsföreningen-ის“ მემკვიდრედ მიიჩნევს თავს. შედის მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციაში „ალიანსი შვედეთისთვის“. 1978 წელს ჩამოაყალიბა უმცირესობით დაკომპლექტებული მთავრობა, რომელსაც სათავეში ულო ულსტენი ედგა და ერთი წელი იარსება. პარტია ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძოდა. გამოდიოდა შვედეთის ევროკავშირში შესვლის მოთხოვნით, რაც 1995 წელს აღსრულდა კიდეც, გამოდის ევროკავშირის გაფართოებისა და ევროინტეგრაციის გაძლიერების იდეით. ცივი ომის დასრულების შემდეგ გამოვიდა შვედეთის ნატოში გაწევრიანების მოთხოვნით. რიქსდაგში 2006 წლის 17 დეკემბრის არჩევნებზე ხმათა 7,54‰ (418 395) დააგროვა და 349 ადგილიდან 28 სავარძელი მიიღო. გავიდა მეოთხე ადგილზე.

სახალხო პარტია-ლიბერალები
სახალხო პარტია-ლიბერალები
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე იოჰან პერსონი
ისტორია
დაფუძნდა 5 აგვისტო, 1934
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
კლასიკური ლიბერალიზმი
კონსერვატიული ლიბერალიზმი
ევროპული ფედერალიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
20 / 349
ფერები     
liberalerna.se

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება